მას მერე, რაც გიორგი ლომაიამ სანაკრებო კარიერის დამთავრება გადაწყვიტა, ეროვნული გუნდის მთავარ მეკარედ ნუკრი რევიშვილი მიიჩნიეს...

მას მერე, რაც გიორგი ლომაიამ სანაკრებო კარიერის დამთავრება გადაწყვიტა, ეროვნული გუნდის მთავარ მეკარედ ნუკრი რევიშვილი მიიჩნიეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რევიშვილი იმედებს ამართლებს. ამის დასტურად სტატისტიკის მოშველიებაც შეიძლება. ნუკრიმ სამ შეხვედრაში ორჯერ მშრალად შეინახა კარი და მხოლოდ ერთი ბურთი გაუტანეს. დასანანია, რომ რევიშვილს კლუბში სტაბილურად არ უწევს თამაში. ისრაელთან 7 სექტემბრის შეხვედრაში თამაშის შემდეგ, მისმა გუნდმა მახაჭყალის "ანჟიმ" რუსულ პრემიერლიგაში 2 მატჩი გამართა, მაგრამ ჩვენებურის გარეშე. დაღესტნელები "როსტოვთან" სტუმრად და "რუბინთან" შინ ერთნაირი ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. ორივე მატჩში მახაჭყალელთა კარს ილია აბაევი იცავდა.

შესარჩევი ციკლის ოქტომბრის მატჩებამდე დიდი დრო აღარ დარჩა და ნაკრების მთავარი მეკარის მდგომარეობით დავინტერესდით. ნუკრი რევიშვილს სანაკრებო და საკლუბო თემებზე ვესაუბრეთ.

- სანაკრებო პაუზის შემდეგ, "ანჟიმ" ორი მატჩი ჩაატარა, მაგრამ არცერთში გითამაშიათ...

- დიახ, ამჯერად ილია აბაევს მოუწია თამაშმა. სამწუხაროდ, ორივე მატჩში დავმარცხდით, მეტოქეთა მიერ გატანილი თითო გოლის გადაფარვა ვერ შევძელით. აბაევმა კარგად ითამაშა, მაგრამ გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო.

- აბაევს როგორ დაახასიათებდით?

- 29 წლის გამოცდილი მეკარეა, სიმაღლე და საიმედოობა არ აკლია. გუნდში მე და აბაევს თანაბარ მეკარედ გვთვლიან და მონაცვლეობით ორივეს გვიწევს თამაში.

- იყო შემთხვევები, როცა ზედიზედ 2-3 მატჩი კარგად ჩაატარეთ, მაგრამ სასტარტოში თქვენს ნაცვლად მაინც აბაევი მოგვევლინა. ეს რით ავხსნათ?

- "ანჟის" მესვეურებმა თავიდანვე გვითხრეს, რომ ორივეს თანაბრად მოგვიწევს თამაში. გაჯი გაჯიევმა გაგვაფრთხილა ზედიზედ ორივეს 3-3 მატჩში მოგიწევთ თამაშიო.

- ზედიზედ 3-3 შეხვედრაში თამაშით შეძლებთ ფორმის შენარჩუნებას?

- როგორც ხედავთ ვახერხებთ. მონდომებითა და საკუთარ თავზე მუშაობით ყველაფერი შესაძლებელია. "ანჟიში" ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე ვარ. სექტემბრის მატჩების წინ, გაჯიევს ვესაუბრე, ვითარება ავუხსენი და ვთხოვე შესარჩევ ციკლს ვიწყებთ, მინდა კარგ ფორმაში ვიყო-მეთქი. უმალ მიმიხვდა რაც ვიგულისხმე და საბერძნეთთან მატჩამდე, კლუბში ზედიზედ მომიწია თამაშმა.

- სიტყვამ მოიტანა და ბარემ აქვე გკითხავთ. სექტემბრის თამაშებს როგორ იხსენებთ?

- საბერძნეთთან გასვლითი ფრით, საკვალიფიკაციო ეტაპი რიხიანად დავიწყეთ. ამ მატჩის მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ ბერძნებს ვეღარ გავუძელით. მიუხედავად ამისა, სტუმრად მოპოვებული ამ ქულით სხვა გუნდებს ვაგრძნობინეთ, რომ ჩვენი ნაკრები ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალაა. ბერძნებთან თამაშის შემდეგ, ყველას ერთი განწყობა და მიზანი გვქონდა. ისრაელთან უნდა მოგვეგო. დასანანია, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. არ გაგვიმართლა, თორემ მოგებას ვიმსახურებდით.

- 2 მატჩი და 2 ქულა. მონაგარზე რას იტყოდით?

- მთლად უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ მეტიც შეიძლებოა. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელ გუნდებთან მოვიპოვეთ ეს ქულები. საბერძნეთი ერთ-ერთი ფავორიტია, ისრაელი კი ცხრილის ლიდერია. ერთსაც დავამატებდი, ჩვენმა ნაკრებმა წელს 5 მატჩი ჩაატარა და არცერთი წაგვიგია. გუნდი მატჩიდან მატჩამდე უმატებს. ეროვნულის დაცვა ახლა უკეთ გამოიყურება. შეტევაშიც უფრო უკეთ ათამაშდება გუნდი და შედეგიც კარგი გვექნება.

- წლეულს ნაკრების 5 მატჩიდან სამში ითამაშეთ, ამასთან ორ შეხვედრაში მშრალად. მხოლოდ ერთი გოლი გაგიტანეს...

- უკანა ხაზი ახლა უფრო საიმედოდ გამოიყურება და მეც მშვიდად ვარ. როცა დაცვის იმედი აქვს, მეკარეც უფრო თავისუფლად და თავდაჯერებულად თამაშობს.

- ოქტომბერში მალტას ვუმასპინძლებთ და ლატვიას სტუმრად ვეთამაშებით. ბევრი თვლის, რომ ამ მატჩებში 6 ქულას მოვიპოვებთ. ეს პროგნოზი რეალობასთან შორს არ უნდა იყოს. რა აზრის ხართ?

- ამ ორივე თამაშის მოგება ჩვენი გუნდის შესაძლებლობებს ნამდვილად არ აღემატება. მალტასთან შინ უნდა მოვიგოთ და გულშემატკივარი გავახაროთ. ლატვიაშიც შეგვიძლია 3 ქულის მოპოვება... ორივე მატჩში გამარჯვება იოლი არ იქნება, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ. ეს უნდა მოვახერხოთ, ცხრილშიც ზემოთ ავიწევთ და მეტოქეებიც მეტად დაგვაფასებენ.

- ისევ "ანჟის" დავუბრუნდეთ. გუნდი წლეულს დაბრუნდა პრემიერლიგაში. ამჟამად მე-12 ადგილზე ხართ. შეძლებთ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას?

- ამ სეზონში სწორედ ეს მოკრძალებული მიზანია. 23 ქულა გვაქვს და უხეში დათვლით, 30 ქულა საკმარისი იქნება პრემიერლიგაში დასარჩენად. ასე რომ, დარჩენილ 9 ტურში მინიმუმ 7 ქულის მოპოვება უნდა მოვახერხოთ. ვფიქრობ მეტიც შეგვიძლია. გვჯერა, წლეულს ადგილის შენარჩუნება არ გაგვიჭირდება, მომდევნო სეზონში კი უფრო ამბიციური მიზანი გვექნება.

- "ანჟის" ქართველების საქმე როგორ მიდის?

- ზაფხულის პაუზისას მცველი ოთარ ხიზანეიშვილი დაგვემატა. სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა და თავდაპირველად გაუჭირდა. თუმცა ახლა კარგ ფორმაშია და დაცვაში საიმედოდ თამაშობს. ნახევარმცველი ზურაბ არზიანი ტრავმებმა შეაწუხა და გარკვეული პერიოდი გაუცდა. უკვე გამოჯანმრთელდა და კონდიციებსაც აღიდგენს. ახალგაზრდა თავდამსხმელი გვყავს გიორგი ილურიძე. 19-წლამდელთა ნაკრებშიც იყო გამოძახებული. საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს და კარგ ფორვარდად ჩამოყალიბდება. საამისოდ მას ჩინებული მონაცემები აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო