"დიორ ეტოს" 18 წლის თავდამსხმელმა თემურ შარაშენიძემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ორჯერ ითამაშა – დებიუტი 4 სექტემბერს საქარიაში თურქეთის წინააღმდეგ ჰქონდა...

"დიორ ეტოს" 18 წლის თავდამსხმელმა თემურ შარაშენიძემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ორჯერ ითამაშა – დებიუტი 4 სექტემბერს საქარიაში თურქეთის წინააღმდეგ ჰქონდა, მეორედ ნაკრების ფორმა კი თბილისში სომხებთან მოირგო. მართალია, შარაშენიძე გულშემატკივარმა უსიამოვნო მატჩიდან გაიცნო, მაგრამ უდავოდ საინტერესო ფეხბურთელია, სწრაფი, ენერგიული და ასაკის კვალობაზე, ურიგოდ არ გამოიყურებოდა.

ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე მცირეწლოვანი ფეხბურთელს, რომელიც დანარჩენი მოთამაშეებისთვის, ფაქტობრივად, უცნობი იყო, ამბობს, რომ გუნდთან შეგუება არ გასჭირვებია.

"ისეთი შეკრული, მებრძოლი და მეგობრული გუნდი დამხვდა, ბიჭები ერთმანეთს ენდობოდნენ და ერთმანეთის გატანაზე ფიქრობდნენ, რაც ფეხბურთში ძალიან ბევრს ნიშნავს. იქ უცხოდ თავს ვერც იგრძნობდი. სამწუხარო ისაა, რომ სომხეთთან თამაში ასეთი შედეგით დასრულდა. გული იმაზეც დამწყდა, რომ თურქებთან დებიუტის გოლით აღნიშვნაც შემეძლო, მაგრამ კარგი მომენტით ვერ ვისარგებლე, კარს ოდნავ ავაცილე. მთლიანობაში, გამოძახებით და ნაკრებში თამაშით გახარებული ვარ. იმედია, ახალგაზრდულში შემდეგ შესარჩევ ციკლშიც გამომიძახებენ".

აღსანიშნავი, რომ უნგრეთის უმაღლეს დივიზიონის გუნდში შარაშენიძე 17 წლის ასაკში აიყვანეს, დუბლებში მხოლოდ სამიოდე თვე დაჰყო და მალე მთავარ გუნდში გადაიყვანეს. როგორც ამბობს, დიდ სარბიელზე მისი გასვლა მწვრთნელის კეთილგანწყობის შედეგია. ახლა ის შემადგენლობაში ხშირად ჩნდება.

"18 წლის ბიჭი "დიორ ეტოს" შემადგენლობაში რომ მოვხვდი, ეს უპირველესად მწვრთნელის დამსახურებაა. მისი ნდობა დავიმსახურე, რომლის გარეშეც ძირითადში მოხვედრაზე ვერც ვიოცნებებდი. ერთხელ რომ დამაყენა, თამაში გამომივიდა და ამის შემდეგ, პირველ გუნდში უფრო და უფრო მეტ სათამაშო დროს მაძლევს და საერთოდ, მისგან დიდი ყურადღებას ვგრძნობ. ისედაც, დრო არ დამიკარგავს: "დიორ ეტოში" თითქმის ერთი წელიწადია ვირიცხები და ფიზიკურად და ტაქტიკურად გავიზარდე, ბევრი ვისწავლე და უფრო ათლეტური გავხდი. მართალია, 90 წუთის თამაში თითქმის არ მიწევს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მთელი შეხვედრა რომ არ შემცვალონ, გასაძლებად არ მექნება საქმე", - ამბობს შარაშენიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა