ტურნირის მამაკაცთა ბადეში როჯერ ფედერერი ნოვაკ ჯოკოვიჩის ნახევარში მოხვდა
22 ივნისს, ლონდონში გაიმართა უიმბლდონის წილისყრა. ამ ტურნირს განთესვის საკუთარი ფორმულა გააჩნია, თუმცა ამ სეზონში ძირითად რეიტინგთან განსაკუთრებული ცდომილება არ დაფიქსირებულა.

გარდა ამისა, უიმბლდონის კიდევ ერთი უნიკალურობა ის არის, რომ კვალიფიკაცია ადრე სრულდება და უკვე ყველამ იცის თავისი მეტოქე პირველ წრეში.

ტრადიციულად, მამაკაცთა ბადეში ძირითადი ინტრიგა ის არის, თუ სად მოხვდებიან მესამე და მეოთხე ნომრები. ისევე როგორც როლან გაროსზე, ამჯერადაც როჯერ ფედერერი ნოვაკ ჯოკოვიჩის ნახევარში მოხვდა.

ახლა პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ყველაფერი შვეიცარიელის ხელშია, რადგან უიმბლდონის მოგების შემთხვევაში ლეგენდას პირველ საფეხურზე დაბრუნების შანსი აქვს, ოღონდ ამისთვის აუცილებელია, რომ ჯოკოვიჩი ნახევარფინალზე შორს არ წავიდეს.

და ახლა, როცა როჯერი ბადეში სერბის მხარეს მოხვდა, თავად აქვს ნოვაკის შეჩერების შანსი.

თუ ფედერერი ჯოკოვიჩს გადაეყარა, შესაბამისად, ადგილობრივი პუბლიკის კერპი ენდი მიურეი ბადის მეორე ნახევარში რაფაელ ნადალისკენ წავიდა.

რაც შეეხებათ ხუთიდან რვა ნომრამდე განთესილებს, ამ ჯგუფში ყველაზე სახიფათოა შარშანდელი ნახევარფინალისტი ჟო-ვილფრიდ ცონგა.

ფრანგი რაფაელ ნადალის მეოთხედში მოხვდა. ისინი მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ბალახის საფარზე და 2011 წელს ლონდონში ცონგამ მოიგო.

მიურეის ისევ დავიდ ფერერის ოთხეულში ვხედავთ, თუმცა ამ საფარზე ენდის უფრო მილოშ რაონიჩისა უნდა ეშინოდეს, რომელსაც, სავარაუდოდ, მესამე წრეში შეხვდება.

ფედერერის მეოთხედში მოხვდა იანკო ტიპსარევიჩი, თუმცა სერბს ბოლო სამ უიმბლდონზე მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული.

როჯერისთვის ბალახზე უფრო სახიფათო კონკურენტი ჯონ ისნერი იქნება. საინტერესოა, რომ ჯონმა მეორე წრეში, შესაძლოა, ზედიზედ მესამედ ითამაშოს ნიკოლა მაუს წინააღმდეგ. ორი წლის წინ მათ სამდღიანი მარათონი მოაწყვეს, 2011 წელს ჯონმა უფრო იოლად მოიგო.

შესაბამისად, ჯოკოვიჩის ოთხეულში ტომაშ ბერდიხს ვხედავთ, რომელსაც ამ ტურნირზე დამარცხებული ჰყავს სერბი. თუ ტომაშს არ გავითვალისწინებთ, ჯოკოვიჩს საკმაოდ იოლი ბადე აქვს.

თუ მხოლოდ პირველ რაუნდს გადავხედავთ, იქ რამდენიმე საინტერესო მატჩს აღმოვაჩენთ. მსოფლიოს პირველ ჩოგანს ჯოკოვიჩს ყოფილი პირველი ნომერი ხუან-კარლოს ფერერო ელის.

ესპანელისთვის ბალახი არასოდეს ყოფილა საყვარელი საფარი, თუმცა უიმბლდონზე ორჯერ გააღწია მეოთხედფინალში.

ენდი მიურეის პირველი მეტოქეა ნიკოლაი დავიდენკო. სხვა ნებისმიერ საფარზე ის უხერხული მოწინააღდეგე იქნებოდა ბრიტანელისთვის, მაგრამ რუსი ბალახზე არასოდეს ბრწყინავდა და ხშირად პირველი რაუნდიდან ეთიშებოდა ბრძოლას.

შთამბეჭდავი აფიშა აქვს ლეიტონ ჰიუიტისა და ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვედრას. ავსტრალიელს უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე დავიდენკოსა და ფერეროს. სხვა თუ არაფერი, ლეიტონს მოგებული აქვს უიმბლდონი, თუმცა ეს ათი წლის წინ მოხდა. გარდა ამისა, ტურნირის წინ გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრანგმა, შესაძლოა, განაცხადი გამოიტანოს ტურნირიდან. ახლა უკვე დანამდვილებით არის ცნობილი - ჟო თამაშებს, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ის ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა თითის მოტეხილობის შემდეგ.

ნადალი პირველ წრეში ტომას ბელუჩის შეხვდება. ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს "დიდი სლემის" ტურნირებზე და ბრაზილიელს სეტიც არ მოუგია, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებში კარგ თამაშს აჩვენებდა. თანაც ორივე მატჩი როლან გაროსზე გაიმართა.

და მხოლოდ ფედერერს ჰყავს პირველ წრეში მეტ-ნაკლებად იოლი მეტოქე - ალბერტ რამოსი. ესპანელმა ბოლო სეზონში სერიოზულ პროგრესს მიაღწია, TOP50-ში შეაღწია, მაგრამ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველად თამაშობს.

ასე რომ, მამაკაცთა ბადემ საკმარისი ინტრიგა შემოგვთავაზა. ახლა, ისღა დაგვრჩენია ორშაბათს დაველოდოთ. ცენტრალურ კორტზე პროგრამას, ტრადიციულად მოქმედი ჩემპიონი გახსნის. ეს გახლავთ ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ასეთი იქნება 1/16 ფინალის წყვილები, თუ ყველა განთესილი გაივლის ორ წრეს

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, 1)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხეთი, 28)

მარსელ გრანოლერსი (ესპანეთი, 24)-ხუან მონაკო (არგენტინა, 15)

ნიკოლას ალმაგრო (ესპანეთი, 12)-რიშარ გასკე (საფრანგეთი, 19)

ფლორიან მაიერი (გერმანია, 31)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი, 6)

როჯერ ფედერერი (შვეიცარია, 3)-ჟულიან ბენეტო (საფრანგეთი, 30)

ფერნანდო ვერდასკო (ესპანეთი, 17)-ჟილ სიმონი (საფრანგეთი, 13)

ჯონ ისნერი (აშშ, 11)-ანდრეას სეპი (იტალია, 23)

მიხაილ იუჟნი (რუსეთი, 26)-იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი, 8)

დავიდ ფერერი (ესპანეთი, 7)-ენდი როდიკი (აშშ, 30)

კეი ნიშიკორი (იაპონია, 19)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა, 9)

მარინ ჩილიჩი (ხორვატია, 16)-მილოშ რაონიჩი (კანადა, 21)

კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 32)-ენდი მიურეი (ბრიტ, 4)

ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი, 5)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 25)

ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა, 20)-მერდი ფიში (აშშ, 10)

ფელისიანო ლოპესი (ესპანეთი, 14)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრაინა, 22)

ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 27)-რაფაელ ნადალი (ესპანეთი, 2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა