მანჯუკიჩით უკვე დაინტერესდნენ "ბარსელონა", "ტოტენჰემი", "ფიორენტინა". მოსკოვის "ლოკომოტივი", და ტურინის "იუვენტუსიც"

ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა ევროპის ჩემპიონატზე თავი სამი გოლით გამოიჩინა, რის გამოც 26 წლის ფორვარდს მთხოვნელების რიგი დაუდგა.

სპეკულაციების თანახმად, მანჯუკიჩით უკვე დაინტერესდნენ "ბარსელონა", "ტოტენჰემი", "ფიორენტინა" და მოსკოვის "ლოკომოტივი", უახლესი ინფორმაციით კი, მათ რიცხვს ტურინის "იუვენტუსიც" შეემატა.

"მარიო ბავშვობიდან "იუვეს" ქომაგობს, ტურინული კლუბი ევროპის ერთ-ერთი გრანდია და ცხადია, მანჯუკიჩს "იუვენტუსში" გადასვლა უნდა," - უთხრა ხორვატი ფეხბურთელის მრჩეველმა ივან ცვიეტკოვიჩმა იტალიურ გაზეთ "ტუტოსპორტს".

მარიო ახლა გერმანული "ვოლფსბურგის" საკუთრებაა და ფელიქს მაგათის გუნდთან კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსურველს მასში ფულის გადახდა მოუწევს. ცვიეტკოვიჩი არ მალავს, რომ მანჯუკიჩს "ვოლფსბურგიდან" წასვლა უნდა.

აღსანიშნავია, რომ "ვოლფების" დამრიგებელი მაგათი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მანჯუკიჩის გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობდა, ახლა კი აზრი შეიცვალა - საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მარიო დარჩებაო, უთხრა "დესპოტმა ფელიქსმა" "კიკერს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა