25 ივნისს შეჯიბრების სტარტზე გოგონების ორთაბრძოლები უშეღავათოდ წარიმართა და ყველა პარტია შედეგიანად დამთავრდა
25 ივნისს თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო 20 წლამდე მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობა, რომელშიც სხვადასხვა რეგიონის 44 წარმომადგენელი ჩაება.

გოგონებში მხოლოდ 12 მონაწილეა. 25 ივნისს შეჯიბრების სტარტზე მათი ორთაბრძოლები უშეღავათოდ წარიმართა და ყველა პარტია შედეგიანად დამთავრდა: ანა შამათავა-მარიამ ჭოლაძე 1:0, ადა კაკუტია-ნატო იმნაძე 1:0, ანა კუჭავა-ნინო გუმბერიძე 1:0, თეა ჭოლაძე-ლიკა კობეშავიძე 0:1, ნანი უნაფქოშვილი-მაია მუმლაძე 1:0, მარიამ ჯავახიშვილი-დეა გოგიშვილი 1:0.

ვაჟთა ტურნირში ორი გოგონა მონაწილეობს: დები - ქეთევან და ნინო ხომერიკები. პირველ ტურში ისინი შავი ფიგურებით თამაშობდნენ. ქეთევანმა ნოე თუთისანთან წააგო, ნინომ კი ნუგზარ გოგოლიძეს სძლია. გათამაშების ცხრილში, ასევე, პირველი გამარჯვებები ჩაიწერეს ზურაბ ჯავახაძემ, ლევან ბრეგაძემ, ირაკლი ბერაძემ, ირაკლი ჯანიაშვილმა, გიორგი ნიკოლაშვილმა, ნიკოლოზ ქუმსიაშვილმა, დიმიტრი კვარაცხელიამ, რევაზ ტეტუნაშვილმა, ალექსანდრე ებრალიძემ, ბექა მოდრეკილაძემ, ნიკა ღვამბერიამ, გიგა ბურდულმა და აბდულ მამედოვმა; შალვა ნადირაშვილს კი ნიკა ჩიგოგიძის გამოუცხადებლობის გამო მოგება ჩაეწერა.

26 ივნისს მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართება. სულ შეჯიბრებაზე 9 ტური გათამაშდება. მათი შედეგებით გამოვლინდებიან ჩემპიონები, რომლებიც მსოფლიოს პირველობაში იასპარეზებენ.

20-წლიანებმა დაიწყეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა