სებასტიან ჯოვინკოს "ბებერ ქალბატონში" დაბრუნების ამბავი ოფიციალურად დადასტურდა
ტურინის "იუვენტუსის" მესვეურებმა ჩრდილო-ამერიკული ტურნე გააუქმეს, რომელიც ივლისის ბოლოს უნდა დაწყებულიყო და აგვიასტოს შუა რიცხვებამდე გაგრძელებულიყო.

ტურნეს ფარგლებში, "იუვეს" სამი ამხანაგური მატჩი უნდა ჩაეტარებინა - 28 ივლისს ვაშინგტონში "დი-სი იუნაიტედის" წინააღმდეგ, 31 ივლისს მონრეალში პსჟ-ს წინააღმდეგ და ბოლოს, 5 აგვისტოს ლას ვეგასში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ.

თუ რატომ გააუქმეს ტურნე ტურინელებმა, ამის შესახებ კლუბის სპორტული დირექტორი უკეთ გიამბობთ - მოვუსმინოთ ჯუზეპე მაროტას:

"ძალიან გვინდოდა ჩრდილოეთ ამერიკაში გამგზავრება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, ამას ვერ მოვახერხებთ. ყველაზე მთავარი კალენდარი გახლავთ, რადგან სეზონი იმაზე უფრო ადრე იწყება, ვიდრე ამას ჩვენ მოველოდით.

იტალიის სუპერთასის პაექრობა "რეალთან" დაგეგმილი ამხანაგური მატჩიდან ერთი კვირის თავზე დაგვინიშნეს და თანაც პეკინში; თავად განსაჯეთ, რამხელა გზა უნდა გაგვეარა ამ მოკლე მონაკვეთში და შემდეგ, ტიტულისთვის გვებრძოლა.

მოკლედ, უმჯობესია, რომ ასეთ ხანგრძლივ ფრენებს და მომქანცველ მოგზაურობებს თავი ავარიდოთ და ახალი სეზონისთვის უფრო მშვიდად მოვემზადოთ. მართალია, ამით საკმაოდ სოლიდურ შემოსავალზე ვამბობთ უარს, მაგრამ გუნდის ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას".

აქვე ვთქვათ, რომ ოფიციალურად დადასტურდა სებასტიან ჯოვინკოს "იუვენტუსში" დაბრუნების ამბავი.

ტურინული გრანდის საიტზე გავრცელებული ინფოირმაციის თანახმად, სებას ტრანსფერი 11 მილიონი ევრო დაჯდა და კონტრაქტსაც უკვე მოეწერა ხელი.

ჯერჯერობიოთ, არ ხმაურდება თუ რამდენ მილიონ ევროს მიიღეს ფეხბურთელი წლიურად, თუმცა ვფიქრობთ, ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივრებისთვის ეს ნაკლებად საინტერესოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა