თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიადესმა სამთომოთხილამურემ ანია პერსონმა თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ გამოაცხადა
თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიადესმა სამთომოთხილამურემ ანია პერსონმა თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ გამოაცხადა.

ჭორები იმაზე, რომ შვედი ოლიმპიური ჩემპიონი ლესბოსელია, დიდი ხანია დადიოდა, მაგრამ სპორტსმენმა მხოლოდ ახლა გაბედა ამის აღიარება.

"დავიღალე ამდენი შენიღბვისა და თამაშისგან. ვალდებული ვარ, სიმართლე ვთქვა ჩემთვის და განსაკუთრებით, ფილიპასთვის, - განაცხადა შვედური რადიოსადგურით პერსონმა. - ჭორების დრო გავიდა".

31 წლის მოთხილამურემ კარიერა ამა წლის მარტში დაასრულა. პერსონის აღიარებით, არასოდეს ეგონა, თუ ქალს შეიყვარებდა, მაგრამ 2005 წელს, ფილიპასთან შეხვედრის შემდეგ, აზრი შეიცვალა. ანიას მეგობარი ქალი 39 წლისაა.

"არასოდეს ვაპირებდი ქალის შეყვარებას. არ მეგონა, თუ ქალის დანახვაზე ასე დავკარგავდი თავს. ეს გიჟური სიყვარული იყო", - ჰყვება პერსონი. შვედის თქმით, ატყუებდა რეპორტიორებს, როცა ამბობდა, რომ არ იცოდა, რას გააკეთებდა კარიერის დასრულების შემდეგ.

"დიდი ხნის წინ ვიცოდი, რას გავაკეთებდი. ვაპირებ, დედა გავხდე", - განაცხადა ექვსი ოლიმპიური მედლის მფლობელმა.

პერსონს სამთო-სათხილამურო სპორტში დებიუტი 1988 წელს ჰქონდა. 24-წლიანი კარიერის განმავლობაში მან მსოფლიოს ჩემპიონატის 19 მედალი მოიგო, გაიმარჯვა მსოფლიოს თასის 42 ეტაპზე და მოიპოვა ექვსი ოლიმპიური მედალი, მათ შორის, ოქრო ტურინში 2006 წლის თამაშებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა