ევროპის ლიგაზე "ზესტაფონის" ძლევის შემდეგ სანდრო გურულის ლვოვის "კარპატიმ" თურქული "გალათასარაის" ბარიერიც გადალახა და ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა...

ევროპის ლიგაზე "ზესტაფონის" ძლევის შემდეგ სანდრო გურულის ლვოვის "კარპატიმ" თურქული "გალათასარაის" ბარიერიც გადალახა და ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ლვოველები ჯგუფის სადებიუტო მატჩში დორტმუნდის "ბორუსიასთან" შინ 3:4 დამარცხდნენ, მეორე ტურში კი ფრანგულ პსჟ-სთან პარიზში ელით თამაში.

დორტმუნდელთა წინააღმდეგ "კარპატის" ქართველ ნახევარმცველს ტრავმის გამო არ უთამაშია. "ბორუსიასთან" მარცხის შემდეგ ლვოველებმა ხასიათი ორი მოგებით გამოიკეთეს. ჯერ ჩემპიონატში "ობოლონი" 3:0 დაამარცხეს, მერე კი თასის გათამაშებაში ქვედალიგოსანი "ირნიკ-სპორტი" 5:0 გააცამტვერეს. გურული უკვე დაუბრუნდა გუნდს, "ობოლონთან" შეცვლაზე ითამაშა და მისმა გუნდმა ორი გოლი მოედანზე მისი შესვლის შემდეგ გაიტანა. ამ მოგებით "კარპატიმ" 20 ქულა დააგროვა და ვიშა ლიგაში მესამე ადგილზეა.

სანდრო გურული უკრაინამდე საფრანგეთში ასპარეზობდა. იქაური ატმოსფერო მისთვის უცხო არ არის და პსჟ-სთან მატჩამდე უკრაინულმა პრესამ რესპონდენტად სწორედ ქართველი ფეხბურთელი შეარჩია.

"ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამიცდა, მათ შორის ევროპის ლიგის სასტარტო შეხვედრაც. "ობოლონთან" ცოტა ხანს ვითამაშე, რადგან სრულად სრულად არ გამოვჯანმრთელებულვარ. მოედანზე შესვლისას 1:0-ს ვიგებდით. ეს სახიფათო ანგარიშია და მწვრთნელისგანაც შესაბამისი დავალება მივიღე - შეტევაში მაქსიმალურად აქტიური უნდა ვყოფილიყავი, ხოლო თუ ბურთს დავკარგავდით, მაშინ პრესინგზე მეთამაშა. ვფიქრობ, მწვრთნელის დავალება კარგად შევასრულე, თამაშში ჩემი ჩართვის შემდეგ კიდევ ორი ბურთი გავიტანეთ. თუმცა სჯობს, ჩემი თამაში მწვრთნელმა შეაფასოს. მიხარია, რომ ამ მატჩში მორიგი სამი ქულა მოვიპოვეთ და ცხრილში ერთი საფეხურით ავინაცვლეთ", - ასე გაიხსენა "ობოლონთან" მატჩი სანდრო გურულმა.

რა თქმა უნდა, ინტერვიუს მთავარი თემა ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი იყო, რომელი დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩით დაიწყო.

"დორტმუნდელებთან მატჩი ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იყო, რომელიც ორივე გუნდის დამსახურებაა. დასანანი ის არის, რომ დავმარცხდით. ვფიქრობ, წაგებას არ ვიმსახურებდით, ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა. წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, ჩემი აზრით, გულშემატკივრის თვალში არ დავმარცხებულვართ".

ჯგუფური ეტაპის წილისყრამდე სანდრო გურული თურმე ფრანგულ გუნდს ნატრობდა მეტოქედ და აუხდა კიდეც. 30 სექტემბერს "კარპატის" პსჟ-სთან სტუმრად უწევს თამაში.

"ჯგუფში პსჟ-ს მეტოქეობა გამიხარდა. იმედი მაქვს, პარიზში კარგად ვითამაშებთ და შინ საიმედო შედეგით დავბრუნდებით. თუმცა ეს იოლი არ იქნება. პარიზში რთული მატჩი გველის. პსჟ-მ სტუმრად "სევილია" დაამარცხა, ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. პარიზში ფრე ჩვენთვის ხელსაყრელი შედეგი იქნება, მაგრამ მოგებაზე უნდა ვიფიქროთ. ქულები გვჭირდება რათა მეტოქეებს დავეწიოთ", - თქვა სანდრო გურულმა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა