უაღრესად დრამატული შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალურ შეხვედრაში, რომელიც 24 ივნისს კიევში გაიმართა, იტალიის ნაკრებმა პენალტების სერიაში ინგლისის ეროვნული გუნდი დაამარცხა და ტურნირის ფინალის საგზურისთვის გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

უაღრესად დრამატული შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, თუმცა მატჩი საგოლე მომენტების სიუხვით ნამდვილად გამოირჩეოდა. განსაკუთრებით ეს იტალიელებზე ითქმის, რომლებიც მთელი 120 წუთის განმავლობაში ფლობდნენ როგორც ტერიტორიულ, ისე სათამაშო უპირატესობას და ჯო ჰარტის კართან საგოლე მომენტებს მრავლად ქმნიდნენ.

ჯერ კიდევ შეხვედრის დებიუტში გამოსარჩევი დანიელე დე როსის უზადოდ შესრულებული შორეული დარტყმა იყო - მოჭრილი ბურთი ძელს მოხვდა. როსის გატანის კარგი შანსი მატჩის მეორე ტაიმშიც ჰქონდა, იქამდე კი ზედიზედ რამდენიმე ხელსაყრელი ეპიზოდი მარიო ბალოტელიმ ვერ გამოიყენა.

გატანის კარგი შანსი პირველ ტაიმში ინგლისელთაგან გლენ ჯონსონს ჰქონდა, რომელსაც ახლო მანძილიდან დარტყმული ჯანლუიჯი ბუფონმა სასწაულებრივად აუღო. მოგვიანებით გამოსარჩევი იყო უეინ რუნის მაკრატელაც, რომელიც მცირედით ასცდა იტალიელთა კარს.

არანაკლებ დრამატული გამოდგა პენალტების სერია, რომლის შესრულება იტალიელებმა დაიწყეს და მარიო ბალოტელიმაც ზუსტად დაარტყა. ამის პასუხად უზადოდ დაარტყა ინგლისელთა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმაც.

შემდეგ რიკარდო მონტოლივომ დაჰკრა უხეიროდ და ბურთი სულაც ააცილა კარს, უეინ რუნიმ კი გაიტანა და სერიაში თავისიანები დააწინაურა.

აი, ამის შემდეგ ჯერ ანდრეა პირლომ ძალზე ორიგინალური დარტყმით გაიტანა თავისი, რასაც ეშლი იანგის ხარიხაზე გარტყმა მოჰყვა, ანტონიო ნოჩერინოს გატანილი პენალტის შემდეგ კი ჯანლუიჯი ბუფონმა გაიბრწყინა - ეშლი კოულის დარტყმა აიღო. მეხუთე დარტყმა ალესანდრო დიამანტიმ შეასრულა - გოლი იტალიის გამარჯვებას ნიშნავდა და ამ უკანასკნელსაც მიზანმა არ უმტყუნა.

ამრიგად, 28 ივნისს ვარშავაში, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში "სკუადრა აძურა" გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება, წინა დღეს კი პირველი ფინალისტის ვინაობა ესპანეთ-პორტუგალიის მატჩში, დონეცკში გაირკვევა.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა