ვერის ბაღში, გიორგი კანდელაკის კრივის დარბაზში, 66 კილოში "საქართველოს ქამარი" გათამაშდა
ვერის ბაღში, გიორგი კანდელაკის კრივის დარბაზში, 21 ივნისს პროფესიონალ მოკრივეთა მორიგი სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა და 66 კილოში "საქართველოს ქამარიც" გათამაშდა.

გულშემატკივრებმა სულ 18 პაექრობა იხილეს, მათ შორის - ორი გოგონებისა. თბილისელ სოფო ფუტკარაძეს (58 კგ) აქამდე პროფესიულ რინგზე 5 ორთაბრძოლიდან ოთხი მოეგო. გუშინ გორელ მარი ტატუნაშვილთან ოთხრაუნდიანი შეხვედრა ფრედ (40:40) დაამთავრა.

როგორც მარისთვის, ისე სოფოსთვის ეს მეორე დაზავება აღმოჩნდა. ამავე წონაში ნინო ჩხეიძემ (თბილისი) თამუნა სალუქვაძეს (გორი) ქულებით მოუგო - 40:38.

ვარიანელი შალვა ჯომარდაშვილი (75 კგ) გამოცდილი მოკრივეა. პროფესიულ რინგზე 39-იდან 32 ორთაბრძოლაში გაიმარჯვა. გუშინ საიუბილეო მეორმოცე პაექრობაშიც იზეიმა წარმატება - თანასოფლელი ბადრი სტეფანიშვილი პირველსავე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

შეხვედრის მოსაგებად სამი წუთი ეყო შავლეგო წამალაიძეს (თბილისი, 69) - ტექნიკური ნოკაუტით მან მერაბ გუკასიანს (ბორჯომი) აჯობა. ასევე, ვადამდე ტექნიკური ნოკაუტით დაამთავრეს პაექრობები ნიკა ქოქაშვილმა (ვარიანი, 54 კგ), გიორგი ბარამიშვილმა (გურჯაანი, 64), კახა ავეტისიანმა (ბორჯომი, 62), ნუგზარ მარგველაშვილმა (საჩხერე, 63,5), გოგიტა გორგილაძემ (თბილისი, 90), გიორგი ბეროშვილმა (გურჯაანი, 75) და მამუკა ჯიქურაშვილმა (გურჯაანი, +91), რომლებმაც, შესაბამისად, მიხეილ სალონინკინს (გორი), ტარიელ მამიტაშვილს (გორი), შალვა გიორგიშვილს, ვალერი ხვედელიანს, ნუკრი გაბიტაშვილს, რუსლან ბადიშოვსა და იმედა სიბაშვილს (ყველა - თბილისი) სძლიეს.

დანარჩენი ორთაბრძოლები უფრო დაძაბულად წარიმართა და გამარჯვებულები ქულათა მცირე სხვაობით გამოვლინდნენ: მალხაზ თათრიშვილი (გორი, 56) - ღვთისო თითბერია (გორი) 39:37, გია ათენოვი (ვარიანი, 60) - მამუკა გუკასიანი (ბორჯომი) 60:58, ფრიდონ ყაყეტაშვილი (გორი, 64) - გიგა ნადირაძე (ვარიანი) 59:57, რამაზ გოგიჩაშვილი (ვარიანი, 69) - ჯაბა შალუტაშვილი (ბორჯომი) 40:39, შალვა მელექსიშვილი (გურჯაანი, 81) - ირაკლი დუნდუა (ფოთი) 40:38. ვაჟთა ერთადერთი დაპირისპირება დამთავრდა ფრედ: პაატა ადუაშვილი (ვარიანი) - გიორგი ჯოჯუა (თბილისი) 40:40.

გუშინდელი ბატალიებიდან ყველაზე დაძაბული და ემოციური გამოდგა 66 კილოში "საქართველოს ქამრისთვის" ბრძოლა ფოთელ გიორგი უნგიაძესა და ქუთაისელ ამბროსი სუთიძეს შორის. ფოთელი მოკრივე ბევრად უფრო გამოცდილია.

პროფესიულ რინგზე 31 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 18 მოიგო. რიონისპირელის მაჩვენებლები უფრო მოკრძალებულია - 9 ორთაბრძოლიდან 5 გამარჯვება.

ყოველივეს მიუხედავად, პაექრობა საინტერესო გამოდგა. თავიდან უკეთ უნგიაძე უტევდა, ბოლო რაუნდები სუთიძემ უკეთ ჩაატარა. საბოლოოდ გიორგი უნგიაძემ (მწვრთნელი დავით დავითიანი) გაიმარჯვა და "საქართველოს ქამარიც" მას ერგო.

- სარეიტინგო ორთაბრძოლების შემდეგ 66 კილოში გიორგი უნგიაძე და ამბროსი სუთიძე დაწინაურდნენ. ამიტომაც გაითამაშეს მათ საჩემპიონო ქამარი, - გვითხრა საქართველოს პროფესიული კრივის პრეზიდენტმა გიორგი კანდელაკმა. - თითქმის თანაბარი ორთაბრძოლა იყო.

მსაჯებმა მცირე უპირატესობა ფოთელ მოკრივეს მიანიჭეს - სხვაობა მხოლოდ 2 ქულა იყო. ორივე სპოტსმენი ახლო მომავალში ახალ სარეიტინგო შეხვედრებს გამართავს. წარმატების შემთხვევაში სუთიძეს შესაძლებლობა ექნება, მეტოქე მატჩ-რევანშში გამოიწვიოს. ორივე ნიჭიერი მოკრივეა და ეს ნიჭი საერთაშორისო სარბიელზე წარმატებისთვის უნდა გამოიყენონ.

გიორგი უნგიაძისა (მარცხნივ) და ამბროსი სუთიძის შეხვედრის მომენტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა