ჩეზარე პრანდელის თქმით, მარიო ბალოტელიმ კრიტიკა უნდა მიიღოს
იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაძლია და მეოთხედფინალში ინგლისს დაეჯახება.

ბუნებრივია, აპენინებზე გახარებულები არიან და სანამ პლეი ოფები დაიწყებოდეს, განვლილ ბატალიებს აანალიზებენ.

გარჩევის საგანი გახდა მარიო ბალოტელის საქციელი, რომელმაც ირლანდიელებთან გატანილი გოლის შემდეგ გაურკვეველი მისამართით უცენზურო სიტყვების სროლა დაიწყო და ამის შემხედვარე ლეონარდო ბონუჩიმ მას პირზე ხელიც კი ააფარა. მაინც ვის აგინებდა ბალოტელი? - იქნებ თვით ჩეზარე პრანდელის, რომელმაც "გაბედა" და სუპერმარიო სათადარიგოთა სკამზე გაამწესა... ჯერ ბონუჩის მოვუსმინოთ, რომელსაც "კორიერე დელო სპორტი" სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა:

"მარიო განერვიულებული იყო, ემოციებს აჰყვა და გინება დაიწყო, როდესაც მივვარდი და პირზე ხელი ავაფარე.

სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, თუ რატომ მოიქცა ასე და თუ ვის აგინებდა. მე მაინც მგონია, რომ მისი რისხვის ობიექტი ყველა ის ადამიანი გახდა, ვინც განვლილი ორი თამაშისთვის აკრიტიკებდა".

ბალოტელის კრიტიკა მართლაც არ აკლდა - ესპანელებთან გაცუდებული ცნობილი მომენტის შემდეგ საერთოდ მიწასთან გაასწორეს და ხაზი გადაუსვეს. ამ ყველაფერს ხორვატი გულშემატკივრების რასისტული გამოხდომები მოჰყვა და მოედანზე ბანანების გადმოყრა, რომლის ადრესატიც სწორედ ბალოტელი გახლდათ.

მოკლედ, მარიოს ჰქონდა მიზეზი, რომ გაღიზიანებული ყოფილიყო და სავარაუდოდ, სწორედ მის კრიტიკოსებს და თუნდაც ხორვატ გულშემატკივრებს გაუგზავნა უცენზურო სიტყვები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერსია ყველაზე უფრო ახლოს არის რეალობასთან, ჟურნალისტები ჩეზარე პრანდელის მაინც შეეხმიანნენ და მას ჰკითხეს, მარიო თქვენ ხომ არ გაგინებდათო - აქვე პასუხი:

"მარიოსთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს და როდესაც სათადარიგოთა სკამზე გავამწესე, ხმა არ ამოუღია. პირიქით, თანაგუნდელებს წარმატებები უსურვა და არც ხასიათი გაფუჭებია.

გამომდინარე აქედან, არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ ეჭვები აღმეძრას და მასთან ამ თემის განხილვა დავიწყო. ჩემი პირადი აზრით, უცენზურო სიტყვები კრიტიკოსებს გაუგზავნა, თუმცა არც ეს საქციელია კარგი და იმედი მაქვს, ამას თავადაც ხვდება.

როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ, კრიტიკის მიღება უნდა შეგეძლოს და ასე ადვილად არ უნდა გამოდიოდე წყობიდან. მჯერა, რომ მარიო ემოციებს მოთოკავს, რადგან ევროპის ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vova
უტვინო მაიმუნია
cotne
აუ ამ ლაწირაკმა ხო წაიღო რა თავის უაზრო გამოხტომებით ტვინი ეს ფეხბურთელია თუ ძველი ბიჭი?!!! ვერ დააყენა რა ტიპმა ტრ..ი !
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა