ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გერმანია VS საბერძნეთი - ბერძნული ოცნება: STOP მესუთ იოზილი

გერმანია VS საბერძნეთი - ბერძნული ოცნება: STOP მესუთ იოზილი

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. 1/4-ფინალის წინ
22 ივნისს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი გერმანია პლეი ოფის პირველ მატჩს იმ ქალაქში გამართავს, რომელიც ისტორიულად გერმანელების აშენებულია - გდანსკში (დანციგი გერმანულად) იოახიმ ლიოვი საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ეს წყვილი ევრო 2012-ის მეოთხედფინალებში ყველაზე არათანაბარია.

ისტორიას კიდევ ერთხელ ვახსენებთ, ოღონდ საფეხბურთოს, ურთიერთშეხვედრების ისტორიაც ფავორიტის მხარესაა.

კლოზე?

5 გამარჯვება და 3 ფრე - ასეთია გერმანელთა მონაგარი ბერძნებთან მატჩებში, რომელიც აგერ, უკვე 52-წლიან ისტორიას ითვლის. მოკლედ, გერმანელებს ჯერ ერთხელაც არ წაუგიათ ელინებთან და ეს სერიოზული ფსიქოლოგიური უპირატესობაა, ყველა დანარჩენს, რომ თავი დავანებოთ.

აი, ისინიც: გერმანიის ნაკრები, ზოგადად, უკეთესი გუნდია, ვიდრე ფერნანდუ სანტუშისა, უფრო ახალგაზრდული და შესაბამისად, უფრო სწრაფიცაა. პლუს ამას მეტოქეს საკადრო პრობლემები აქვს, როცა გერმანიის ბანაკში სრული იდილიაა.

არც იოახიმ ლიოვს აკლია საფიქრალი, თუმცა ეს უფრო შიდა კონკურენციის გაზრდითაა გამოწვეული.

დანიასთან მატჩში ჯერომ ბოატენგმა დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა და ის ლიოვმა ლარს ბენდერით შეცვალა, რომელსაც ამ პოზიციაზე მანამდე არ უთამაშია. თუმცა რისკი გამართლებული აღმოჩნდა, ლევერკუზენელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში და გამარჯვების გოლიც მან გაიტანა. ახლა კი ლიოვი დილემის წინაშე დადგა, მაგრამ ჯერომ ბოატენგმა ისე ვირტოუზულად გამოთიშა თამაშიდან კრიშტიანო რონალდო, რომ, ვფიქრობთ, საბოლოოდ მწვრთნელი მაინც მას ენდობა.

გერმანულ პრესაში იწერება, რომ, შესაძლოა, ლიოვმა სასტარტოში მიროსლავ კლოზე დააყენოს. ამ შემთხვევაში მარიო გომესი 11-ეულს მიღმა რჩება. მოვლენების ასეთი განვითარება კი ნაკლებად სავარაუდო გვგონია. ბოლო-ბოლო, გომესი 3 გოლით ბომბარდირთა შორისაა და ჯგუფური ეტაპის ორი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა.

კაპიტნის გარეშე ბალტიურ ნაოსნობაში

საბერძნეთის ნაკრების თამაშს ჯგუფურ ეტაპზე საოცარი ისტორია ჰქვია - ელინთა გუნდი სამიდან ორ შეხვედრაში დაჩაგრეს მსაჯებმა და სწორედ ამ ორ შეხვედრაში მიაღწია პოზიტიურ შედეგს.

საბერძნეთი მეოთხედფინალშია, მაგრამ ეს მას დიდ ფასად დაუჯდა - ფერნანდუ სანტუშს ორი ძირითადი ფეხბურთელი ჰყავს დისკვალიფიცირებული, ორი კი - ტრავმირებული.

რუსებთან მატჩში გუნდის კაპიტან გიორგოს კარაგუნისს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მისცეს. ეს მისთვის მეორე იყო და ევროპის 2004 წლის ჩემპიონი გერმანიასთან მატჩს გამოტოვებს. ორი ყვითელი აქვს მარცხენა მცველ ხოსე ოლებასსაც, ხოლო მეკარე კოსტას ქალკიასი გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს, კარში ისევ მიხალის სიფაკისი ჩადგება.

სხვათა შორის, გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი აკლია, მაგრამ უკვე რამდენიმე დღეა, რაც ავრაამ პაპადოპულოსი პოლონეთში აღარაა. მისთვის ჩემპიონატი დაწყებისთანავე დასრულდა.

მთავარი დუელი

მარიო გომესი VS სოკრატის პაპასტატოპულოსი

მარიო გომესი მეტოქე გუნდისთვის მთავარი საფრთხეა. ვინ დაიჭერს "ბაიერნის" ტანმაღალ ფორვარდს - "შალკეს" 22 წლის მცველი კირიაკოს პაპადოპულოსი თუ "ჯენოას" 24 წლის სტოპერი სოკრატის პაპასტატოპულოსი?

სანტუში არჩევანს, ალბათ, უფრო უკანასკნელზე შეაჩერებს, რომელიც მსაჯმა პირველივე მატჩში გააძევა ევრო 2012-ზე. იოლი საქმე მას არც ამჯერად ელის. გომესი ძალიან სახიფათოა, როგორც საჰაერო ორთაბრძოლებში, ისე "მიწაზე".

ვნახოთ, რა გამოვა აქედან, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანიელმა მცველებმა გომესის განეიტრალება შეძლეს.

ბერძნული "სპორტდეი" ორი დიდი ფოტოთი იწონებს თავს - სოკრატისის და გომესის. სათაური კი ასეთია: "ის შენ უნდა გააჩერო". გაზეთთან ინტერვიუში სოკრატისი აცხადებს, რომ პირადად იცნობს გომესს, თანაც საკმაოდ ახლოს: "მე მისი არ მეშინია, მშვიდად ვარ".

სხვა გაზეთის, "ლაივ სპორტის" ჰედლაინი იუწყება: "გამარჯვების გასაღები: გააჩერეთ მესუთი".

დაბოლოს, 21 ივნისს გდანსკში მთელ საღამოს წვიმდა...

იცით თუ არა, რომ...

* გერმანელები მეხუთედ არიან ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეოთხედფინალში და ყველა წინა შემთხვევაში მათ ფინალში გააღწიეს. ბერძნები მეორედ თამაშობენ მეოთხედფინალში. პირველ შემთხვევაში (2004 წ.) მათ ევროპის ჩემპიონატი მოიგეს.

* ფერნანდუ სანტუშის ხელმძღვანელობით საბერძნეთის ნაკრებმა 24 თამაშში 21 გოლი გაიტანა. ის შეხვედრები, როცა ბერძნებმა გოლი ვერ გაიტანეს, ნულოვანი ფრეთი დასრულდა.

* ამ წყვილის გამარჯვებული ევრო 2012-ის ნახევარფინალში ინგლისი-იტალიის მატჩის მოგებულს შეხვდება.

პრესკონფერენცია

იოახიმ ლიოვი:

"ნაკრებში კარგი განწყობაა, ყველანი მომავალ მატჩზე ვფიქრობთ. რამდენიმე კვირა აქ ვიყავით დაბანაკებულნი. ასე რომ, ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს შინ ვთამაშობთ.

საბერძნეთის ნაკრებმა ტურნირზე დიდებული გზა განვლო, მე ვიტყოდი, გმირულიც. მეტოქე დინამიური გუნდია, რომელიც დაცვაში ძალიან კარგად ირჯება.

ბასტიან შვაინშტაიგერი აუცილებლად ითამაშებს. მას კოჭი აწუხებდა და ვარჯიშებზე ბოლომდე ვერ იხარჯებოდა ბოლო დღეებში, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა".

ფერნანდუ სანტუში:

"არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ხვალ ვეთამაშებით არა მხოლოდ წყვილის ფავორიტს, არამედ - მთელი ტურნირისას. გერმანია მოგების უპირველესი კანდიდატია, მაგრამ ჩვენ აქ დასასვენებლად არ ჩამოვსულვართ. ჩვენ მიზნები დავისახეთ და მათ მისაღწევად ცდას არ დავიშურებთ.

ხვალ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვნახოთ, რა გამოგვივა. ყველა, ვინც თამაშში ჩაებმება, გერმანელებთან საბრძოლველად 100%-ით იქნება მზად".

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. 1/4-ფინალი

22 ივნისი. გდანსკი. არენა გდანსკი. 22:45

გერმანია-საბერძნეთი

სავარაუდო შემადგენლობები

ნოიერი - სიფაკისი

ბოატენგი - ტოროსიდისი

ჰუმელსი - კ. პაპადოპულოსი

ბადშტუბერი - პაპასტატოპულოსი

ლამი - ცაველასი

ხედირა - კაცურანისი

შვაინშტაიგერი - მანიატისი

მიულერი - სალპინგიდისი

იოზილი - ფოტაკისი

პოდოლსკი - სამარასი

გომესი - გეკასი

ტრავმა

არავინ - ქალკიასი

დისკვალიფიკაცია

არავინ - ოლებასი, კაცურანისი

მსაჯი

დამირ სკომინა (სლოვენია)

ჯგუფური ეტაპის სტატისტიკა

გერმანია

გერმანია-პორტუგალია 1:0 (იხილეთ ვრცლად)

გერმანია-ჰოლანდია 2:1 (იხილეთ ვრცლად)

გერმანია-დანია 2:1 (იხილეთ ვრცლად)

მეკარე: მანუელ ნოიერი (3 თამაში)

მცველები: მათს ჰუმელსი (3), ჰოლგერ ბადშტუბერი (3), ფილიპ ლამი (3), ჯერომ ბოატენგი (2).

ნახევარმცველები: ლარს ბენდერი (3, 1 გოლი), ტონი კროოსი (3), სამი ხედირა (3), ბასტიან შვაინშტაიგერი (3), თომას მიულერი (3), ანდრე შიურლე (1).

თავდამსხმელები: მარიო გომესი (3, 3), ლუკას პოდოლსკი (3, 1), მიროსლავ კლოზე (3).

საბერძნეთი

საბერძნეთი-პოლონეთი 1:1 (იხილეთ ვრცლად)

საბერძნეთი-ჩეხეთი 1:2 (იხილეთ ვრცლად)

საბერძნეთი-რუსეთი 1:0 (იხილეთ ვრცლად)

მეკარეები: კოსტას ქალკიასი (2 თამაში), მიხალის სიფაკისი (2).

მცველები: კირიაკოს პაპადოპულოსი (3), ვასილის ტოროსიდისი (3), ხოსე ოლებასი (3), სოკრატის პაპასტატოპულოსი (2), გიორგოს ცაველასი (1).

ნახევარმცველები: გიორგოს კარაგუნისი (3, 1 გოლი), იანის მანიატისი (3), კოსტას კაცურანისი (3), სოტირის ნინისი (2), კოსტას ფორტუნისი (2), გრიგორის მაკოსი (1), გიორგოს ფოტაკისი (1).

თავდამსხმელები: დიმიტრის სალპინგიდისი (3, 1), ტეოფანის გეკასი (3, 1), გიორგოს სამარასი (3), კოსტას მიტროგლუ (1).

ურთიერთშეხვედრები

8 თამაში

5 გერმანია, 3 ფრე, 17-7 (გერმ.)

ბოლო დაპირისპირება

28.03. 2001 საბერძნეთი-გერმანია 2:4 მუნდიალი 2002, საკვ.

* ბერძნები პირველად გერმანელებს (გფრ-ის ნაკრებს) 52 წლის წინათ ეთამაშნენ, თუმცა ჯერ ვერ მოუხერხებიათ მათი დამარცხება.

* ბერძნები გდრ-ის ნაკრებსაც ეთამაშნენ. 7 შეხვედრიდან ორი კი მოუგეს, მაგრამ დანარჩენი წააგეს.

* ამ ორი გუნდის ბოლო დაპირისპირებიდან 11 წელზე მეტი გავიდა, თუმცა საბერძნეთის ნაკრებში ორი ფეხბურთელი ირიცხება მაშინდელი გუნდიდან: გიორგოს კარაგუნისი და ნიკოს ლიბეროპულოსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერმანელი ჯაშუში: ბერძნები იგინებიან, ეწევიან და ყავით სკდებიან!

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა