"ზესტაფონის" თავკაცი ბაქოს "ნეფთჩისთან" მომავალ დაპირისპირებაზე საუბრისას ფრთხილობს, თუმცა წარმატებაში დარწმუნებულია
"ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი წილისყრის შედეგებით არცთუ კმაყოფილია, მაგრამ მეტოქის ფაქტორს გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ანიჭებს და მოახლოებული ქართულ-აზერბაიჯანული დაპირისპირების წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი.

- არა მხოლოდ "ნეფთჩისთან", არამედ, ზოგადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენელთან არ მინდოდა შეხვედრა, მაგრამ რაც არის, არის - მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე "ზესტაფონი" ითამაშებს.

ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა და საკუთარი ძალა ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლაში უნდა დავამტკიცოთ.

- აზერბაიჯანელები წილისყრის შედეგებით კმაყოფილები არიან...

- ეს მათი ნებაა, თუმცა ჩვენთვის ასე სჯობს. როცა მეტოქეს სათანადოდ არ აფასებ, დიდია იმის შანსი, რომ მასთან ბრძოლაში ბოლომდე არ დაიხარჯო და მარცხი იწვნიო.

ჩვენ ის ვიცით, რომ საკმაოდ უხერხული მეტოქე გვყავს, მაგრამ ეს ბარიერი აუცილებლად უნდა დავძლიოთ.

- პირველ მატჩს "ზესტაფონი" სტუმრად ჩაატარებს. რამდენად ხელსაყრელია ეს გუნდისთვის, რომელიც თითქმის ყოველთვის "პირველ ნომრად" თამაშს ამჯობინებს?

- როცა საჭირო იქნება, "მეორე ნომრობასაც" არ ვითაკილებთ. ბოლო წლებში ისე ხდებოდა, რომ "ზესტაფონი" ევროთასებზე პირველ შეხვედრას ყოველთვის შინ ატარებდა. ასე მაგალითად, შარშან "დაჩია" საკუთარ მოედანზე 3:0 გავანადგურეთ და ამით შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით.

თუმცა, ზოგადად, მიიჩნევა, რომ პირველი მატჩის ჩატარება სტუმრად სჯობს და ამ მოსაზრებას მეც ვიზიარებ.

- ალბათ, დღეიდან მეტოქეზე ინფორმაციების შეგროვებას შეუდგებით...

- რა თქმა უნდა. ამ მომენტისთვის კი ის ვიცი, რომ "ნეფთჩი" მდიდარი კლუბია და აქვს იმის საშუალება, რომ შემადგენლობაში მილიონად და ნახევარ მილიონად ღირებული არაერთი ფეხბურთელი ჰყავდეს. თუმცა ფეხბურთში ყველაფერს მხოლოდ ფული არ წყვეტს...

"ნეფთჩის" მატჩების ვიდეოჩანაწერსაც მოვიძიებთ და აზერბაიჯანულ ფეხბურთზე წარმოდგენას იქ ნათამაშები ჩვენი მოთამაშეების მონათხრობიდანაც შევიქმნით.

მოგეხსენებათ, აზერბაიჯანის ჩემპიონატში ზურაბ მამალაძეს, თემურ ღონღაძესა და თორნიკე აფციაურს უთამაშიათ.

- წილისყრის შედეგებმა "ზესტაფონის" ფეხბურთელებში რა რეაქცია გამოიწვია?

- ისინი ნებისმიერ მეტოქესთან საბრძოლველად მზად არიან და "ნეფთჩისგან" თავიანთი საუკეთესო თვისებების წარმოჩენას შეეცდებიან.

- შანსებს როგორ შეაფასებთ?

- შანსები თანაბარია - 50/50-ზე, თუმცა გვჯერა, რომ ჩვენს წილ შანსს მეტოქეზე უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ.

გიორგი ჭიაბრიშვილი: შანსები თანაბარია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რა უხარია ბაქოს "ნეფთჩის" - "ზესტაფონი" ასეთი ხელწამოსაკრავია?

ილია კოკაია: ბაქოს "ნეფთჩის" თავკაცის სიტყვები არ მომეწონა

ბაქოს "ნეფთჩის" თავკაცი: გაგვიმართლა,"ზესტაფონს" რომ შევხვდით

ისკენდერ ჯავადოვი: "ნეფთჩი" ჩემპიონობისთვის იმიტომ არ იბრძოდა, რომ "ზესტაფონთან" წააგოს

ევროტურნირების წილისყრა - რა შანსი აქვთ ქართულ კლუბებს

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა