"ნაპოლის" მესვეურებმა დუმბიას გადაბირება განიზრახეს და მოსკოვის ცსკა-ს მესვეურებს ოფიციალური წინადადებითაც მიმართეს

"კორიერე დელო სპორტში" გავრცელებული ცნობის თანახმად, "ნაპოლის" მესვეურებმა სეიდუ დუმბიას გადაბირება განიზრახეს და მოსკოვის ცსკა-ს მესვეურებს ოფიციალური წინადადებითაც მიმართეს.

ნეაპოლელები მზად არიან, 24 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადონ. მოსკოველებს პასუხი ჯერ არ უთქვამთ, მაგრამ კულუარული ინფორმაციის თანახმად, 25 მილიონ ევროს მოითხოვენ.

მიუხედავად ამისა, იტალიელ ჟურნალისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ შეთანხმება შედგება და კოტდივუარელი თავდამსხმელი კარიერას იტალიაში განაგრძობს.

დუმბიას ნეაპოლელები ესეკიელ ლავეცის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც დიდი ალბათობით, კარიერას ფრანგულ პსჟ-ში გააგრძელებს. ამის შესახებ თვით კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ისაუბრა და ბოლოს სწორედ მას გადავცეთ სიტყვა:

"ლავეცისთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, რომ მისი გასხვისება მოგვიწიოს.

ჩემი სურვილია, რომ ესეკიელი "ნაპოლიში" დარჩეს, მაგრამ როდესაც თავად ფეხბურთელი ფიქრობს სხვაგან წასვლას, ძალით ვერ გავაჩერებთ.

რაც შეეხება დუმბიას, შესანიშნავი ფორვარდია და დიდი სურვილი მაქვს, რომ გადავიბიროთ. ცსკა-ს შემადგენლობაში 53 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 33 გოლი გატანილი, რაც ფანტასტიკური შედეგია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა