ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. ნახევარფინალის წინ

ორი დღეც და ზუსტად ორი წელიწადი გავიდოდა კეიპთაუნის მატჩიდან, როცა ბოლო მუნდიალის მერვედფინალში "ფურია როხამ" დავიდ ვილიას გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა "სელეშაუ" (19-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუმსხვრია) და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ტიტულს.

ორი წლის მერე იბერიული დერბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გამეორდა.

ამ თამაშს უკვე უწოდებენ "კლასიკოს", რადგან ის რაღაცით "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებას აგონებთ. თუმცა რაღა რაღაცით - თეორიულად, შესაძლებელია 27 ივნისს "რეალის" 8 ფეხბურთელი და 7 ბარსელონელი ვიხილოთ "დონბას არენაზე".

შავი კატა

რადგან შესავალში წარსული დაპირისპირება ვახსენეთ, ამ თემას კიდევ შევეხებით. მსოფლიოს ჩემპიონატი დიდი ხნის დასრულებული არ იყო, რომ ეს ორი ნაკრები ერთმანეთს ლისაბონში ამხანაგურად გაეჯიბრა და პორტუგალიელებმაც ჯავრი გვარიანად იყარეს ვისენტე დელ ბოსკეს გუნდზე - 4:0 გაანადგურეს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები.

ელდერ პოშტიგამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი კარლუშ მარტინშმა და უგო ალმეიდამ გაიტანეს, მაგრამ ამ მატჩის მთავარი გმირი იყო კრიშტიანო რონალდო, რომელმაც მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა!

ეს იყო "როხას" ყველაზე დიდი მარცხი 1963 წლის შემდეგ. რონალდომ კი ამ შეხვედრაში სუპერგოლი გაიტანა, რომელიც თანაგუნდელის სულსწრაფობის გამო არ ჩაუთვალეს: რონალდომ წინ წასული სერხიო რამოსი დაინახა და მარცხნიდან შეიჭრა. საჯარიმოში მან პიკეს, ჩაბი ალონსოს და პუიოლს თავბედი აწყევლინა და ბურთი თავზე გადაუგდო კასილიასს.

მაგრამ წამით ადრე, სანამ ბურთი კარის ხაზს გადაკვეთდა, მას ნანი შეეხო და მსაჯმაც თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

ჩვენი აზრით, ასე კარგად, როგორც კრიშტიანომ ლისაბონში ითამაშა, სანაკრებო დონეზე მას თავი არ გამოუჩენია.

ამ ეპიზოდის შემდეგ კი კრიშტიანოსა და ნანის შორის შავმა კატამ გაირბინა.

იძულებითი ცვლილება

პაულუ ბენტუს საყვარელი სიტყვა, ალბათ, სტაბილურობაა. 43 წლის თავკაცმა ზედიზედ 6-ჯერ გამოიყვანა ერთნაირი სასტარტო შემადგენლობა, მაგრამ ახლა ძალიანაც რომ მოინდომოს, მეშვიდედ იგივეს ვერ გაიმეორებს - ჩეხეთთან მატჩში ელდერ პოშტიგამ კუნთი დაიზიანა და ნახევარფინალში თამაშს ვერაფრით შეძლებს. ასე რომ, ბენტუს საფიქრალი გაუჩნდა.

უგო ალმეიდა კარგად ჩაერთო თამაშში, მაგრამ ეს მისი პირველი გამოსვლა იყო ევრო 2012-ზე, თანაც ესპანეთთან პორტუგალია, ალბათ, კონტრშეტევებზე ააწყობს თამაშს და რამდენად აწყობს ტანმაღალი და ნაკლებად მოძრავი ვეტერანი? შესაძლოა, ახალგაზრდა ნელსონ ოლივეირას გამოყენებაც, თუმცა ის ჯერჯერობით ვერ უმართლებს ბენტუს.

ცენტრფორვარდის საკითხი აქტუალურია ესპანელთა ბანაკშიც. რა გზას აირჩევს ამჯერად ვისენტე დელ ბოსკე, ათამაშებს ფერნანდო ტორესს თუ სესკ ფაბრეგასს?

ჯერჯერობით 4 სტარტიდან 2 ფაბრეგასის (იტალიასთან და საფრანგეთთან) და 2 ტორესის (ირლანდიასთან და ხორვატიასთან) იყო.

სხვა მხრივ, გვეეჭვება, დელ ბოსკემ გადაადგილებებს მიმართოს.

მთავარი დუელი

კრიშტიანო რონალდო VS ალვარო არბელოა

თანაგუნდელთა დაპირისპირება გამოუვალია. რონალდო არბელოას ფლანგიდან შეუტევს. აქამდე ალვარო არბელოა მარჯვენა მცველებს შორის საუკეთესოა. მას სერიოზული შეცდომა არ დაუშვია და შეტევებშიც კარგად ერთვება. თუმცა მთავარი გამოცდა ესპანელს ახლა ელის.

ასევე კარგი იყო ჩეხი გებრე სელასიე ევროზე, სანამ რონალდოს გადაეყრებოდა...

თავად რონალდო ამბობს, რომ არანაირ დაძაბულობას არ გრძნობს ესპანელებთან თამაშის წინ.

პრესკონფერენცია

პაულუ ბენტუ:

"კარგი შანსი გვაქვს, ისტორიაში მეორედ გავიდეთ ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ხვალ ამ სტადიონზე უდიდესი მოტივაციით გავალთ სათამაშოდ.

მართალია, მეტოქეზე ორი დღით მეტი დავისვენეთ, მაგრამ მხოლოდ ამის იმედად სათამაშოდ არ გავდივართ.

გარწმუნებთ, ხვალ ჩვენი თამაში მეტოქის გეგმა-სტრატეგიაზე არ იქნება დამოკიდებული".

ვისენტე დელ ბოსკე:

"რა თქმა უნდა, 2010 წლის მუნდიალის მატჩი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც პორტუგალიამ აშკარად გვაჯობა. სჯობს, წარსულზე აღარ ვიფიქროთ - ხვალ კი შეგვიძლია, საკუთარი თამაში მოვახვიოთ მეტოქეს.

სიმართლე გითხრათ, მირჩევნია, პორტუგალიამ დაცვის რედუტები გააძლიეროს, ვიდრე შემტევი ფეხბურთი გვეთამაშოს, რადგან შეტევაში უკეთ ვიცით, როგორ მოვძებნოთ მეტოქის რიგებში სისუსტეები".

ფრაზები

სესკ ფაბრეგასი: "პორტუგალიის ნაკრები კონტრშეტევებზე ძალიან ძლიერია".

იკერ კასილიასი: "პიკე ყოველთვის კარგად უმკლავდებოდა რონალდოს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ძალთა ეს თანაფარდობა მაწყობს".

სერხიო ბუსკეტსი: "თუ ევროს მოვიგებთ, მიკი როკეს ხსოვნას მივუძღვნით".

კრიშტიანო რონალდო: "დიდებული იბერიული დაპირისპირება გველის, რომლის მოგებაც აშკარად შეგვიძლია".

ჩაბი ალონსო: "ესპანეთი განსაკუთრებულ ყურადღებას რონალდოს განეიტრალებას არ მიანიჭებს".

იცით თუ არა, რომ...

* პორტუგალიელთა ახლანდელი თავკაცი პაულუ ბენტუ "ოვიედოში" თამაშობდა 1996 წლიდან 2000-ის ჩათვლით და პირველად ეროვნული ნაკრების მაისურა სწორედ ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ მოირგო - 1992 წლის ამხანაგურ მატჩში (0:0).

* როგორც ფეხბურთელმა, ვისენტე დელ ბოსკემ ერთხელ მოაგებინა "სამეფო კლუბს" "პორტუს" წინააღმდეგ ჩემპიონთა თასზე (1979/80 წწ.). როგორც "რეალის" მწვრთნელმა მან პორტუგალიურ კლუბებს სამჯერ მოუგო და ერთხელ ფრე ეთამაშა.

* არის შანსი, რომ მომავალ სეზონში "ვალენსიას" დაცვის ორი ფრთა ჟოაო პერეირას და ხორდი ალბას ჩააბარონ. ეს იმ შემთხვევაში, თუ ალბა "ბარსელონაში" არ წავა, თორემ პერეირა უკვე ოფიციალურად შეიძინა "ვალენსიამ" ლისაბონის "სპორტინგიდან".

* ამ მატჩამდე ორივე ნაკრებმა ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო.

* ერთი გოლიც და კრიშტიანო რონალდო ევროპის ჩემპიონატების გოლთა სარეკორდო რაოდენობას (ოღონდ საკვალიფიკაციო მატჩების ჩათვლით) - 22-ს დააგროვებს. 22 გოლი აქვთ გატანილი თურქ ჰაქან შუქურს და დანიელ იონ დალ ტომასონს.

* პორტუგალიელებმა ევრო 2012-ზე 6-ჯერ გაარტყეს ბურთი ძელს. აქედან რონალდოს ანგარიშზე 4 ძელსგარტყმული ბურთია.

* სულ 7 ფეხბურთელს აქვს გატანილი ევროპის სამ სხვადასხვა ჩემპიონატზე გოლები. ესენი არიან: იურგენ კლინსმანი, ვლადიმირ შმიცერი, ნუნუ გომეში, ტიერი ანრი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ელდერ პოშტიგა და კრიშტიანო რონალდო.

* ზედიზედ 18 მატჩია, რაც ესპანელებს ოფიციალურ შეხვედრაში არ წაუგიათ. ბოლო მარცხი 2010 წლის მუნდიალზე, შვეიცარიის ნაკრებთან მოდის.

* 299 წუთია, რაც იკერ კასილიასს გოლი არ გაუშვია.

სტატისტიკური შედარება

პორტუგალია კატეგორია ესპანეთი

6 გოლი 8

70 დარტყმა 67

33 ზუსტი 44

37 არაზუსტი 23

5 ბლოკი 2

6 ძელი 0

35 კუთხური 33

8 თამაშგარე 15

7 გაფრთხილება 6

0 გაძევება 0

60 ჯარიმა 43

55 ჯარიმა (მათზე) 63

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. ნახევარფინალი

27 ივნისი. დონეცკი. დონბას არენა. 22:45

პორტუგალია-ესპანეთი

სავარაუდო შემადგენლობები

პატრისიო-კასილიასი

ჟ. პერეირა-არბელოა

ბრუნო ალვეში-ს. რამოსი

პეპე-პიკე

ფ. კოენტრაო-ალბა

ველოზო-ბუსკეტსი

მეირელეში-ჩ. ალონსო

ნანი-ჩავი

მოუტინიო-სილვა

რონალდო-ინიესტა

ალმეიდა-ფაბრეგასი

ტრავმა

პოშტიგა-არავინ

დისკვალიფიკაცია

არავინ-არავინ

მსაჯი

კიუნიეთ ჩაკირი (თურქეთი)

მატჩები ევრო 2012-ზე

ესპანეთი

ჯგუფური ეტაპი

ესპანეთი VS იტალია 1:1 (იხილეთ ვრცლად)

ესპანეთი VS ირლანდია 4:0 (იხილეთ ვრცლად)

ესპანეთი VS ხორვატია 1:0 (იხილეთ ვრცლად)

1/4-ფინალი

ესპანეთი VS საფრანგეთი 2:0 (იხილეთ ვრცლად)

მეკარე: იკერ კასილიასი (4 თამაში)

მცველები: ჟერარდ პიკე (4), სერხიო რამოსი (4), ალვარო არბელოა (4), ხორდი ალბა (4), ხავი მარტინესი (1)

ნახევარმცველები: სესკ ფაბრეგასი (4, 2 გოლი), ანდრეს ინიესტა (4), ჩავი ერნანდესი (4), ჩაბი ალონსო (4, 2), სერხიო ბუსკეტსი (4), დავიდ სილვა (4, 1), ხესუს ნავასი (2, 1), სანტი კასორლა (2).

თავდამსხმელები: ფერნანდო ტორესი (3, 2), ალვარო ნეგრედო (1), პედრო (1).

პორტუგალია

ჯგუფური ეტაპი

პორტუგალია VS გერმანია 0:1 (იხილეთ ვრცლად)

პორტუგალია VS დანია 3:2 (იხილეთ ვრცლად)

პორტუგალია VS ჰოლანდია 2:1 (იხილეთ ვრცლად)

1/4-ფინალი

პორტუგალია VS ჩეხეთი 1:0 (იხილეთ ვრცლად)

მეკარე: რუი პატრისიო (4 თამაში)

მცველები: პეპე (4, 1 გოლი), ბრუნო ალვეში (4), ფაბიო კოენტრაო (4), ჟოაო პერეირა (4), როლანდო (3).

ნახევარმცველები: მიგელ ველოზო (4), ჟოაო მოუტინიო (4), რაულ მეირელეში (4), ნანი (4), კუშტოდიო (2).

თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდო (4, 3), ელდერ პოშტიგა (4, 1), ნელსონ ოლივეირა (3), სილვესტრე ვარელა (2, 1), უგო ალმეიდა (1).

ურთიერთშეხვედრები

34 თამაში

15 ესპანეთი, 7 პორტუგალია, 12 ფრე, 70-43 (ესპ.)

ბოლო ოფიციალური დაპირისპირება

29.06. 2010 ესპანეთი-პორტუგალია 1:0 მუნდიალი 2010

* პირველი იბერიული დერბი მადრიდში 1921 წელს გაიმართა. ესპანეთის ნაკრებმა 3:1 იმარჯვა. ამის შემდეგ ესპანელთა უპირატესობა აშკარაა. განსაკუთრებით ეს მსოფლიოს ჩემპიონატებში (ან საკვალიფიკაციო ბატალიებში) გამართულ დუელებს ეხება - ესპანელებმა 5-იდან 4 თამაში მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს, ბურთების შეფარდება კი 19-4-თანაა.

* მაგრამ არის ერთი კატეგორია, სადაც პორტუგალიელები ყოჩაღობენ: ევროპის ჩემპიონატებზე! 1984 წელს მარსელში მატჩი 1:1 დასრულდა, ხოლო 2004 წელს ლისაბონში პორტუგალიამ 1:0 მოიგო.

* 1934 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, ესპანეთის ნაკრებმა 9:0 გაანადგურა პორტუგალია.

ეშინია თუ არა ესპანეთს კრიშტიანო რონალდოსი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

დიეგო მარადონა: ესპანელები კრიშტიანო რონალდოს გამო თავიანთ სათამაშო გეგმას არ შეცვლიან

ანდრეს ინიესტა: კრიშტიანო რონალდო? მე მხოლოდ ჩემპიონის ტიტული მაღელვებს

ვისენტე დელ ბოსკე: პორტუგალიასთან შეხვედრა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელთა ცხოვრებაში ერთერთი მთავარია

კრიშტიანო რონალდო: ესპანეთის ნაკრებს თამაშების კალენდარზე ჩივილი არ მართებს

ჩავი: თამაშს თითოეულ მატჩში ვაუმჯობესებდით

ჟერარდ პიკე: პორტუგალიის ნაკრებისნაირი გუნდები ხშირად დაგვიმარცხებია

jose
პეპე,დახოცე ისინი!!!
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა