ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ევრო 2012-ზე თავისი გუნდის გამოსვლა შეაფასა
ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ევრო 2012-ზე თავისი გუნდის გამოსვლა შეაფასა და "ბოროტ ენებს" პასუხი გასცა.

- დელ ბოსკეს მუშაობით ბევრი უკმაყოფილოა. თქვენი პოზიცია როგორია?

- დიახ, "ბოროტი ენები" ჩვენამდეც აღწევს. ნებისმიერი კრიტიკა კონსტრუქციული უნდა იყოს. არ ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ვიშვიშის რაიმე საფუძველი არსებობს. პირიქით, ახლა უფრო მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ.

გუნდში საბრძოლო განწყობაა. გამარჯვებისთვის მზად ვართ და ძალიან გვინდა, 2008 წლის შედეგი გავიმეოროთ.

- ბოლო დროს დამკვიდრდა მოსაზრება, რომ გუნდში მხოლოდ ინიესტა და კასილიასი თამაშობენ...

- ამას აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები... შედეგს მთელი გუნდი აღწევს და არა ცალკეული მოთამაშე. შესაბამისად, ორ ფეხბურთელს არ ძალუძს მატჩის მოგება.

თუმცა, კასილიასი ხორვატებთან მატჩში მართლაც ზებუნებრივად გაისარჯა - რა ბურთები მოიგერია!

- თანამემამულეთა მოლოდინი მაღალ შედეგზე ხომ არ გთრგუნავთ?

- ყველას უნდა, რომ იმაზე უკეთესად ვითამაშოთ, ვიდრე ადრე ვთამაშობდით, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემპიონები უკვე ვართ, ამაზე მეტს რაღას უნდა მივაღწიოთ?

ჯერჯერობით გვახარებს ისიც, რომ მეოთხედფინალში ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გვინდა ჩემპიონატი მოვიგოთ.

2004-სა და 2008 წლებში ჩვენი შესაძლებლობები მეტოქეებმა კარგად იცოდნენ და თამაში ნებისმიერთან ჭირდა. თუმცა იმასთან, რაც დღეს ხდება, შედარებაც არ შეიძლება. ახლა ჩვენთან ყველა განსაკუთრებულად ფრთხილობს.

მაგრამ ჩვენ მაინც ყველასთან გამკლავებას შევძლებთ!

შეგახსენებთ, ესპანეთის ეროვნული გუნდი მომდევნო მატჩს ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ 23 ივნისს გამართავს.

ასევე იხილეთ:

ხესუს ნავასი: არ აქვს მნიშვნელობა, ესპანეთი გამოკვეთილი თავდამსხმელით თამაშობს, თუ მის გარეშე

ხორვატია-ესპანეთი 0:1 - ცისფერი და უფერული "ფურია როხა" [+VIDEO]

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა