პრემიერლიგის კიდევ ერთი ფეხბურთელი გახდა სექს სკანდალის მთავარი გმირი....
პრემიერლიგის კიდევ ერთი ფეხბურთელი გახდა სექს სკანდალის მთავარი გმირი. ნიუკასლის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ოთხვარსკვლავიან სასტუმროში თინეიჯერი გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს "სანდერლენდის" 29 წლის მცველი ტიტუს ბრამბლი. ის "ვერმონტ ოტელში" დილის 6 საათზე აიყვანეს. მას 19 წლის გოგოს გაუპატიურებას აბრალებენ.

ტიტუს ბრამბლთან ერთად დააკავეს მისი 30 წლის ძმა ტესფაიე ბრამბლიც რომელიც სანდერლენდელისგან განსხვავებით ნიჭიერი ფეხბურთელი არ არის - მხოლოდ და მხოლოდ აღმოსავლეთ საგრაფოთა პრემიერდივიზიონის კლუბ "ლეისტონში" თამაშობს.

ძმები ბრამბლები ნიუკასლის პოლიციის ოფისში წაიყვანეს და დაკითხეს. პოლიციელების აზრით საჭიროა კიდევ ერთი კაცის დაკითხვა. სამართალდმაცველთა პრეს-მდივანმა მოკლედ და მშრალად განაცხადა:

"ჩვენთან შემოვიდა ცნობა ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ სასტუმროში, დილის საათებში ქალის გაუპატიურების შესახებ. გაუპატიურების ეჭვით დაკავებულია ორი კაცი, 29 და 30 წლის".

ტაბლოიდებმა დაადგინეს, რომ დაზარალებულის ვერსიით ის მეგობართან ერთად სვამდა. ეს სამშაბათს, "სანდერლენდის" მიერ "ვესტ ჰემის" 2:1 ძლევიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა. ბრამბლი, რომელსაც იმ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიურია, თავის კამპანიასთან ერთად "ბეიბი ლინჩში" ატარებდა დროს. ამბობენ, რომ ამ კამპანიასთან ერთად იყო ორი გოგოც, ოღონდ დაზარალებული და მისი მეგობარი თუ სხვა, ვერ გეტყვით. ცნობილია, რომ ამავე საღამოს ბრამბლს მისი ყოფილი გუნდის "უიგანის" გილშემატკივართან მოუვიდა კონფლიქტი. ფანი ბარიდან "მეპანღურეებს" გაუგდიათ.

მავანმა მოწმემ თქვა, რომ ბრამბლი, მისი ძმა და კიდევ ორი კაცი ძალიან ბევრს სვამდნენ.

თავად ბრამბლი ხან ერთ გოგოს გამოელაპარაკებოდა და ხან მეორეს. ვერ გეტყვით ვინ იყვნენ ის გოგონები, მაგრამ ბარი ორ მშვენიერ სტუდენტთან ერთად დატოვა. ორივენი მართლაც ძალიან ლამაზები იყვნენ".

ამის შემდეგ, ფაქტები ძალიან არეულია და მათში გარკვევა შორს წაგვიყვანდა. გაუპატიურებული გოგო რა მარშრუტით და როგორ მოხვდა სასტუმროს ოთახში ძალიან ბუნდოვანი გახლავთ. ფაქტი ერთია, ძმები ბრამბლები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. პოლიციელებმა მოიიყვანეს გაუპატიურების სპეციალისტი ფსიქოლოგები და ქალები მათ დააკითხინეს. ჩატარდა სამედიცინო შემოწმებაც.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა