ლონდონში უიმბლდონის ძირითად ბადეში ქართველი ანა ტატიშვილი ითამაშებს
რამდენიმე დღის შემდეგ ლონდონში უიმბლდონის მთავარი საჩოგბურთო ტურნირი დაიწყება.

ძირითად ბადეში ქართველი ანა ტატიშვილიც ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთადერთმა ჩვენებურმა - მაკა ჩახნაშვილმა მოსინჯა ძალები.

სამწუხაროდ, უიღბლოდ - სტარტზევე სამხრეთაფრიკელ ჩანელ სიმონდსთან დამარცხდა - 4:6, 0:6. დიდი ბრიტანეთის გარდა, ქალთა საერთაშორისო ტურნირები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს.

შვეიცარიული ლენცერჰეიდე 25-ათასიან შეჯიბრებას მასპინძლობს. აქ ორი ჩვენებური ჩაება. სოფიო ქვაცაბაიამ საკვალიფიკაციო ეტაპზე პაულა ნატალია ორლინი კამპოსი (იტალია, 6:3, 6:0) და იულია შილერი (ავსტრია, 7:6, 6:3) დაამარცხა, ხოლო ეკატერინე გორგოძემ სოფია დმიტრიევას (რუსეთი, 6:1, 6:2) და კატინკა ვონ დიჩმანს (ლიხტენშტეინი, 6:4, 6:4) სძლია.

ქვაცაბაიამ ძირითად ბადეშიც ორჯერ იზეიმა გამარჯვება: ჯერ მე-5 ნომრად განთესილ პემრა ოზგენს (თურქეთი) დააყრევინა ფარ-ხმალი - 7:6, 6:1, მეორეში კი ჩეხი ტერეზა სმიტკოვას დასამარცხებლად სამი სეტი დასჭირდა: 4:6, 6:0, 6:3.

რაც შეეხება გორგოძეს, მან პირველი ხელი მოუგო სლოვენიელ მაშა ზეჩ-პესკირიჩს 6:3, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი დათმო - 3:6, 1:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა. ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილებშიც მოსინჯეს ძალები. ჩვენებურთა დუეტმა პირველ წრეში ბრაზილიელებს - კარლა ფორტეს და ლაურა როგოსს აჯობა: 3:6, 6:1, 12:10, მეოთხედფინალი კი ოზგენ-ზეჩ-პესკირიჩთან დათმო - 6:3, 3:6, 1:6.

ფრანგულ მონპელიეში სოფიო შაფათავამ 25-ათასიანი ტურნირის პირველივე ბარიერთან წაიფორხილა - მასპინძელ ალიზ ლიმისთან წააგო - 4:6, 2:6. წყვილთა პაექრობაში ბელარუს პოლინა პეხოვასთან ერთად ჩაება.

მართალია, ინტერნაციონალურმა დუეტმა პირველ წრეში იოლად დაძლია ფრანგების - ამანდინ ჰესისა და ალიზ ლიმის წინააღმდეგობა (6:3, 6:3), მაგრამ შემდეგ ასევე მასპინძლების წყვილს (სევერინ ბელტრამი, ლაურა ტორპე) ვერ გასცდა - 2:6, 6:7.

შვედეთის 25-ათასიან ტურნირში წარუმატებლად ითამაშა ოქსანა კალაშნიკოვამ - მერვედფინალში ბელარუს ილონა კრემენთან წააგო - 1:6, 6:7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა