20 აგვისტოს "ბარსელონა" "ჟოან გამპარის ტროფეისთვის" იტალიურ "სამპდორიას" გაეჯიბრება
20 აგვისტოს "ბარსელონა" "ჟოან გამპარის ტროფეისთვის" იტალიურ "სამპდორიას" გაეჯიბრება.

კატალონიელებს მეტოქე შემთხვევით არ აურჩევიათ. მატჩი ჩემპიონთა ლიგის 20-წლისწინანდელ ფინალს მიეძღვნება, რომელიც "უემბლიზე" გაიმართა ამ გუნდებს შორის.

სწორედ ამ მატჩში წარუდგენენ პუბლიკას ახალ, 2012/13 წლების სეზონის "ბარსელონას", ტიტო ვილანოვას და მის სამწვრთნელო ჯგუფს, რომელშიც ორშაბათიდან თბილისის "დინამოს" ყოფილი თავკაცი ალექს გარსიაც შევიდა.

ის "ბარსას" პირველ გუნდში ანალიტიკოსის თანამდებობას დაიკავებს, მას მერე, რაც ხორდი როურა ვილანოვამ ასისტენტად გადაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის წინათ რონალდ კუმანის მიერ 111-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით ჩემპიონთა თასს "ბარსელონა" დაეუფლა. გენუის "სამპდორია" ერთწლიანი განშორების შემდეგ სერია ა-ს დაუბრუნდა, მას მერე, რაც პლეი ოფის ფინალში "ვარეზე" დაამარცხა.

გუშინ "ბარსას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა პრესკონფერენციაზე 2011/12 წლების სეზონი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა.

"მომავალ სეზონში "ბარსელონას" უმთავრესი მიზანი ტიტულის დაბრუნება იქნება", - განაცხადა როსელმა, რომელმაც თქვა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა სრულად ენდო ტიტო ვილანოვას და მას ყველანაირ მხარდაჭერას აღმოუჩენს მომავალშიც.

როსელმა გასულ სეზონში მსაჯობა დაიწუნა. აგრეთვე, განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო ტიტო ვილანოვაზე მიტანილი იერიშისთვის აუცილებლად უნდა დაისაჯოს. როსელმა ფინანსებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია - სეზონი 40-მილიონიანი მოგებით დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა