ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რევაზ არველაძე: ხომ შეიძლება ევროპის ჩემპიონატი ერთხელ ჩვენთანაც ჩატარდეს

რევაზ არველაძე: ხომ შეიძლება ევროპის ჩემპიონატი ერთხელ ჩვენთანაც ჩატარდეს

ფეხბურთის ფედრაციის გენერალური მდივანი ევრო 2020-ის მასპინძლობასა და სხვა საინტერესო თემებზე საუბრობს
ევრო 2020-ის ერთობლივი მასპინძლობის მსურველი საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნების პირველი სამუშაო შეხვედრა 1 ივნისს ბათუმში გაიმართა.

სამუშაო ჯგუფს კოორდინაციას გენერალური მდივნები, რევაზ არველაძე და ელხან მამადოვი გაუწევენ.

30 ივნისს კიევში უეფას აღმასკომზე ევრო 2020-ის კანდიდატურებს დეტალურად განიხილავენ და მათ შესარჩევი ეტაპის მოთხოვნებს გააცნობენ.

საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ერთობლივი სამუშაო ჯგუფი სამოქმედო გეგმას მასზე დაყრდნობით შეადგენს.

შემდგომი სამუშაო შეხვედრა 5 ივლისს, ქალაქ ბაქოში გაიმართება. ფეხბურთის ფედრაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ამ და სხვა საინტერესო თემებზე გველაპარაკა:

- სანამ უეფა სატენდერო დოკუმენტაციას არ გაგვაცნობს, მანამდე სამოქმედო გეგმის შედგენაზე ლაპარაკი ნაადრევია.

უეფამ უნდა გვითხრას, რა მოთხოვნებს გვიყენებს და ამის შემდეგ მასპინძელ ქალაქებს დავასახელებთ. ეს ქალაქები კი უეფას მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ, ინფრაქტრუქტურით, სტადიონებით, მოსამზადებელი ცენტრებით, გზებით, სასტუმროებით, აეროპორტებით და ა.შ.

სამუშო პროცესი უკეთ გვიკარნახებს, რა ტიპის სამუშაოებია პრიორიტეტული, რამდენი და რა პროფილის თანამშრომელი გვჭირდება, სტადიონების ლიცენზირებაში რა პრობლემებია მოსაგვარებელი....

- შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, უეფა ქვეყნის ლიცენზირებას ჩაგვიტარებს და რეალურ პრობლემებს გავეცნობით.

- დიახ, ასეც არის. საინტერესო სამუშაო გველის და საკმაოდ საფუძვლიანი ანალიზი გვექნება, უეფას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად რა გვჭირდება. შესაძლოა, "შორტ-ლისტში" მოვხვდეთ ან ბოლომდე შევრჩეთ.

- ხშირად არავინ უწყის, რა სახის ვაჭრობა იმალება მსგავსი წარდგენის უკან. იქნებ იმის იმედად ვართ, რომ უეფამ 17 ან 19-წლამდელების ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მაინც მოგვცეს?

- ვაჭრობის რა მოგახსენოთ, მაგრამ უეფასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს, რომ საკმაოდ კარგ პროექტებს შევეჭიდოთ.

ევრო 2020-ის პროექტი გაცვლისა და ვაჭრობისთვის ნამდვილად არ გაგვიკეთებია. ხომ შეიძლება ერთხელ საქართველოშიც ჩატარდეს დიდი საერთაშორისო ტურნირი, ვთქვათ, ასაკობრივი ან გოგონათა ევროპის ჩემპიონატი, ან ლიგის ფინალი? შენ თუ არ მოისურვე და ნაბიჯი არ გადადგი, აქეთ არავინ შეგეხვეწება.

ამიტომ, ჯერ სურვილი უნდა დააფიქსირო, ამბიციის შესაბამისი სამუშაო ჩაატარო და უეფაში თვალებს არ დახუჭავენ.

ბუნებრივია, პროექტის განხორციელებაში უდიდესი როლი ჩვენი ორი ქვეყნის მთავრობებს ეკისრებათ, რადგან უზარმაზარ სამუშაოებს ფეხბურთის ფედერაციები ვერ გაწვდებიან, მოსაგვარებელია გადასახადის თემა, ვიზების, ქვეყნებს შორის მიმოსვლის საკითხები და ა.შ.

ჩვენ ახლა ქვეყნის კიდევ უკეთ მოწყობის შანსი გაგვიჩნდა და მისი არგამოყენება არ შეიძლება. გავაკეთოთ საფუძვლიანი ანალიზი, განვსაზღვროთ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის რა უნდა გავაკეთოთ და თუ ეს ხვალ არ გამოგვივა, ზეგ და მაზეგ უფრო მომზადებულები ვიქნებით...

და თუ ამ მოთხოვნების შესრულება დავიწყეთ, აქ უკვე თქვენს კითხვას დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ 17 ან 19-წლამდელების ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის საფუძვლიანი პრეტენზია გაგვიჩნდება. ან ერთ მატჩს მაინც ვუმასპინძლებთ, ვთქვათ, ჩემპიონთა ან ევროპის ლიგის ფინალს.

- ანუ მაინც სამომავლო პერსპექტივის იმედად რიგში ვდგებით. აზერბაიჯანს ოლიმპიადის მასპინძლობის კანდიდატურის წარდგენაზე უარი იმიტომ უთხრეს, რომ სხვებს განაცხადი მეტჯერ ჰქონდათ წარდგენილი.

- ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა ვიცოდეთ, რა სახის პრობლემები გვაქვს, გაწეული სამუშაოები კი ისევ ქვეყანას წაადგება.

- ფიფას სატელევიზიო და მარკეტინგული კომიტეტის წევრი ბრძანდებით. ფაქტობრივად, ეს სამსახური ფიფას ძარღვია. ამ კუთხით რა ცვლილებებია მოსალოდნელი?

- უეფას გადაწყვეტილებით, სატელევიზიო სივრცე ცენტრალიზებული გახდება და 2014 წელს მასთან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ანუ უეფა საკუთარ თავზე აიღებს სანაკრებო მატჩების ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებასაც, ისევე როგორც ჩემპიონთა და ევროპის ლიგებში.

- ეს კონტრაქტი უფრო ხელსაყრელი იქნება, ვიდრე აქამდე კერძო სატელევიზიო სააგენტოებთან გაფორმებული?

- რასაკვირველია! კონტრაქტი 8 წლით გაფორმდება და ბუნებრივია, რომ არც ერთი ფედერაცია უარეს ხელშეკრულებას არ დათანხმდებოდა. და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ უეფას მარკეტინგის სამსახური, მატჩების შეფუთვისა და მიწოდების მისი ტექნოლოგია ყველა დანარჩენისას ბევრად აღემატება.

- ფედერაციას ეროვნული ჩემპიონატის მასშტაბურად გაშუქება სურს. ამაზე რას გვეტყვით?

- ფეხბურთი სრულყოფისკენ მიდის და ამ გზაზე სატელევიზიო სივრცეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ის დღეს ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პარტნიორია.

ტელევიზიის, მაყურებლისა და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გარეშე, შემოსავლები მცირეა ან თითქმის არ არის. ჩვენ ამ მხრივ პრობლემები გვაქვს და გვინდა, რაც შეიძლება მეტი მატჩი და მთლიანდ ჩემპიონატი მაქსიმალურად გაშუქდეს, იყოს მეტი რეპორტაჟი, მატჩებისა და ტურების გარჩევები, გადაცემები.

დრო გვაჩვენებს, ეს რა შედეგს მოიტანს და როგორ აისახება ფეხბურთის განვითარებაზე, სპონსორების მოზიდვაზე, ახალ სატელევიზიო კონტრაქტებზე, მაყურებლის მოზიდვაზე. მაგრამ ფეხბურთში ტელეგაშუქებაზე მომგებიანი არაფერი მოუგონიათ და ჩვენს ნაცნობი მეთოდის დანერგვას შევვეცდებით.

- ანუ ტელეეთერი ფეხბურთით შეივსება.

- დიახ და მიმაჩნია, რომ ეს მანკიერი მხარეების აღმოფხვრასაც ხელს შეუწყობს. როდესაც ჩემპიონატი არ შუქდება, ვიღაცას ცდუნება აუცილებლად გაუჩნდება, რომ სადღაც იმაიმუნებს და შერჩება.

ვერავინ დაგვაზღვევს ჩაწყობილი მატჩებისგან, აბსოლუტურად სამართლიანობას ვერავის დავპირდებით, მაგრამ მანკიერი მოვლენების წამალი მედიაა. როდესაც ყველაფერი ტელევიზიითა და გაზეთებით გაშუქდება, მერე ადამიანებს მეტი შიში და რიდი გაუჩნდებათ, სახალხოდ თავი რომ არ მოიჭრან.

რევაზ არველაძე: უეფა უკეთეს კონტრაქტს გაგვიფორმებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არჩილ არველაძე: ჩვენს ჩემპიონატში გუნდი არაა, ჩაწყობილი თამაში რომ არ უთამაშია

• maxo

ჯერ ქვეყანას მიხედეთ ,ააშენეთ ხალხი დააპურეთ და მერე იფიქრეთ ევროპის ჩემპიონატზე.ზაგლი შინ არ ვარგოდაო სანადირდ გარბოდაო.

• irma

არ უნდა ჩატარდეს, ბ-ნო რევაზ, იმიტომ, რომ ქვეყანაში საDაც ჩემპიონი ხდება გუნდი ვიღაცის გადაწყვეტილებით, შემდეგ თასს მოიპოვებს გუნდი ასევე ვიღაცის გადაწყვეტილებით, მერე უსინდისოდ გამართავენ გამარჯვების ზეიმებს ევროპის კი არა ეზოს ფეხბურთის ჩემპიონატიც არ უნდა გაიმართოს.ეს ჩემზე უკეთ იცით თქვენ, მაგრამ უნიჭო არტიტობაა დრეს მოდაში.

• marina

გამაგიჟებს ეს ხალხი. ესეიგი თვითონ ფული იშოვეს და სხვაზე საერთოდ არარ ფიქრობენ. პოლონეთის ის ქალაქები სადაც ამ 2012 წლის ევროსთვის სტადიონები და სხვა ინფრასტრუქტურები ააშენეს ვალებში იღრჩობიან. ევრო რომ დამთავრდება ამხელა სტადიონებს რით Dატვირთავენ არ იციან , არადა მათი შენახვა საკმაოდ ძვირია. საქართველოში კი მეტი საქმე არა გაქვთ არა არველაძეებო?!

• mimino

ბარემ მსოფლიოს ჩატარებაზე ილაპარაკე რეზო ბატონო---თუ დაბოლებაა დაბოლება იყოს.სტადიონები ხომ მზად გაქვთ ახლა-ინფრასტრუქტურაზე იზრუნეთ--ფული მანდ კეთდება თუ კეთდება.ჩემი თუ არ გჯერათ-უგულავას ჰკითხეთ

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა