"ორლანდოს" ლიდერს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა - მან შეიძლება "ჰიუსტონში" გააგრძელოს გამოსვლა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის წამყვანი ცენტრი დუაიტ ჰოვარდი კვლავაც ვერ გარკვეულა თავისი მომავალი კარიერის შესახებ. ამჟამად "ორლანდოს" ლიდერს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა - მან შეიძლება "ჰიუსტონში" გააგრძელოს გამოსვლა.

NBA-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, თუ დუაიტ ჰოვარდი გაცვლის შედეგად "როკეტსის" რიგებში აღმოჩნდა, იქ დიდი ხანი არ გაჩერდება. 2012-13 წლების სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და სავარაუდოდ, უფრო ამბიციურ გუნდში გადავა.

როგორც ამერიკელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, გუშინ "ჰიუსტონის" მიერ განხორციელებული გაცვლა სწორედ "სუპერმენის" ხელში ჩაგდებას ემსახურება. "როკეტსის" ხელმძღვანელობამ ფორვარდი ჩეიზ ბადინგერი "მინესოტაში" გაუშვა, სანაცვლოდ კი 2012 წლის დრაფტზე მე-18 ნომრის არჩევანი მიიღო.

ახლა, "ჰიუსტონის" განკარგულებაშია დრაფტზე მე-14, მე-16 და მე-18 ნომრების არჩევის უფლება. სავარაუდოდ, ამ სამ არჩევანს გამოიყენებენ ტექსასელები ჰოვარდის გადასაბირებლად.

27 ივნისს "ინდიანა პეისერსის" პრეზიდენტი ლარი ბერდი კლუბის მფლობელთან, ჰერბ საიმონთან შეხვედრას გეგმავს. ლეგენდარულ კალათბურთელს სურს გაარკვიოს თავისი მომავალი კლუბი, - წერს გაზეთი Usatoday.

ამ გამოცემის ჟურნალისტთა აზრით, სწორედ დღეს ლარი ბერდი გამოაცხადებს "ინდიანადან" წასვლის შესახებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა