საასპარეზოდ 10 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. მასპინძლებმა ოთხი ოქროს და ამდენივე ვერცხლის მედალი მოიხვეჭეს

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დამთავრდა 14 და 16 წლის ჩოგბურთელთა ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი.

საასპარეზოდ 10 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. მასპინძლებმა ოთხი ოქროს და ამდენივე ვერცხლის მედალი მოიხვეჭეს.

14 წლის გოგონათა ძირითად ბადეში 17 ჩვენებური სცდიდა ძალებს. ნახევარფინალში სამმა მათგანმა გააღწია.

პირველ ნომრად განთესილმა მარიამ ბოლქვაძემ აქ მეექვსე ნომერ ქრისტინე გეგეშიძეს აჯობა (6:2, 6:3) და ფინალში ანასტასია ბლიუკტეროვას (რუსეთი) მძლეველ (4:6, 6:1, 7:6) ანა ახალკაცს დაუპირისპირდა.

ბოლქვაძეს გადამწყვეტ პაექრობაში გამარჯვებაც არ გასჭირვებია (6:3, 6:3) და მთავარი პრიზიც მოიპოვა.

ახალკაცი წყვილთა შორისაც გავიდა ფინალში სეხნია ანა მუჯირთან ერთად (ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილი რუსების - მარია ტურინას და ვალერია დიომინას დუეტი ჩამოიცილეს გზიდან), მაგრამ მთავარი პრიზი აქაც დათმო მედეა პეტრიაშვილისა (საქართველო) და ანა პეტროვას (უკრაინა) ინტერნაციონალურ წყვილთან - 7:6, 5:7 (8:10).

ბიჭებში უძლიერესი იყო პაველ კოტოვი (რუსეთი). გადამწყვეტ შეხვედრაში მან რუსეთში მცხოვრები დავით ნორაკიძე დაჯაბნა - 6:3, 6:4. არადა, ნახევარფინალში ამ უკანასკნელმა ტურნირის ფავორიტ ტიმურ იგამბერდიევს (რუსეთი) დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:3, 6:3. გოგონების მსგავსად, ვაჟთა წყვილებშიც ქართულ-უკრაინულმა დუეტმა იმარჯვა: ირაკლი მეტრეველმა და არტიომ როლიჩმა პირველ წრეში დავით გიორგაძე (რუსეთი) და საბა ფურცელაძე (საქართველო) დაამარცხეს - 6:1, 6:1. შემდეგ ასეთივე ანგარიშით ნიკოლოზ დავლიანიძესა და ვაჟა შუბლაძეს (ორივე - საქართველო) სძლიეს, ნახევარფინალში ტურნირის ფავორიტებს - მურათ გურელსა (თურქეთი) და მაქსიმ ზუბკოვს (ბელარუსი) აჯობეს - 6:3, 3:6, 10:7. ბოლო დაძაბულ პაექრობაში დავით ნორაკიძე და სავა პოლუხინი (ორივე - რუსეთი) დაჯაბნეს - 7:5, 7:5.

16-წლიან გოგონებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა პირველ ნომრად განთესილი ალინა ზუბკოვა (ბელარუსი). მან ბოლო სამ შეხვედრაში ზედიზედ სძლია მარიამ მითაიშვილს (6:3, 6:3), თამარ კუტუბიძეს (6:2, 6:3) და ეკატერინე ლასარეიშვილს (7:6, 6:2). მეორე პრიზი ლასარეიშვილს ერგო.

ეკატერინე მეორე ადგილზე გავიდა მარიამ მითაიშვილთან ერთად წყვილთა დუელში. აქ მათ, ასევე, ჩვენებურებმა - მარიამ ბოლქვაძემ და თამარ კუტუბიძემ აჯობეს - 6:0, 6:0.

ვაჟების ერთეულთა თანრიგში ტოლი არ ჰყავდა ბერძენ სტეფანოს ციციპასს. ელადელს ნახევარფინალში უკრაინელი დენის გეველის დასამარცხებლად სამი ხელი (1:6, 6:1, 7:6) დასჭირდა. გადამწყვეტი ორთაბრძოლაც თანამემამულე დიმიტრის სტავროპულოსს სამ სეტში მოუგო - 6:3, 4:6, 6:4.

წყვილებშიც უცხოელებმა იყოჩაღეს. პირველი ადგილი სომხებმა - მიქაილ ავეტისიანმა და არშაკ ხაზარიანმა დაიკავეს, რომლებმაც ფინალში სტანისლავ ალიოხინს და დენის გეველს (ორივე - უკრაინა) სძლიეს - 7:5, 6:3.

თბილისის ტურნირის მონაწილეებმა "ოლიმპის"კორტებზე გადაინაცვლეს, სადაც, ასევე, ტრდიციულ "რენას და დათოს თასის" გათამაშებაში ჩაებნენ.

მასპინძლებმა თავი მოიწონეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა