"...მე ვტირი საქართველოსთან ერთად. დაე, მსუბუქი იყოს რამაზისთვის ქართული მიწა"
უკრაინის ბარსელონად წოდებული ქალაქი დონეცკი დაამწუხრა სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას მოულოდნელმა გარდაცვალებამ. ეს სამწუხარო ამბავი ელვის სისწრაფით მოედო ადგილობრივ საფეხბურთო საზოგადოებას.

"შახტიორის" და სსრკ-ის ყოფილმა ფორვარდმა ვიქტორ გრაჩოვმა გვითხრა:

"რამაზის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მარტო საქართველოსათვის, არამედ უკრაინისათვისაც და მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის.

იგი იყო ვირტუოზი ფეხბურთელი იუველირული ტექნიკითა და იმპროვიზაციით. მოედანზე ის იყო მრავალფუნქციური ფეხბურთელი - ბომბარდირი, კარგი პასების მომწოდებელი, მოედანს ჩინებულად ხედავდა და სიტუაციას დროულად აფასებდა. იყო ევროპული რანგის ფორვარდი".

56 წლის გრაჩოვმა თქვა, რომ ბევრჯერ უთამაშია თბილისის "დინამოს" და თვით რამაზ შენგელიას წინააღმდეგ. 1970-80-იან წლებში "შახტიორის" და თბილისის "დინამოს" შეხვედრები დიდი საფეხბურთო სპექტაკლები იყო. რამაზის დაჭერა მოედანზე არა მარტო "შახტიორის", არამედ ევროპულ გუნდებს და სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებების მცველებსაც უჭირდათ.

ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ რამაზთან ერთად რამდენჯერმე ყოფილა სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში შეკრებებსა და მატჩებზე.

"რამაზი იყო იუმორით სავსე პიროვნება. იგი უყვარდა მთელ ნაკრებს", - დასძინა გრაჩოვმა.

"შახტიორისა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა სერგეი ატელკინმა კი გვითხრა:

"არ მჯერა, რომ რამაზი გარდაიცვალა. სულ პატარა ბიჭი ვიყავი, როცა მის თამაშებს ვუყურებდი და აღფრთოვანებული ვიმახსოვრებდი მის ყველა ილეთს და შთამბეჭდავ გოლებს.

მე მახსოვს, როცა 30 წლის რამაზმა 1987 წელს ფანტასტიკურად ითამაშა ორივე მატჩი უეფას თასზე ბრემენის "ვერდერის" წინააღმდეგ. მან ამ ასაკშიც კი აჩვენა თამაშის მასტერკლასი მთელ ევროპას", - თქვა 40 წლის ატელკინმა და დასძინა:

მე ვტირი საქართველოსთან ერთად. დაე, მსუბუქი იყოს რამაზისთვის ქართული მიწა".

თენგიზ პაჭკორია, დონეცკიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები: დავკარგეთ გულის ნაწილი

kkkkk
ყველას ვუზიარებ ბატონი რამაზის გარდაცვალებას. არამარტო უკრაინელებს გახსენებიათ ბატონი რამაზი............სპორტ-ექსპრესსმა მიუძღვნა საკმაოდ ვრცელი სტატია. http://football.sport-express.ru/reviews/22788/
toma
გაიხარეთ თანადგომისთვის...ისევ უკრაინელებს თუ გავახსენდებით...ეხ,მაგრად გული დამწყდა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა