"ჩემი აზრით, გასულ სეზონში თბილისის "დინამოს" წარუმატებლობა მწვრთნელთა ხშირმა ცვლამ გამოიწვია"
თუ ადრე ლაპარაკი იყო იმაზე, საქართველოს მეკარე არ ჰყავს და იქნებ უცხოელის ნატურალიზაციით რამე ეშველოს ჩვენს ეროვნულ ნაკრებსო, ახლა სულ სხვა ვითარებაა. ჩვენს ეროვნულ გუნდს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეკარე ჰყავს: ნუკრი რევიშვილი და გიორგი ლორია; კიდევ - როინ კვასხვაძეც... ანუ მეკარე სხვაგან მოსაძებნი აღარ არის.

ლორია კარგი ფიზიკური მონაცემების კიპერია. თითქმის ორი მეტრია სიმაღლეში და ამავე დროს, საკმაოდ მოქნილია. ის "დინამო თბილისის" კარს მას მერე იცავს, რაც გუნდიდან დიდიე ოვონო წავიდა.

ლორია "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერია. ამ გუნდში დაიწყო საფეხბურთო გზა და წინსვლას ის მიაყოლა, რომ უკვე ეროვნული ნაკრების წევრია.

წინა სეზონის მეორე ეტაპზე საქართველოში თურქული "კაისერისფორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ჩამოვიდა, ლორიას ერთ თამაშს უყურა და თითქოს ტრანსფერს დაბრკოლება არ უნდა შექმნოდა, მაგრამ...

"მართლა მსურდა უცხოეთში გადასვლა. თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ... ეს ტრანსფერი, ალბათ, აღარ გამოვა.

იყო რუსეთში წასვლის ვარიანტიც, თუმცა ამ ეტაპზე სხვა ქვეყანაში გადასვლა გამოირიცხა.

ამით საგანგაშო არაფერი მომხდარა. ისევ საქართველოს საუკეთესო კლუბის ფეხბურთელი ვარ. ასე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წინა ჩემპიონატში "დინამო" მეოთხე ადგილზე გავიდა.

ის სეზონი კი ჩაგვივარდა, მაგრამ გამოუსწორებელი არაფერია", - გვითხრა ლორიამ და, რა თქმა უნდა, იმ მიზეზზეც ვკითხეთ, რამაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი წლეულს ევროტურნირის მიღმა დატოვა.

"ჩემი აზრით, მწვრთნელების ხშირმა ცვლამ გამოიწვა ასეთი წარუმატებლობა", - გვიპასუხა გიორგიმ.

2011-12 წლების სეზონისთვის "დინამო" ესპანელ ალექს გარსიას ჩააბარეს. სეზონი რომ გახურდა, გაჩნდა ხმებიც, გარსიას "დინამოშივე" ჰყავს ოპოზიცია და ესპანელს დიღმის ბაზაზე დიდი ხნით არ უწერია ყოფნაო.

"მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემპიონატის პირველი ეტაპის შემდეგ "დინამო" მე-2 ადგილზე იყო და შესაბამისად, ჩემპიონობის რეალური შანსიც გვქონდა.

გარსიას გუნდში ყველაფერი დალაგებული ჰქონდა, ყველაფერი 100 პროცენტთან ახლოს იყო.

ნურც იმას დავივიწყებთ, რომ გარსია "დინამოში" სულ რაღაც ერთი თვის მოსული იყო და კინაღამ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გავედით", - ასეთია "დინამოს" მეკარის პოზიცია.

ლორიასთან ისეთი უშუალო საუბარი გამოგვივიდა, რომ არცთუ სასიამოვნო თემაზეც ჩამოვუგდე სიტყვა.

საშუასეზონო შეკრებაზე "დინამოს" ერთ-ერთი საკონტროლო მატჩის ინტერნეტტრანსლაცია ნახეს და თქვეს, "დინამოს" ფეხბურთელები ერთმანეთს ლანძღავდნენო; განსაკუთრებით ლეგიონერების მისამართით ისმოდა ცუდი სიტყვებიო.

ფაქტია, გარსია სწორედ მაშინ გაუშვეს გუნდიდან, როცა "დინამო" იმ უცხოურ შეკრებაზე იყო. გარედან ისე ჩანდა, რომ გარსია "დინამოში" სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდა...

"ვინც ამას ამბობს, ეტყობა არასწორად გაიგო, სინამდვილეში რაც ხდებოდა. თამაშზე დაახლოებით 500 ქართველი გულშემატკივარი მოვიდა და ვინ რა წამოიძახა, ამაზე ვერაფერს გეტყვით.

ფაქტია, რომ "დინამო" მაშინაც ერთი ოჯახი იყო და გუნდელები ერთმანეთშიც ისე ვმეგობრობდით, როგორც ლეგიონერებთან. არანაირი დაძაბული ურთიერთობა არ ყოფილა".

ლორია 26 წლისაა, ნაკრების რეგულარული წევრია. ასეთ ფეხბურთელს კი ძალაუნებურად უცხოეთისკენ მიუწევს გული. საქართველოში დიდი ხნით გაჩერება სასარგებლო ვერ იქნება. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ზოგჯერ ისეც ხდება, ფეხბურთელი, ასე ვთქვათ, ჩემოდნებზე რომ ზის.

"ჩემი სურვილია, უფრო მაღალ დონეზე გამოვცადო თავი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემოდნებზე ვზივარ. უბრალოდ, მაქვს საკუთარი თავის იმედი".

ქართველ მეკარეებს ადრე კარგი რეკლამა მართლაც არ ჰქონდათ და მათთვის ძნელი იყო უცხოეთში წასვლა. იყო ერთი-ორი გამონაკლისი, თუმცა იყო ისეთი პერიოდიც, ჩვენებური მეკარე არავის რომ არ უნდოდა.

"აკაკი დევაძე, გიორგი ლომაია, ნიკა ჩხეიძე, გოჩა ჟორჟოლიანი... მათ უცხოეთში საკმაოდ ნორმალურად ითამაშეს და ქართველ მეკარეებს კარგი სახელი შეუქმნეს. ნუკრი რევიშვილი ახლა რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობს და ეს პატარა საქმე ნამდვილად არ არის".

წინა სეზონის მეორე ნახევარში, ერთ-ორ მატჩში, ლორია უწინდელივით დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა. შესაძლოა, ეს იმის ბრალი იყო, რომ უცხოეთში წასვლის რეალური ვარიანტი ჰქონდა და თამაშის დროს კონცენტრაცია უჭირდა...

"იყო ასეთი მომენტი, ოღონდაც მიზეზებს რაც შეეხება, ვფიქრობ, სეზონის განმავლობაში ერთი-ორი თამაში თითქმის ყველა ფეხბურთელს ჩაუგდია.

ფეხბურთელის თამაში მთელი სეზონის მიხედვით უნდა ფასდებოდეს და არა თითოოროლა მატჩით".

გასულ სეზონში, ლორიას გარდა, არაერთმა მეკარემ გამოიჩინა თავი, მაგალითად, ქუთაისის "ტორპედოს" ომარ მიგინეიშვილმა და ზოგის აზრით, სწორედ ის იყო სეზონის საუკეთესო კიპერი. ლორიამ კი გვითხრა, ასეთი საკითხები ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გასარჩევი უფროა, ვიდრე ფეხბურთელებისო.

წარმატება არაერთ ფაქტორს მოაქვს. ლორიაც უკვე წარმატებული ფეხბურთელია და ვკითხეთ, თუ პირველ რიგში რამ განაპირობა მისი წინსვლა.

"რასაც მივაღწიე, ამას, პირველ რიგში, ღმერთს ვუმადლი. ძალიან დამეხმარა მამაჩემი. რვა წლის რომ გავხდი და ფეხბურთის თამაში დავიწყე, მას შემდეგ სულ გვერდში მიდგას. მთელი ოჯახი, მეუღლე, მეგობრები - ისინი მეხმარებიან, რომ უფრო ძლიერი გავხდე, ვიდრე ვარ".

ლორიას ნაკრებზეც ველაპარაკეთ. საქართველოს ეროვნული გუნდის ავან-ჩავანზე საუბარი რთულია, თუმცა ცხოვრება გრძელდება და ფეხბურთელებსაც ის მართებთ, რომ კონკურენციას გაუძლონ.

"რაც თემურ ქეცბაია მოვიდა ნაკრებში, სულ მიწვევს გუნდში. მისი მადლობელი ვარ. ნაკრებში მართლაც ჯანსაღი კონკურენციაა. ჯერ მთელი სეზონის განმავლობაში, მერე ნაკრების ვარჯიშებსა და თამაშებზე უნდა დაამტკიცო, რომ ასეთი ნდობის ღირსი ხარ".

დინამოელთა კარის დარაჯს ისიც ვკითხე, საკუთარ ნაკლად რას მიიჩნევ-მეთქი და ასეთი პასუხი მივიღე:

"ადრე ფეხით თამაში იყო ჩემი ნაკლი და გადავწყვიტე, რომ ამის გამოსასწორებლად მინი-ფეხბურთის თამაში დამეწყო.

რა თქმა უნდა, ამ კომპონენტის დახვეწაზე "დინამოშიც" ვმუშაობდი მეკარეების მწვრთნელ გელა ჭანტურიას მეთვალყურეობით, მაგრამ ვატყობდი, რომ დამატებითი ვარჯიშიც მჭირდებოდა.

მეგობრებთან ერთად "ქარიშხალას" დარბაზში დავიწყე მინი-ფეხბურთის თამაში და ამან შედეგიც მომიტანა - ფეხით თამაში გავაუმჯობესე".

ფაქტია, ლორია კარში კარგად დგას, მაგრამ ცხოვრება ამით არ იწყება და არ მთავრდება. ძირითადი პროფესიის გარდა, ალბათ, ყველას აქვს რაღაც, რისი კეთებაც კარგად შეუძლია.

"მეკარეობის გარდა, კიდევ მინი-ფეხბურთის თამაში შემიძლია კარგად, ოღონდაც არა მეკარედ - ასეთ დროს უკვე თავდამსხმელად მიყვარს ყოფნა".

დაბოლოს, ლორიას იმაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა, რაც ახლა უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ხდება.

"იტალიის ნაკრებს ვგულშემატკივრობ და ძალიან მინდა, რომ ეს გუნდი გახდეს ევროპის ჩემპიონი.

მომეწონა რუსეთის ნაკრები და გული დამწყდა, ნაადრევად რომ გამოეთიშა ტურნირს.

ვინ გახდება ევროპის ჩემპიონი? როგორ გითხრათ, როცა ამ ჩემპიონატს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს?!"

მეკარე, რომელიც ქარიშხალამაც გამოაწრთო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

შოთა არველაძეს გიორგი ლორიას თურქეთში წაყვანა სურს

კახა კაჭარავა: თბილისის "დინამოში" მწვრთნელს დრო უნდა მისცენ

თბილისის "დინამო" - დიდი ცვლილებების მოლოდინი

Tina
ბრავო !
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
ქოჩორაშვილმა შეიძლება "სპორტინგი" დატოვოს
[VIDEO] აზაროვის საგოლე პასი და 18 წლის ბრაზილიელების გოლები
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
"ბარსელონას" მცველს "რეალის" წარუმატებლობა არ უხარია
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
"არსენალის" პრობლემა მათი გულშემატკივრები არიან" - ევრამ "მეთოფეებზე" ისაუბრა
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
[PHOTOS] "ტრუსში გადაღებული ფოტოები გამომიგზავნე" - 18 წლის მოდელმა 2-წლიანი ურთიერთობა დაასრულა
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ალისონი "ლივერპულიდან" წავა? - შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია
შფოთვითი შეტევები და იერუსალიმში გამგზავრება - "ბარსელონაში" არაუხოს არ ყოფნის მიზეზი ცნობილია