გადაიდო მსოფლიოს პირველი ჩოგანის სერენა უილიამსის პროფესიულ ტურში დაბრუნება. ამერიკელმა ჩოგბურთელმა განაცხადი გამოიტანა ტოკიოს ტურნირიდან, რომელიც მომავალ კვირას აიღებს სტარტს. ამის შესახებ ტურნირის ორგანიზატორებმა გუშინ გამოაცხადეს.

გადაიდო მსოფლიოს პირველი ჩოგანის სერენა უილიამსის პროფესიულ ტურში დაბრუნება. ამერიკელმა ჩოგბურთელმა განაცხადი გამოიტანა ტოკიოს ტურნირიდან, რომელიც მომავალ კვირას აიღებს სტარტს. ამის შესახებ ტურნირის ორგანიზატორებმა გუშინ გამოაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის შემდეგ უმცროსმა უილიამსმა, რომელიც 26 სექტემბერს 29 წლის გახდება, რესტორანში ჭიქის ნამსხვრევზე გაიჭრა ფეხი და ოპერაციის გაკეთება მოუწია. სერენამ ამ თვის დასაწყისში განაახლა ვარჯიშები.

ამერიკის ღია პირველობის დასრულების შემდეგ უილიამსმა განაცხადა, რომ ჯერ არ დაუდგენია ტურში დაბრუნების ზუსტი თარიღი, თუმცა მის გეგმებშია ფედერაციის თასის ფინალში თამაში, რომელშიც 6-7 ნოემბერს ამერიკის ნაკრები შინ ეთამაშება მოქმედ ჩემპიონ იტალიას.

თუმცა სერენას გარეშეც ტოკიოში ძლიერი შემადგენლობა მოიყრის თავს. აქ იქნებიან როლან გაროსის ჩემპიონი, იტალიელი ფრანჩესკა სკიავონე, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი, სერბი ელენა იანკოვიჩი და რუსი მარია შარაპოვა, რომელიც იაპონიის დედაქალაქში შარშანდელ ტიტული დაცვას შეეცდება.

სერენა უილიამსისგან განსხვავებით, დიდხნიანი შესვენების შემდეგ მომავალ კვირას კორტზე ვიხილავთ არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს. მსოფლიოს 35-ე ჩოგანი მონაწილეობას მიიღებს ტაილანდის ღია პირველობაში, რომელიც ბანგკოკში გაიმართება.

ამერიკის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონი მაჯის ტრავმის გამო იანვრის შემდეგ არ გასულა კორტზე. მისი ბოლო მატჩი იყო ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალი, სადაც არგენტინელი ხუთ სეტში დამარცხდა ხორვატ მარინ ჩილიჩთან.

ბანგკოკში დელ პოტროს მთავარი მეტოქე მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა