უიმბლდონმა ტრადიციას არ უღალატა და ცენტრალურ კორტზე პროგრამა მოქმედმა ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გახსნა
უიმბლდონმა ტრადიციას არ უღალატა და ცენტრალურ კორტზე პროგრამა მოქმედმა ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გახსნა.

მის მატჩს ესპანელ ხუან-კარლოს ფერეროსთან საკმაოდ საინტერესო აფიშა ჰქონდა - ერთმანეთს ხვდებოდნენ მსოფლიოს მოქმედი და ყოფილი პირველი ჩოგნები, მაგრამ ინტრიგა სწორედ აქ მთავრდებოდა. არავის სჯეროდა, რომ "დაბერებული" ფერერო კარიერის მწვერვალზე მყოფ ჯოკოვიჩს წინააღმდეგობას გაუწევდა.

ასეც მოხდა. მართალია, 32 წლის ხუან-კარლოსმა პირველ ორ პარტიაში სამ-სამი გეიმის აღება შეძლო, მაგრამ მიღებაზე საერთოდ არ გამოსდიოდა თამაში. ჯოკოვიჩმა მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ცხრა ქულა წააგო თავის მოწოდებაზე და 13 ეისი ჩააწოდა.

უფრო იოლად მოიგო როჯერ ფედერერმა, რომელმაც თითო სეტში თითო გეიმი დაუთმო ესპანელ ალბერტ რამოსს. შვეიცარიელმა რვაჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, ესპანელმა კი პირველ სეტში ერთადერთი გეიმი ბრეიკით მოიგო.

ამ მატჩიდან აღსანიშნავი მხოლოდ ის არის, რომ 2003 წლის შემდეგ როჯერს სასტარტო მატჩისთვის პირველად არ გამოუყვეს ცენტრალური არენა და ნომერ პირველ კორტზე ათამაშეს.

პირველი წრის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა იყო სერბ იანკო ტიპსარევიჩსა და არგენტინელ დავიდ ნალბანდიანს შორის. ეს უკანასკნელი პირველ მატჩს ატარებდა ლონდონის ტურნირის სკანდალური ფინალის შემდეგ, როცა სამხრეთამერიკელმა ტრავმა მიაყენა ხაზის მსაჯს.

ამჯერად ნალბანდიანმა შეძლო თავისი ემოციების გაკონტროლება, მაგრამ სერბი მასზე უკეთ გამოიყურებოდა.

დავიდი პირველ ორ პარტიაში ეწინააღმდეგებოდა მეტოქეს, მაგრამ მესამე სეტში ბევრი ვერაფერი შემოგვთავაზა. იანკოს ანგარიშზე 18 ეისი და 40 "ვინერსი" მოდის. მან ამ მოგებით 3:2 წაიყვანა ანგარიში არგენტინელთან ურთიერთშეხვედრებში.

ახლა კი ორი სენსაციის შესახებ, რომელიც პირველ სათამაშო დღეს მოხდა. საწყისი რაუნდიდან გამოეთიშა ტურნირს უიმბლდონის ყოფილი ფინალისტი ტომაშ ბერდიხი.

მას არ ჰყოლია იოლი მეტოქე - ლატვიელი ერნესტ გულბისი ყოველთვის ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნეოდა, მაგრამ არა ამ სეზონში.

წელს, უიმბლდონამდე ბალტიისპირელმა შვიდ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ხუთში პირველივე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას.

ასე მოხდა გასულ კვირას, ისტბურნის ბალახის ტურნირზეც, რომლის საწყის რაუნდში გულბისმა იტალიელ ბოლელისთან ორ სეტში უშანსოდ წააგო. ამიტომაც ბერდიხთან მატჩში ლატვიელს სერიოზულად არავინ განიხილავდა.

მაგრამ ერნესტმა შეძლო სენსაციის მოხდენა, ძირითადად, მოწოდებაზე ბრწყინვალე თამაშის წყალობით.

გულბისი პირველ მოწოდებას 73-პროცენტიანი სიზუსტით ასრულებდა და ამ გზით ქულების 84 პროცენტი აიღო, ჩააწოდა 30 ეისი და ერთადერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა მეტოქეს. სხვათა შორის, ბერდიხმა ეს შანსი გამოიყენა, თუმცა ერთი ბრეიკი გულბისმაც გაახერხა.

საბოლოოდ სამივე სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა და სამივეში უკეთ ლატვიელი გამოიყურებოდა.

ასევე სენსაციად შეიძლება მივიჩნიოთ მე-11 ნომრად განთესილი ჯონ ისნერის წაგება კოლუმბიელ ალეხანდრო ფალასთან, რომელიც არასოდეს მიიჩნეოდა ბალახის კორტების სპეციალისტად. მიუხედავად ამისა, სამხრეთამერიკელი, ყველასთვის გასაოცრად, ბადესთან თამამად გადიოდა და ამ ხერხით 27 ქულა აიღო.

ისნერისთვის არ უღალატია მის მთავარ იარაღს - მოწოდებას და ამერიკელმა 31 ეისის ჩაწოდება შეძლო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ფალა უკეთ გამოიყურებოდა და მეხუთე სეტის ბოლოს გაკეთებული ბრეიკით შეძლო მეორე წრის საგზურის მოპოვება.

იხილეთ ვიდეო - უიმბლდონის პირველი დღის ფავორიტები - შარაპოვა, ფედერერი და ჯოკოვიჩი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა