ბათუმში 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატებზე 34 ქვეყნის წარმომადგენლები ცდიან ძალებს. ბულგარელები 12-წევრიანი დელეგაციით არიან წარმომადგენილი...

ბათუმში 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატებზე 34 ქვეყნის წარმომადგენლები ცდიან ძალებს. ბულგარელები 12-წევრიანი დელეგაციით არიან წარმომადგენილი. ერთ-ერთი, ვისიც ეიმედებათ სლავებს, გახლავთ დარენა სირკოვა, რომელიც საქართველოს მეორედ სტუმრობს.

_ ბათუმში ოთხი წლის წინათ მსოფლიოს პირველობაზე ვითამაშე თორმეტწლიანებში. მაშინ ათეულს მიღმა აღმოვჩნდი. სამაგიეროდ, ჩვენმა კიპრიან ბერბატოვმა ამოცანების ამოხსნაში დაიკავა პირველი ადგილი ათწლიანთა შორის. ამჟამად იგი 14 წლისაა, მაგრამ ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წევრი გახდა და ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ასპარეზობს.

რაც შემეხება მე, 16-წლიანთა პირველობაში ვმონაწილეობ. ამ ასაკში საქართველოს ძალიან ძლიერი მოჭადრაკეები ჰყავს. მათთან ბრძოლა გამიძნელდება, მაგრამ საპრიზო ადგილებზე გასასვლელად ყველაფერს ვიღონებ...

სირკოვას 2 ტურის შემდეგ 1,5 ქულა ჰქონდა. გუშინ იგი შავი ფიგურებით რუს აისა იმეევასთან დამარცხდა. მარიამ დანელია ფრანგ მაშა ედის დაუზავდა. მერი არაბიძემ ლიკა კობეშავიძე დაამარცხა, ნათია ჯალაბაძემ პოლინა უსოლცევას (უკრაინა) აჯობა, ანა კუჭავამ ნარმინ ხალაფოვასთან (აზერბაიჯანი) წააგო. ამ ასაკში, სადაც 3-3 ქულით ალექსანდრა ლაჩი (პოლონეთი), საბინა იბრაჰიმოვა (აზერბაიჯანი) და ბოგლარკა ბეა (უნგრეთი) ლიდერობენ. დანელია, არაბიძე და ჯალაბაძე მათ ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან. სამაგიეროდ, 18 წლიანებში ქეთი წაწალაშვილი ყოჩაღობს. გუშინ მან აზერბაიჯანელი ხაიალა აბდულა დაჯაბნა და მონიკა მოტისაკოვასთან (სლოვაკეთი) ერთად მეწინავეობს.

ამ ასაკის ვაჟებში ლიდერთა შორის მყოფი ზურაბ ჯავახაძე და გიორგი ნიკოლაშვილი, შესაბამისად, მიხაელ მასონისთან (საფრანგეთი) და სტანისლავ ბოგდანოვიჩთან (უკრაინა) დამარცხდნენ.

14-წლიანებში 3-3 ქულით მეწინავეთა ტრიოში არიან ანა სიაშკინას (რუსეთი) და სტეფანა მილუტინოვიჩის (სერბეთი) მძლეველნი დეა გოგიშვილი და ნატო იმნაძე. ვაჟებში ქართველთაგან მხოლოდ ირაკლი ბერაძემ მოაგროვა 3 ქულა. გუშინ მან ბათუხან დასტანს მოუგო.

8 და 10-წლიანებში უდანაკარგოდ განაგრძობენ პაექრობას მარიამ ფარტლაძე, ლუკა ობოლაძე, მათე თოდაშვილი (8 წ), ნინო ჯალაღონია და ელენე კოსტავა (10 წ.)

დღეს მე-4 ტურის პარტიები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა