სპორტკომპლექს "ლაგუნაში" ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების დაფინანსებით ჭაბუკთა შორის ქუთაისის თასის გათამაშება ჩატარდა
დიდი ხანია, ქუთაისში წყალბურთში ტურნირი არ ჩატარებულა, ანდა როგორ ჩატარდებოდა, როცა წლების განმავლობაში იმერეთის ცენტრში სპორტის ეს სახეობა დავიწყებას იყო მიცემული.

წყალბურთისადმი ინტერესმა ბოლო დროს ქუთაისში ისევ გაიღვიძა. შეიქმნა ასაკობრივი გუნდები, რომლებმაც საქართველოს პირველობებზე საკმაოდ კარგად იასპარეზეს.

ამ დღეებში კი სპორტკომპლექს "ლაგუნაში", ქალაქის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების დაფინანსებით, ჭაბუკთა (1998 და უმცროსები) შორის ქუთაისის თასის გათამაშება ჩატარდა ოთხი გუნდის (ქუთაისის "იმერი", თბილისის "ლიგამუსი", ბათუმის "ბათუმი", საჩხერის "ივერია") მონაწილეობით.

პირველი ადგილის ბედი "იმერისა" და "ლიგამუსის" პაექრობამ გადაწყვიტა. დაძაბული შეხვედრა ქუთაისელებმა (მწვრთნელები მიხეილ ლომთაძე და გია მამისეიშვილი) მინიმალური ანგარიშით 6:5 მოიგეს და გარდამავალ თასს დაეუფლნენ.

გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა ხელმძღვანელმა დავით აბულაძემ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემ დააჯილდოვეს.

საუკეთესო გოლისთვის პრიზი ტყვიის სროლაში ორი ოლიმპიადის მონაწილე ნინო უჩაძემ დააწესა, რომელიც მანვე გადასცა "იმერის" ცენტრფორვარდს მიხეილ გვენცაძეს. საუკეთესო მეკარედ ქუთაისელი გიორგი კუჭუხიძე დაასახელეს, რომელიც ლეგენდარულმა ვეტერანმა წყალბურთელმა მიხეილ გიორგაძემ დააჯილდოვა.

საუკეთესო მცველის პრიზი - ბათუმელ გიორგი ქიქავას, საუკეთესო თავდამსხმელის კი - მიხეილ გვენცაძეს ("იმერი"). საუკეთესო ბომბარდირის პრიზი "ლიგამუსის" ფორვარდს დავით ადეიშვილს გადაეცა.

"ბოლო 25 წლის შემდეგ ქუთაისში წყალბურთის ტრადიციების აღსადგენად ეს შეჯიბრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

კარგად ორგანიზებული და საინტერესო ტურნირი გამოვიდა. თუ სამომავლოდაც აუზის მეპატრონეების კეთილი ნება იქნება, აქ ახალგაზრდული პირველობის ჩატარებაც სავსებით შესაძლებელია"- აღნიშნა ჩვენთან საუბარში ახლო წარსულში მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო წყალბურთელმა რევაზ ჩომახიძემ, რომელმაც სპორტული კარიერის პირველი ნაბიჯები სწორედ ქუთაისში გადადგა.

დავით აბულაძე: "ტურნირში მონაწილე გუნდების მწვრთნელები ქუთაისის წყალბურთის სკოლის წარმომადგენლები არიან. ახლა ისინი სხვადასხვა რაიონსა და ქალაქში მუშაობენ და მომავალ წყალბურთელებს ზრდიან. გვჯერა, რომ "ქუთაისის თასი" საერთაშორისო ტურნირის სტატუსს შეიძენს".

"ბედნიერი ვარ, რომ ქუთაისში კვლავ მოგვეცა ასეთი საინტერესო ტურნირის გამართვის საშუალება. არაერთი პერსპექტიული ახალგაზრდა გამოვლინდა.

სასიხარულოა, რომ ტურნირში მონაწილეობა მიიღო საჩხერის გუნდმა, სადაც სულ რაღაც ერთი წელიწადია, რაც წყალბურთის სექცია გაიხსნა" - გვითხრა წყალბურთში საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა, ტურნირის მთავარმა მსაჯმა გიორგი ქუთათელაძემ.

შეხვედრების შედეგები: ლიგამუსი - ივერია 19:9; იმერი - ბათუმი 9:5; ბათუმი - ივერია 8:6; იმერი - ლიგამუსი 6:5; ლიგამუსი - ბათუმი 12:6; იმერი - ივერია 12:7.

ადგილები: 1. იმერი, 2. ლიგამუსი, 3. ბათუმი, 4. ივერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა