საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა, რომლის რიგებშიც გუშინ პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძე ლელა ჯავახიშვილმა შეცვალა, ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის მეორე ტურში ჩერნოგორიის გუნდს მოუგო...

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა, რომლის რიგებშიც გუშინ პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძე ლელა ჯავახიშვილმა შეცვალა, ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის მეორე ტურში ჩერნოგორიის გუნდს მოუგო, თუმცა საერთო ჯამში ნახევარი ქულა მაინც დათმო _ ლელა ჯავახიშვილი შავი ფიგურებით იოვანა ვოინოვიჩს დაუზავდა, არადა, ჩვენებური მეტოქეს რეიტინგში 132 პუნქტით უსწრებს. დანარჩენ დაფებზე ქართველებმა წარმატებას მიაღწიეს: სალომე მელიამ ალექსანდრა მილოვიჩი დაამარცხა, სოფიკო ხუხაშვილმა-მარია სტოიანოვიჩი, ბელა ხოტენაშვილმა-ლიდია ბლაგოევიჩი.

დანაკარგებით დაამთავრეს მეორე ტური საქართველოს მთავარმა კონკურენტებმაც, განსაკუთრებით რუსეთის პირველი და მეორე გუნდები დაზარალდნენ: რუსეთი(1)-ბოსნია ჰერცეგოვინა 2,5:1,5, რუსეთი(2)-თურქეთი 2,5:1,5, ნორვეგია-ჩინეთი 0,5:3,5, უკრაინა-შვეიცარია 3,5:0:5, ესტონეთი-აშშ 1:3, ინდონეზია-ინდოეთი-0,5:3,5. სლოვაკეთმა, გერმანიამ და სერბეთმა ერთნაირი ანგარიშით _ 4:0 სძლიეს ავსტრალიას, ვენესუელას, მექსიკას და ახლა პირველ-მესამე ადგილებს იყოფენ. სულ 4-4 ქულა კი 26-მა გუნდმა მოაგროვა.

დღეს მესამე ტურში 2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი საქართველოს მანდილოსანთა ნაკრები ყაზახეთს დაუპირისპირდება, დანარჩენ პაექრობებში ინტერესს იწვევს შემდეგი შეხვედრები: რუსეთი-1 (6,5)-სლოვაკეთი (8), გერმანია (8)-რუსეთი-2(6,5), ჩეხეთი (6,5)-სერბეთი(8), ჩინეთი (7,5)-ლატვია (6,5), უკრაინა (7,5)-აზერბაიჯანი (6,5), ინდოეთი (7,5)-მოლდოვა (6,5), პოლონეთი (7,5)-ბულგარეთი (6), აშშ (7)-არგენტინა (6).

გუშინ ვაჟებმაც გვასახელეს _ მეორე ტურში სინგაპურის გუნდიც მშრალი ანგარიშით დაამარცხეს (ბაადურ ჯობავა-ჟან ჟონგი 1:0, დანიელ ჰორდ ფერნანდესი-მერაბ გაგუნაშვილი 0:1, მიხეილ მჭედლიშვილი-ხუან ტიმოთი ჩან ვეი 1:0, იუან ტერი ჩუა ჟენი-თამაზ გელაშვილი 0:1) და პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებენ უკრაინელებთან და პოლონელებთან ერთად, რომლებმაც ასევე წაუფორხილებლად გადალახეს, შესაბამისად, შოტლანდიური (ბრიტანელთა მე-2 დაფაზე ქეთევან არახამია-გრანტმა პაველ ელიანოვთან წააგო) და ალბანური ბარიერი.

უნგრეთის ძლიერმა გუნდმა, რომლის შემადგენლობაში პეტერ ლეკო, ზოლტან ალმაში, იუდით პოლგარი და ფერენც ბერკეში გამოდიოდნენ, არგენტინის ნაკრებს მინიმალური ანგარიშით (2,5:1,5) აჯობა, თანაც პოლგარის მომგებიანი ქულით.

დაფიქსირდა პირველი სიურპრიზებიც: ევროპის შარშანდელი ჩემპიონი აზერბაიჯანის ნაკრები ვიეტნამელებთან დამარცხდა 1,5:2,5, ბულგარელები, რომლებსაც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ვესელინ ტოპალოვი (2803) მეწინავეობს, ხორვატებს დანებდნენ _ 1,5:2,5. დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: რუსეთი (1)-სერბეთი 3:1, ბრაზილია-ჩინეთი 1:3, რუსეთი (2)-ვენესუელა 3,5:0,5, მონგოლეთი-აშშ 0,5:3,5, სომხეთი-ავსტრალია 3,5:0:5, ისრაელი-ინდონეზია 2:2. ორი ტურის შემდეგ 4-4 ქულას 32-მა გუნდმა მოუყარა თავი.

მე-3 ტურში მეწინავეთაგან ინტერესს იწვევს შემდეგი ორთაბრძოლები: მექსიკა (6,5)-საქართველო (8), ხორვატია (6,5)-უკრაინა (8), პოლონეთი (8)-ბოსნია-ჰერცეგოვინა (6,5), პერუ (6,5)-რუსეთი-2 (7,5), იტალია-რუსეთი-1(6,5)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა