ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. 1/4-ფინალის წინ
21 ივნისს პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა ევრო 2012-ის ახალ, გადამწყვეტ ეტაპს იწყებს - დასაფერთხი დაიფერთხა და ახლა სტარტს იღებს ნამდვილი ბრძოლა ტიტულისთვის.

კანდიდატი რვაა. ამათგან ერთი გუნდი "ბებერი კონტინენტის" ჩემპიონი გახდება.

პირველები საქმეში A ჯგუფის მოულოდნელი გამარჯვებულები, ჩეხები და B ჯგუფის მეორეადგილოსანი პორტუგალიელები არიან. პირველებმა ყველა გააოცეს, როცა ჯგუფიდან ბურთების უარყოფითი ბალანსით პირველ ადგილზე გააღწიეს, მეორენი კი "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ორი გამარჯვება იზეიმეს.

მაშ ასე, კრიშტიანო რონალდო და კომპანია მიხალ ბილეკის შეგირდების წინააღმდეგ. ვინ - ვის, ვარშავის ეროვნული სტადიონი გამოაჩენს.

ზედიზედ მეექვსედ იგივენი

ამბობენ, რომ ეს თანაბარძალოვანი წყვილია, პორტუგალიელთა მცირე უპირატესობას კი კრიშტიანო რონალდო ჰქვია.

ის ჟურნალისტები, რომლებიც პოლონურ ოპალენსიაში დაბანაკებული "სელეშაუს" ვარჯიშებს აშუქებენ, ერთხმად აღნიშნავენ - ჰოლანდიასთან რონის გიჟურმა თამაშმა თითქოს ფრთები შეასხა მის თანაგუნდელებს.

ვარჯიშები გაცილებით ხალისიანი გახდა. ასეა, როცა ლიდერი თავის მოვალეობებს ასრულებს. კრიშტიანოს კი საამისოდ 2-ტურიანი გახურება დასჭირდა.

პაულუ ბენტუ ის კაცია, რომელმაც ბოლო 5 შეხვედრაში ერთი და იგივე 11-ეული დააყენა და შემადგენლობის შეცვლას ისევ არ აპირებს.

სხვათა შორის, მატჩის წინა დღეს ვარშავის სტადიონზე ვარჯიში გააუქმა პაულუ ბენტუმ. ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ იგივე მიხალ ბილეკმა გააკეთა - ორივე ნაკრები მოედნის საფარს უფრთხილდება.

პანენკას მემკვიდრენი

ზუსტად 36 წლის წინათ, ევრო 1976-ზე, ჩეხთა ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი 11-მეტრიანის ნიშნულიდან გავიდა - ბელგრადში ეს საოცრად გააკეთა ანტონინ პანენკამ.

20 ივნისს პანენკას "მემკვიდრენი" დილიდან პენალტების სერიაში ვარჯიშობდნენ. რა იცი, როდის გამოადგებათ. ძირითადი და დამატებითი ტაიმები თუ ფრედ დასრულდა, საქმე ხომ პენალტების სერიაზე მიდგება, რომელშიც ჩეხები ტრადიციულად ძლიერები არიან, რასაც ვერ ვიტყვით პორტუგალიელებზე.

ბილეკის თავსატეხი მისი კაპიტანი ტომაშ როსიცკია. როსიცკი ტრავმირებული იყო. ის სამშობლოშიც გადაფრინდა და უკან დაბრუნდა, თუმცა მატჩის წინა დღეს პრესკონფერენციაზეც კი იყო.

შეძლებს თუ არა თამაშს როსიცკი და თუ შეძლებს, დააყენებს კი სასტარტოში ბილეკი მას? საქმე იმაშია, რომ როსიცკის გარეშე გუნდმა უკეთ ითამაშა. საოცარია, მაგრამ როსიცკი მწვრთნელისთვის ორივე შემთხვევაში თავსატეხია.

მთავარი დუელი

რონალდო VS გებრე სელასიე

როცა გუნდების წარდგენებს ვაკეთებდით, ჩეხთა მხრიდან ვარსკვლავად დავასახელეთ არა ტომაშ როსიცკი ან მილან ბაროში, არამედ მარჯვენა მცველი თეოდორ გებრე სელასიე.

და "სლოვანის" 25 წლის ფეხბურთელმაც იმედები გაგვიმართლა - ის მართლაც გამორჩეულია და თავის, მარჯვენა ფრთაზე დაქრის. გებრე სელასიეს ეთიოპიელი ექიმი მამა და ჩეხი დედა ჰყავდა. ის ჩეხეთშია დაბადებული.

და აი, კარიერის უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელის. ცნობილია, რომ სწორედ მარცხენა ფლანგიდან უყვარს შეტევა კრიშტიანო რონალდოს.

მაშ ასე, ჩვენი მთავარი დუელი 27 წლის მადეირელსა და ტურნირის ერთ-ერთ აღმოჩენას შორის შედგება. ჩვენი პროგნოზი ასეთია - გებრე სელასიემ ფლანგზე ნავარდი უნდა დაივიწყოს და რონალდოს განეიტრალებაზე იფიქროს, რაც ძალიან გაუჭირდება, თუ რონიმ ისევე ითამაშა, როგორც ჰოლანდიასთან.

იცით თუ არა, რომ...

* პეტრ იერაჩეკის გოლი საბერძნეთის ნაკრების კარში ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მესამეა სისწრაფით. იერაჩეკმა 2 წუთისა და 14 წამის შემდეგ გაიტანა.

* ჩეხეთის გუნდმა ევრო 96-ზეც ჯგუფიდან ბურთების უარყოფითი ბალანსით გააღწია. მაშინ "ნაროდაკმა" ნახევარფინალს უწია... პორტუგალიის დამარცხებით.

* კრიშტიანო რონალდოს უკვე 34 გოლი აქვს ეროვნულ ნაკრებში. ჰოლანდიასთან დუბლით მან ლუიშ ფიგუ ჩამოიტოვა და ნაკრების ისტორიაში მესამე ადგილზე გადავიდა.

პრესკონფერენცია

მიხალ ბილეკი (ჩეხეთი)

"ჩვენ ვიცით, რომ პორტუგალიელთა ნაკრები კომპაქტური და დაბალანსებულია. რონალდო საშიშია, მაგრამ ეს ერთადერთი საფრთხე არაა მეტოქის ბანაკიდან. ჩვენ მხოლოდ მის წინააღმდეგ სათამაშოდ არ ვემზადებით.

თუ მოგება გვსურს, 11 პორტუგალიელს უნდა ვაჯობოთ. ევრო 96-ის სიტუაციას მართლაც ჰგავს დღევანდელი და სულ არ ვიქნები წინააღმდეგი, თუკი ისტორია გამეორდება. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა".

პაულუ ბენტუ (პორტუგალია)

"ამ თამაშისთვის ძალიან კარგად ვართ მომზადებულნი. ჩვენ უკვე კარგა ხანია ვირწმუნეთ საკუთარი ძალების. პორტუგალიის ნაკრები უკვე მომწიფდა დიდი მიზნების მისაღწევად.

ფეხბურთელებმა კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ მოედანზე, რას ვითხოვ მათგან. მათ კარგად იციან მოწინააღმდეგის ფასიც. ჩეხებს ერთი უპირატესობა ჰქონდათ - ერთი დღით მეტი დაისვენეს.

ფიზიკურად კარგად ვართ მზად. ამიტომაც არ გვეშინია, რომ ეს ერთი დღე საბოლოო შედეგზე მნიშვნელობას იქონიებს".

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. 1/4-ფინალი

21 ივნისი. ვარშავა. ეროვნული სტადიონი. 22:45

ჩეხეთი-პორტუგალია

სავარაუდო შემადგენლობა

ჩეხი - რუი პატრისიო

გებრე სელასიე - ჟოაო პერეირა

შივოკი - ბრუნო ალვეში

კადლეცი - პეპე

ლიმბერსკი - ფ. კოენტრაო

იერაჩეკი - მეირელეში

ჰუბშმანი - ველოზო

პლაშილი - მოუტინიო

კოლარი - ნანი

პილარი - რონალდო

ბაროში - პოშტიგა

ტრავმა

როსიცკი (?) - არავინ

დისკვალიფიკაცია

არავინ - არავინ

მსაჯი

ჰოვარდ უები (ინგლ)

ჯგუფური ეტაპის სტატისტიკა

ჩეხეთი

ჩეხეთი-რუსეთი 1:4 (იხილეთ ვრცლად)

ჩეხეთი-საბერძნეთი 2:1 (იხილეთ ვრცლად)

ჩეხეთი-პოლონეთი 1:0 (იხილეთ ვრცლად)

მეკარე: პეტრ ჩეხი (3 თამაში)

მცველები: თეოდორ გებრე სელასიე (3), მიხალ კადლეცი (3), ტომაშ სივოკი (3), დავიდ ლიმბერსკი (2), ფრანტიშეკ რაიტორალი (2), რომან ჰუბნიკი (1).

ნახევარმცველები: იაროსლავ პლაშილი (3), ვაცლავ პილარი (3, 2 გოლი), პეტრ იერაჩეკი (3, 2), იან რეზეკი (2), ტომაშ როსიცკი (2), დანიელ კოლარი (2), მილან პეტრჟელა (1).

თავდამსხმელები: მილან ბაროში (3), ტომაშ პეხარტი (2), დავიდ ლაფატა (1).

პორტუგალია

პორტუგალია-გერმანია 0:1 (იხილეთ ვრცლად)

პორტუგალია-დანია 3:2 (იხილეთ ვრცლად)

პორტუგალია-ჰოლანდია 2:1 (იხილეთ ვრცლად)

მეკარე: რუი პატრისიო (3 თამაში)

მცველები: პეპე (3, 1 გოლი), ბრუნო ალვეში (3), ფაბიო კოენტრაო (3), ჟოაო პერეირა (3), როლანდო (2)).

ნახევარმცველები: მიგელ ველოზო (3), ჟოაო მოუტინიო (3), რაულ მეირელეში (3), ნანი (3), კუშტოდიო (1).

თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდო (3, 2), ელდერ პოშტიგა (3, 1), ნელსონ ოლივეირა (3), სილვესტრე ვარელა (2, 1).

ურთიერთშეხვედრები

11 თამაში

4 პორტუგალია, 4 ჩეხეთი, 3 ფრე, 12-9 (ჩეხ)

ბოლო დაპირისპირება

11.06. 2008 ჩეხეთი-პორტუგალია 1:3 (ევრო 2008)

* ევრო 1996-ზეც ეს ორი გუნდი მეოთხედფინალში დაუპირისპირდა ერთმანეთს. მაშინ კარელ პობორსკის ცნობილი გოლის წყალობით ჩეხეთმა იმარჯვა.

* ევრო 2008-ზე უკვე პორტუგალიის ნაკრებმა იმარჯვა. ჟენევაში გოლები დეკუმ, რონალდომ და კვარეშმამ გაიტანეს, ჩეხების მხრიდან - სიონკომ. მაშინდელი მატჩის მონაწილეთაგან ჩეხთა შემადგენლობაში ისევ არიან: ჩეხი, პლაშილი და ბაროში. პორტუგალიიდან: პეპე, მოუტინიო, რონალდო, კვარეშმა და ალმეიდა.

* პორტუგალია და ჩეხოსლოვაკია ერთმანეთს 9-ჯერ დაუპირისპირდა: 3-3 ფრე, მოგება და წაგება, 10-6 ბურთების სხვაობა სლავების სასარგებლოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კრიშტიანო რონალდო: ჩეხებთან ჩვენი შანსები 50/50-ზეა

რაულ მეირელეში: ჩემთვის საუკეთესო მაგალითი ჩემპიონთა ლიგაში ლონდონის "ჩელსის" მაგალითია

ევრო 2012-ის ჯგუფური ეტაპის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

ევრო 2012. სპეციალისტის შეფასება და მეოთხედფინალების პროგნოზი

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა