საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" დამთავრდა საერთაშორისო ტურნირი 160 ქალ-ვაჟის მონაწილეობით "მაქსიმალის თასზე"
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" დამთავრდა საერთაშორისო ტურნირი (მთავარი მსაჯი ზურაბ ხომასურიძე) 160 ქალ-ვაჟის მონაწილეობით "მაქსიმალის თასზე".

საპრიზო ადგილებისთვის, მასპინძლებთან ერთად, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოცურავეებიც იბრძოდნენ. თითო დისტანციაზე საუკეთესო შედეგებისთვის "მაქსიმალის" თასები ირაკლი რევიშვილსა და სომეხ გოგონა - ვანე კარახანის გადაეცა.

- საინტერესო შეჯიბრება გამოვიდა, - გვითხრა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ირინა მინჟულინამ. - ტურნირში აზერბაიჯანელი და სომეხი სპორტსმენების მონაწილეობამ ჩვენი მოცურავეების მოტივაცია გაზარდა. ასპარეზობამ დაგვანახვა, რომ კარგი თაობა მოდის.

განსაკუთრებით იმ ასაკის გოგო-ბიჭებს გამოვყოფ, რომლებიც 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე ქვეყნის სპორტულ ღირსებას დაიცავენ. შედეგები საგრძნობლად გააუმჯობესეს ირაკლი კვარაცხელიამ, საბა მდივანმა, ლუკა პატარაიამ, რუსუდან გოგინაშვილმა, ელენე ბერაიამ. კვარაცხელიამ სულაც სამი დისტანცია მოიგო.

ცალკე უნდა აღინიშნოს ახალგაზრდა მოცურავეები, რომლებიც 5 ივლისიდან თანატოლთა შორის ევროპის ჩემპიონატში ჩაებმებიან. ისინი ამ პირველობისთვის პერსონალური გეგმით ემზადებიან, თუმცა საშეჯიბრო გამოცდილების მისაღებად "მაქსიმალის თასზე" მათთვის უჩვეულო დისტანციებზე გამოვიდნენ, არცთუ ურიგოდ.

ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტი ირაკლი ბოლქვაძე ევროპაზე 200 მეტრ ბრასსა და 400 მეტრ კომპლექსში იასპარეზებს, თემურ კობახიძე 50, 100 და 200 მეტრ ბატერფლაისა და 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით, დავით სიხარულიძე 50 მეტრზე ბატერფლაისა და 100, 200 მეტრზე თავისუფალი ყაიდით.

კვარცხლბეკი

გოგონები. 50 მ. ბრასი. IV ჯგ. 1. ანა ლობჟანიძე (დიღომი, 54,09), 2. თამარ მეგრელიძე (რუსთავი, 59,68), 3. ანა ბუხრიკიძე (გორი, 1.01,73).

50 მ. თ/ყ. IV ჯგ. 1. თამარ მეგრელიძე (რუსთავი, 43,44), 2. მარი რუხაძე (დიღომი, 44,8), 3. თამარ ვანიშვილი (გორი, 45,06).

50 მ. ბატერფლაი. IV ჯგ. 1. ანა ბუხრიკიძე (გორი, 48,09), 2. თამარ მეგრელიძე (რუსთავი, 49,66), 3. მარი ლეჟავა (დიღომი, 58,34).

100 მ. ბატერფლაი. II ჯგ. 1. მარიამ ობოლაშვილი (რუსთავი, 1.26,73), 2. მარიამ ზუბიაშვილი (საჩხერე, 1.26,94).

III ჯგ. 1. რუსუდან გოგინაშვილი (რუსთავი, 1.28,87), 2. ელენე ბერაია (სპორტ თაიმი, 1.30,47), 3. ლიკა ჭიხორია (რუსთავი, 1.43,32).

100 მ. ბრასი. I ჯგ. 1. ვანე კარახანი (სომხეთი, 1.19,26), II ჯგ. 1. მარიამ ზუბიაშვილი (საჩხერე, 1.24,09), 2. თეონა ბოსტაშვილი (რუსთავი, 1.28,69), 3. ქეთევან ყამარაული (ტონუსი, 1.28,82).

III ჯგ. 1. რუსუდან გოგინაშვილი (რუსთავი, 1.34,40), 2. ქეთევან გაგნიძე (საჩხერე, 1.41,09), 3. თეონა ომიაძე (რუსთავი, 1.42,86).

100 მ. გულაღმა. I ჯგ. 1. ოქსანა ბელოვა (რუსთავი, 1.22,13), 2. მეგი ხათაშვილი (გორი, 1.23,88), 3. მარი გაფრინდაშვილი (ჭიათურა, 1.26,62).

II ჯგ. 1. მარი წერეთელი (1.24,00), 2. მარი ჩიხრაძე (1.26,67), 3. ანა გალდავა (სამივე - ტონუსი, 1.26,88).

III ჯგ. 1. ნათია მაჭავარიანი (ჭორვილა, 1.37,53), 2. ანა თოიძე (ვაკე, 1.44,21), 3. ხატია ივანაშვილი (ჭორვილა, 1.44,90).

200 მ თ/ყ. I ჯგ. 1. სოფი საღარაძე (ტონუსი, 2.40,29). II ჯგ. 1. ნინო მეზვრიშვილი (გორი, 2.43,62), 2. ნატა ჯაფარიძე (2.45,08), 3. კრავაი კერვალიშვილი (ორივე - ტონუსი, 2.45,57).

200 მ. გულაღმა. I ჯგ. 1. ოქსანა ბელოვა (რუსთავი, 2.58,35), 2. მარიამ გაფრინდაშვილი (3.05,58), 3. ანა სანარსკი (ორივე - ჭიათურა, 3.07,52).

II ჯგ. 1. მარიამ წერეთელი (ტონუსი, 2.57,95), 2. მეგი ხათაშვილი (გორი, 2.58,5), 3. ანა გალდავა (ტონუსი, 3.05,7).

III ჯგ. 1. ნათია მაჭავარიანი (ჭორვილა, 3.27,86), 2. ნინო ხუტუნიშვილი (ჭიათურა, 3.43,5), 3. ირინა ბელოვა (რუსთავი, 3.48,03).

200 მ. კომპლექსური. I ჯგ. 1. სოფო საღარაძე (ტონუსი, 2.59,03), 2. ოქსანა ბელოვა (რუსთავი, 3.04,20).

II ჯგ. 1. მარიამ ზუბიაშვილი (საჩხერე, 2.57,06), 2. თეონა ბოსტაშვილი (რუსთავი, 3.09,32).

III ჯგ. 1. რუსუდან გოგინაშვილი (რუსთავი, 3.05,56), 2. ელენე ბერაია (სპორტ თაიმი, 3.15,25), 3. ლიკა ჭიხორია (რუსთავი, 3.23,66).

4X100 მ. კომბინირებული ამანათცურვა. 1. რუსთავი (ოქსანა ბელოვა, თეონა ბოსტაშვილი, მარიამ ობოლაშვილი, რუსუდან გოგინაშვილი) - 5.35,69, 2. ტონუსი - 5.40,7.

4X100 მ. თ/ყ. 1 ტონუსი (კრავაი კერვალიშვილი, მარი წერეთელი, ნატა ჯაფარიძე, სოფო საღარაძე) - 5.02,58, 2. რუსთავი - 5.12,41, 3. სპორტ თაიმი - 5.47,56.

ვაჟები. 50 მ. ბრასი. IV ჯგ. 1. ნიკა წერეთელი (44,88), 2. ლუკა იჩუაიძე (48,11), 3. ლუკა ნიკოლაიშვილი (სამივე - ოლიმპიკი, 48,28).

50 მ. თ/ყ. IV ჯგ. 1. სანდრო დურგლიშვილი (ტონუსი, 32,22), 2. სანდრო საური (გორი, 35,78), 3. გიორგი ჩიტიშვილი (ნეპტუნი 36,58).

50 მ. ბატერფლაი. IV ჯგ. 1. გაგა ჩიტიძე (საჩხერე, 40,91), 2. ნიკა წერეთელი (ოლიმპიკი, 42,84), 3. სანდრო საური (გორი, 44,90).

100 მ. ბატერფლაი. I ჯგ. 1 ევგენი ლაზუკა (აზერბაიჯანი, 55,15), 2. ირაკლი შავიძე (რუსთავი, 1.03,50), 3. არტურ ანტონიანი (სომხეთი, 1.04,40).

II ჯგ. 1. ზაურ არქანია (აზერბაიჯანი, 1.02,65), 2. აკაკი ვაშაკიძე (რუსთავი, 1.02,90), 3. ბაჩანა ტყემალაძე (ჭიათურა, 1.23,00).

III ჯგ. 1. ლუკა პატარაია (რუსთავი, 1.14,22), 2. გივი დუდაშვილი (გორი, 1.17,12), 3. ვლადიმერ ტერლეცკი (გორი, 1.19,93),

100 მ. ბრასი. I ჯგ. 1. ოვანეს გუკასიანი (სომხეთი, 1.15,12), 2. რუსლან გატამხანოვი (აზერბაიჯანი, 1.17,88), 3. გიორგი მარსაგიშვილი (დიღომი, 1.20,44).

II ჯგ. 1. ლუკა კერვალიშვილი (ტონუსი, 1.09,61), 2. დათო შახნაზაროვი (ლაგუნა ვერე, 1.15,82), 3. ვასო ხიზანიშვილი (ტონუსი, 1.16,17).

III ჯგ. 1. ილია პაპიძე (ლაგუნა ვერე, 1.21,07), 2. ლევან ბახტურიძე (საჩხერე, 1.31,95), 3. ნიკა ოქრუაშვილი (ვაკე, 1.38,75).

100 მ. გულაღმა. I ჯგ. 1. ბორის კირილოვი (აზერბაიჯანი, 1.00,98), 2. ირაკლი შენგელია (ტონუსი, 1.07,34). 3. სერგეი ბუდოიანი (სომხეთი, 1.12,65).).

II ჯგ. 1. ირაკლი ჭარბაძე (ტონუსი, 1.09,45), 2. ენვერ გულიევი (აზერბაიჯანი, 1.10,63), 3. ნიკიტა გიორგაძე (ლაგუნა ვერე 1.13,24).

III ჯგ. 1. ნიკა შუშიაშვილი (ქარიშხალა, 1.14,72), 2. გიორგი ხვედელიძე (ტონუსი, 1.17,41), 3. ოთარ ივანაშვილი (საჩხერე, 1.23,1).

200 მ. გულაღმა. I ჯგ. 1. ბორის კირილოვი (აზერბაიჯანი, 2.14,58), 2. ირაკლი რევიშვილი (2.15,36), 3. დავით სიხარულიძე (ორივე - ტონუსი, 2.28,31).

II ჯგ. 1. ირაკლი ჭარბაძე (ტონუსი, 2.32,20), 2. ნიკიტა გიორგაძე (ლაგუნა ვერე, 2.43,52), 3. ენვერ გულიევი (აზერბაიჯანი, 2.46,38).

III ჯგ. 1. გიორგი ხვედელიძე (ტონუსი, 2.47,13), 2. ოთარ ივანაშვილი (საჩხერე, 3.00,21), 3. ნიკა კაციტაძე (საჩხერე, 3.01,62).

200 მ. თ/ყ. I ჯგ. 1. თემურ კობახიძე (ლაგუნა ვერე, 2.00,41), 2. იგორ მნაცაკანიანი (სომხეთი, 2.08,20), 3. დავით გოლაშვილი (გორი, 2.30,00).

II ჯგ. 1. დავით შახნაზაროვი (ლაგუნა ვერე, 2.09,89), 2. ვლადიმერ მამიკონიანი (სომხეთი, 2.10,18), 3. გიორგი გაჩეჩილაძე (თბილისი, 2.22,49).

III ჯგ. 1. ირაკლი კვარაცხელია (2.20,53), 2. საბა მდივანი (2.33,74), 3. ვახტანგ ბლუაშვილი (სამივე - ტონუსი, 2.35,93).

1500 მ. თ/ყ. I ჯგ. 1. ირაკლი ბოლქვაძე (ტონუსი, 17.51,86).

II ჯგ. 1. ნიკა ყაულაშვილი (რუსთავი, 20.54,18), 2. გაგა გრძელიშვილი (საჩხერე, 21.39,9).

200 მ. კომპლექსური. I ჯგ. 1. დავით სიხარულიძე (ტონუსი, 2.16,23), 2. თემურ კობახიძე (ლაგუნა ვერე, 2.19,36), 3. ირაკლი შავიძე (რუსთავი, 2.33,65).

II ჯგ. 1. ზაურ არქანია (აზერბაიჯანი, 2.26,81), 2. აკაკი ვაშაკიძე (რუსთავი, 2.29,53), 3. ვასო ხიზანიშვილი (ტონუსი, 2.32,65).

III ჯგ. 1. ირაკლი კვარაცხელია (ტონუსი, 2.38,40), 2. ლუკა პატარაია (რუსთავი, 2.48,94), 3. საბა მდივანი (ტონუსი, 2.51,22).

400 მ. თ/ყ. I ჯგ. 1. ირაკლი რევიშვილი (4.03,42), 2. ირაკლი ბოლქვაძე (ორივე - ტონუსი, 4,23,36), 3. ცოტნე მაისურაძე (რუსთავი, 5.05,32).

II ჯგ. 1. ნიკა ყაულაშვილი (რუსთავი, 5.04,97), 2. გაგა გრძელიშვილი (საჩხერე, 5.06,25), 3. გიორგი გაჩეჩილაძე (თბილისი, 5.07,41).

III ჯგ. 1. ვახტანგ ბლუაშვილი (ტონუსი, 5.33,75), 2. ოთარ ივანაშვილი (საჩხერე, 5.53,56).

4X100 მ. თ/ყ. 1. ტონუსი (დავით სიხარულიძე, გიგი მთვრალაშვილი, ირაკლი ბოლქვაძე, ირაკლი რევიშვილი) - 3.41,02, 2. აზერბაიჯანი - 3.48,38, 3. სომხეთი - 3.55,62

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა