21 ივნისს ქართველ მშვილდოსანთა საოლიმპიადო ბედი წყდება
ამერიკულ ოგდენში მიმდინარე მშვილდოსანთა მსოფლიოს თასზე გუშინ პლეი ოფები გაიმართა ინდივიდუალურ პირველობასა და შერეულ წყვილთა შორის.

სამწუხაროდ, ჩვენმა წარმომადგენლებმა ყველა ფრონტზე წარუმატებლად ისროლეს, თუმცა ვიდრე ამაზე ვისაუბრებთ, მანამდე ქალთა საკვალიფიკაციო ეტაპზე ვთქვათ, რადგან ის შეჯიბრება გვიან დასრულდა და გუშინ მისი შედეგები მხოლოდ ნაწილობრივ გაცნობეთ.

როგორც გუშინ გითხარით, ჩვენგან ყველაზე უკეთ ხათუნა ნარიმანიძე ისროდა, რომელიც ზუსტად შუა ტურნირის შემდეგ მე-9 ადგილზე იყო.

მან ეს პოზიცია ბოლომდე ვერ შეინარჩუნა, თუმცა არც ურიგოდ უსვრია - 641 ქულა დააგროვა და 127 მონაწილეს შორის მე-20 ადგილზე გავიდა. გაგვაოცა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ქრისტინე ესებუამ, ოღონდ არა კარგი, არამედ ცუდი გამოსვლით - მხოლოდ 589 ქულა დააგროვა, რაც 97-ე პოზიცია აღმოჩნდა. თავისი მაჩვენებლების ფარგლებში ნორმალურად ისროლა ასმათ დიასამიძემ - 621 ქულა და 46-ე ადგილი.

ქალებიდან პლეი ოფში თუ სამივე ჩვენი მონაწილე შევიდა, ვაჟებიდან ეს მხოლოდ ლაშა ფხაკაძემ შეძლო, რომელიც 633 ქულით მე-60 იყო. ამ ოთხი ქართველიდან პლეი ოფის პირველი წრე იმან დასძლია, ვინც შესარჩევში ყველაზე ცუდად გამოვიდა - ესებუამ.

მას პირველ წრეში მეტოქედ იაპონელი რენ ჰაიაკავა ერგო და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, გადასროლაში მოუგო მას შემდეგ, რაც ხუთმა პერიოდმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

ამასობაში ნარიმანიძე ვენესუელელ იერუბი სუარესთან დამარცხდა, რომელიც შესარჩევში 93-ეზე გავიდა. აქ ნარიმანიძემ მხოლოდ ორი პერიოდის ფრედ დასრულება მოახერხა და 2:6 წააგო. დიასამიძე ირანელ მარიამ მაჰმოოდისერესთან 1:7 დამარცხდა, ფხაკაძემ კი ბრიტანელ ალან უილსთან სამივე სეტი დათმო - 0:6.

1/24-ფინალში ესებუა ბრაზილიელ სარა ნიკიტინს შეხვდა და მხოლოდ მეორე პერიოდის მოგება შეძლო, დანარჩენი სამი კი წააგო და 2:6 დამარცხდა. შერეულ წყვილებში ნარიმანიძეს და ფხაკაძეს 1274 ქულა მოუგროვდათ, რაც მე-14 შედეგი აღმოჩნდა. პლეი ოფში ისინი მესამეზე მყოფ ამერიკელებს შეხვდნენ და 137:150 წააგეს.

21 ივნისს ოგდენში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - სალიცენზიო ტურნირი იმართება. ჩვენი ქალები პირველ წრეში გერმანიის საკმაოდ ძლიერ გუნდს ხვდებიან, ვაჟები კი პლეი ოფში ვერ მოხვდნენ.

გუნდურ პირველობაში ლიცენზიის მოსაპოვებლად სამეულში მოხვედრაა საჭირო, ინდივიდუალურში - ხუთეულში. დღესვე ტარდება გუნდური პლეი ოფი ქალთა შორისაც საკუთრივ მსოფლიოს თასზე, სადაც ჩვენი მანდილოსნების მეტოქეები მექსიკელები იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა