ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გერმანია-საბერძნეთი 4:2 - გასეირნება ნახევარფინალში [+VIDEO]

გერმანია-საბერძნეთი 4:2 - გასეირნება ნახევარფინალში [+VIDEO]

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. 1/4-ფინალი

ესეც ასე: როგორც მოსალოდნელი იყო, ბერძნებმა გერმანელებს სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.

ბუნდესგუნდმა თავდაუზოგავად მებრძოლ, მაგრამ ძალიან უკლასო საბერძნეთს ფაქტობრივად უპრობლემოდ მოუგო - თუ, რა თქმა უნდა, პრობლემად არ მივიჩნევთ იმას, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში სამარასმა ანგარიში გაათანაბრა და გერმანელები სულ რაღაც ექვსი წუთი ანერვიულა.

გერმანიის ნაკრებმა ამ გამარჯვებით ახალი რეკორდი დაამყარა - იოახიმ ლიოვის გუნდმა ზედიზედ მე-15 ოფიციალური მატჩი მოიგო.

34 წლისა და 13 დღის მიროსლავ კლოზე კი (120-ე მატჩი გერმანიის ნაკრებში) ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ბუნდესგუნდის ყველაზე ასაკოვანი გოლეადორი გახდა.

უშუალოდ ევრო 2012-ზე კი გერმანელებმა მეოთხე თამაში მოიგეს და უკვე ცხადია, რომ ნახევარფინალში ბრწყინვალე მატჩი, ევროპული სანაკრებო ფეხბურთის ნამდვილი კლასიკა გველის, რადგან გერმანიის მეტოქე ან ინგლისი იქნება, ანაც იტალია...

ტაქტიკა/სტრატეგია

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლიოვმა საფეხბურთო ევროპა გააოგნა: მან სიკვდილის ჯგუფში სამივე მატჩის მომგები ძირითადი შემადგენლობა ერთბაშად 4 (!) პოზიციაზე შეცვალა.

თუკი ჟერომ ბოატენგის სასტარტოში დაბრუნება ლოგიკას ექვემდებარებოდა (ამ უკანასკნელმა დანიასთან მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა), სამი გოლის გამტანი მარიო გომესის სათადარიგოთა სკამზე დასმა ერთობ მოულოდნელი გადაწყვეტილება გახლდათ - ისევე, როგორც ლუკას პოდოლსკისა და თომას მიულერის ძირითადი თერთმეტეულიდან ამოგდება.

მათ ნაცვლად ლიოვმა ცენტრფორვარდად კლოზე, მარჯვნივ მარკო როისი, ხოლო მარცხნივ კი ანდრე შიურლე გაამწესა.

ბერძენთა თავკაც ფერნანდუ სანტუშის მთავარი თავსატეხი დისკვალიფიცირებული კაპიტნის, გიორგოს კარაგუნისის შეცვლა იყო და პორტუგალიელმა სპეციალისტმა ვეტერანი ლიდერი მაკოსით ჩაანაცვლა, გეკასის ნაცვლად ძირითადში ნინისი გაამწესა, კაპიტნის სამკლავური კი კიდევ ერთ ვეტერანს, კაცურანისს გაუკეთა.

საუკეთესო ფეხბურთელი

ფილიპ ლამი (გერმანია)

ბუნდესგუნდის კაპიტანი დაცვის მარცხენა ფლანგზე შეუდარებელი იყო და დროის უმეტესი ნაწილი შეტევებში გაატარა, ფილიპი ხშირად იერიშების ერთ-ერთ უმთავრეს ორგანიზატორადაც კი გვევლინებოდა.

რაც ყველაზე მთავარია, ლამმა სწორედ იმ დროს გაიტანა ბრწყინვალე გოლი, როცა ბერძნებმა საკუთარი ძალები ირწმუნეს და უფრო და უფრო თამამად მოქმედებდნენ.

ლამი მეორე ტაიმშიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა. მასთან ერთად, გამორჩეულად კარგები იყვნენ მესუთ იოზილი და სამი ხედირა.

ფეხბურთელი იმედგაცრუება

მიხალის სიფაკისი (საბერძნეთი)

ბერძენთა კარის დარაჯს პირველიდან ბოლო წუთამდე ნერვიულობა ეტყობოდა - ბურთს ხელებში ვერ იმაგრებდა, რის გამოც კლოზემ კინაღამ ანგარიში გახსნა.

სხვათა შორის, სიფაკისი არც ლამის გოლის დროს გამოიყურებოდა კარგად, თუმცა პირდაპირ მასაც ვერ დავადანაშაულებთ.

სამაგიეროდ, ასი პროცენტით მის სინდისზეა კლოზეს გოლი - სიფაკისმა კარიდან გამოსვლა და რეაგირება დააგვიანა.

მსაჯი

სლოვენიელ დამირ სკომინას სამარასი ადრევე, კერძოდ ხედირასთან ორთაბრძოლის მერე უნდა გაეფრთხილებინა, მაგრამ აშკარად დაინდო, რაც ბერძენთა შემტევმა ნახევარმცველმა ვერ შეირგო და მოგვიანებით, შვაინშტაიგერთან ორთაბრძოლის გამო გააყვითლეს.

აბსოლუტურად მართებული გადაწყვეტილებები იყო მე-4 წუთზე კლოზეს გოლის არჩათვლა (მირო თამაშგარეში იყო) და მატჩის მიწურულს გერმანიის ნაკრების კარში პენალტის დანიშვნაც.

მოკლედ, სკომინამ ნორმალურად იმსაჯა, მაგრამ აქვე ვთქვათ, რომ ეს არ ყო რთულად განსასჯელი მატჩი.

მწვრთნელების დუელი

შესავალშიც ვთქვით, რომ ლიოვმა მოულოდნელ რისკზე წასვლით და ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელის სკამზე დასმით ყველა გააოცა.

გომესის ნაცვლად კლოზეს გამწესება ალოგიკური გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ამ დღეს "ბავშვმაც კი იცოდა", რომ ბერძნები უკიდურეს დაცვით ფეხბურთს ითამაშებდნენ, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ კი გერმანიას კლოზეს დარი მოძრავი და ასე ვთქვათ, მუშა ფორვარდი უფრო სჭირდებოდა.

მიუხედავად ამისა, ეს ვაჟკაცური გადაწყვეტილებაც იყო, რადგან ლიოვმა სკამზე სამი გოლის ავტორი ფორვარდი დასვა.

თუკი კლოზეს გამოჩენას კიდევ ველოდით, შიურლესა და როისის ბუნდესგუნდის ძირითადში ხილვაზე ალბათ არავის უფიქრია. არადა, ლიოვმა დანიასთან მატჩის შემდეგ თავისი ნახევარმცველები გააკრიტიკა - ზოგიერთი ხეირიან პრესინგს ვერ აკეთებს და დიდი მონდომებით არ იხსნებაო.

როგორც ხედავთ, ლიოვს მიულერი და პოდოლსკი უგულისხმია... შიურლემ ბევრი იშრომა, მაგრამ საბოლოო ჯამში დიდი ვერაფერი იყო, აი, როისმა კი დაამტკიცა, რომ გასულ სეზონში ბუნდესლიგაში შემთხვევით არ უფრენია. მარკოს იოზილთან, შვაინშტაიგერთან და ხედირასთან შეუთამაშებლობა ოდნავადაც არ დასტყობია.

უაღრესად პროდუქტიული იყო კლოზეც - მოკლედ, ვისაც ლიოვი ხელს დაადებს, ყველა საოცრად კარგად თამაშობს!

სანტუშმა იოგის სასტიკი დაცვა დაუპირისპირა: ბერძენთა ერთადერთი და ისიც მხოლოდ ნომინალური თავდამსხმელი სალპინგიდისი გახლდათ.

საბერძნეთის ნაკრებს ამ თამაშის მოგება დაცვაში კომპაქტურად დგომით და კონტრშეტევებით სურდა. პირველი ტაიმის პირველ ნახევარში ბერძნების კონცეფცია, შეიძლება ითქვას, ამართლებდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ გერმანელები თავიანთ მომენტებს ვერ იყენებდნენ. მეორე ტაიმში კი სანტუშმა მოედანზე ნაღდი ფორვარდი, თეოფანის გეკასი გამოიყვანა, სალპინგიდისი კი ნახევარდაცვაში დააბრუნა. შესაბამისად, ბურთის ფლობისას ბერძენთა ტაქტიკური სქემა დიახაც 4-3-3 გამოდიოდა...

თუმცა, ეს მხოლოდ ფურცელზე და მას მერე, რაც გერმანელები მეორედ დაწინაურდნენ, საბერძნეთის ნაკრები საფინალო სასტვენამდე სტატისტის როლში დარჩა.

ანალიზი

გერმანია პირველივე წუთებიდან უდიდეს უპირატესობას დაეუფლა, ლიოვის ბიჭებმა ბურთის ფლობის 70-პროცენტიანი მაჩვენებელი დაიჭირეს და არაერთი საგოლე მომენტი გაანიავეს.

გერმანელებს საბერძნეთის ნაკრების უკანა ხაზში ხვრელების პოვნა არ უჭირდათ და ეს განსაკუთრებით ხედირასა და იოზილზე ითქმის, რომლებიც მოედნის ცენტრში დომინირებდნენ.

მესუთი ძალიან ბევრს მოძრაობდა, პასებს ანაწილებდა, ხედირა და შვაინშტაიგერი კი მას შესანიშნავად აზღვევდნენ.

ბერძნები, რა თქმა უნდა, დაცვაში იდგნენ. გერმანიის ნაკრების ნახევარზე პრესინგს მხოლოდ სალპინგიდისი მიმართავდა და ისიც იშვიათად - როცა ბურთს ლიოვის ბიჭები ეუფლებოდნენ, ბერძნები მათ თავდაპირველად აკვირდებოდნენ და მხოლოდ მერე იწყებდნენ მოქმედებას. საბერძნეთის ნაკრები რეალურ პრესინგს თავისი კარიდან მხოლოდ 25-30 მეტრში მიმართავდა...

გერმანელთა იერიშებისას აშკარა იყო ის, რომ შიურლე მეტწილად ინდივიდუალურად ცდილობდა ფონს გასვლას, როისი კი გაცილებით გუნდური მოთამაშეა. "გლადბახიდან" "დორტმუნდისკენ" გეზაღებული გარემარბი ხშირად ცენტრშიც ინაცვლებდა და ამით ბერძენთა უკანახაზელებს კიდევ უფრო მეტად აბნევდა.

შიურლეზე ისიც უნდა ვთქვათ, რომ სწორედ ამ უკანასკნელმა დაკარგა ის ბურთი, რომელიც სამარასმა მანუელ ნოიერის კარში გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმი გერმანელებმა შედარებით მოკრძალებულად დაიწყეს, რის გამოც დაისაჯნენ კიდეც, მაგრამ ლიოვის ბიჭების სასარგებლოდ უნდა ვთქვათ, რომ სამარასის გოლის შემდეგ მაშინვე გამოცოცხლდნენ, ჩვეულ სტილში შეუტიეს და ტაბლოზე ლოგიკური შედეგი დააფიქსირეს.

დასკვნა

გერმანიას 1-2 გოლით მეტის გატანაც შეეძლო. საბერძნეთის ნაკრები შეტევაში იმდენად უმაქნისია, რომ გვიკვირს, საერთოდ როგორ ახერხებს ეს გუნდი გოლების გატანას...

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. 1/4-ფინალი

გდანსკი. არენა გდანსკი

გერმანია-საბერძნეთი 4:2

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი, ჰუმელსი, ბადშტუბერი, ლამი - შვაინშტაიგერი, ხედირა - როისი (80. გიოტცე), იოზილი, შიურლე (67. მიულერი) - კლოზე (80. გომესი).

საბერძნეთი (4-3-2-1): სიფაკისი - ტოროსიდისი, კ. პაპადოპულოსი, პაპასტატოპულოსი, ცაველასი (46. ფოტაკისი) - მაკოსი (72. ლიბეროპულოსი), კაცურანისი, მანიატისი - ნინისი (46. გეკასი), სამარასი - სალპინგიდისი.

გოლები: 1:0 ლამი (39), 1:1 სამარასი (55), 2:1 ხედირა (61), 3:1 კლოზე (68), 4:1 როისი (74), 4:2 სალპინგიდისი (89-პენ)

გაფრთხილება: სამარასი, პაპასტატოპულოსი

კუთხური: 10-1; ჯარიმა: 9-10; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 26(12)-10(3); ბურთის

ფლობა: 76%-24%.

მაყურებელი: 40 000

გერმანიამ ნახევარფინალში შეისეირნა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანია-საბერძნეთი 4:2

• zura

გააპო და კიდევ ბევრს გააპობს.Deutchland uber alles

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ