იტალიური სპორტული პრესის მთავარი სასაუბრო თემა "რომას" კრიზისი და ის ბოლოდრინდელი ამბებია, რომლებიც ამ გუნდის გარშემო ხდება. "ჯალოროსიმ" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და ოთხი ტური ისე მიილია, რომ გამარჯვების გემო არ იცის.

იტალიური სპორტული პრესის მთავარი სასაუბრო თემა "რომას" კრიზისი და ის ბოლოდრინდელი ამბებია, რომლებიც ამ გუნდის გარშემო ხდება. "ჯალოროსიმ" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და ოთხი ტური ისე მიილია, რომ გამარჯვების გემო არ იცის. მთელი საფეხბურთო იტალია "რომას" მძიმე ჩავარდნაზე საუბრობს, დედაქალაქელები კი ყველაფერს მსაჯებს აბრალებენ.

გასულ ტურში, "ჯალოროსი" ბრეშას ესტუმრა და 2:1-ზე დამარცხდა. მატჩის არბიტრმა კარმინე რუსომ სტუმართა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ამასთან მოედნიდან ფილიპ მექსე გააძევა. ფრანგმა უკანახაზელმა ჯერ ყვითელი ბარათი მიიღო, რაზეც პროტესტი ემოციურად გამოხატა და უმალ გაძევებულ იქნა მინდვრიდან. არადა, ფილიპი პროტესტს სამართლიანად გამოხატავდა - მან საჯარიმო მოედნის გარეთ იუხეშა და მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პენალტის დანიშვნის შესახებ, უსამართლო იყო. მოკლედ, ნებსით თუ უნებლიედ, რეფერიმ "რომა" დაჩაგრა, რაც დედაქალაქელებმა ვერაფრით მოინელეს. ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა ფედერკალჩოს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მექსეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. აი, როგორ ახსნა აღნიშნული გადაწყვეტილება იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანკარლო აბეტემ:

"სადისციპლინო კომიტეტის საქმიანობაში არასდროს ვერეოდი და შესაბამისად, კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ. თუმცა, ჩემი ინფორმაციით ფილიპ მექსე პროტესტის ზედმეტად ხმაურიანად გამოხატვის გამო დაისაჯა. შესაძლოა მატჩის არბიტრს თერთმეტმეტრიანი არ უნდა დაენიშნა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავზე კონტროლი დავკარგოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთელი უნდა დაემორჩილოს მსაჯის გადაწყვეტილებას".

"რომას" ბანაკში აღშფოთებას ვერ მალავენ - მაგალითად, მარკო ბორიელომ ცხელ გულზე ისეთი განცხადება გააკეთა, რომელიც "მილანის" მესვეურებს ნამდვილად არ მოეწონებოდათ: "უკვე მივხვდი რა განსხვავებაა როდესაც "რომაში" თამაშობ და არა "მილანში". "როსონერის" ფეხბურთელი ვიყავი, როდესაც რუსომ მაისურის გაცვლა შემომთავაზა, "ბრეშასთან" გასვლით პაექრობაში კი ხეირიანად არც კი მომსალმებია. "მილანში" თამაშისას არბიტრთა ასეთ არაობიექტურ ქმედებას არასდროს შევსწრებივარ და ვხდები, რომ "რომაში" ამისგან დაზღვეული ვერ ვიქნები. თუმცა, ამან არ უნდა შეგვაშინოს - ჩვენ დიდი გუნდი გვყავს, რომელიც აუცილებლად უმაღლესი მიზნების მისაღწევად იბრძოლებს. ჩვენი გატეხვა ასე იოლი არ არის და ამაში მალე დარწმუნდებით".

გაოგნებას ვერც როზელა სენსი მალავს, რომელსაც კლუბი გასაყიდად აქვს გატანილი. მოვუსმინოთ პრეზიდენტს: "ტენდენციური მსაჯობის მომსწრე ადრეც არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ ის რაც ამ სეზონის სტარტზე ხდება, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. როგორც ჩანს, ვიღაცას ძალიან არ უნდა რომ წარმატებას მივაღწიოთ და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ვერ გეტყვით რა იქნება ხვალ, დავრჩები თუ არა კლუბის პრეზიდენტად, მაგრამ ერთი კი ვიცი, ასეთი უსამართლობის წინააღმდეგ ყოველთვის ვიბრძოლებ".

"რომას' პრობლემებს ჟულიო სერჟიოს ტრავმაც დაემატა. ბრაზილიელმა კიპერმა ჯვარედინი მყესები "ბრეშასთან" მატჩის მსვლელობისას დაიზიანა, მაგრამ რადგან კლაუდიო რანიერის სამივე ცვლილება გაკეთებული ჰქონდა, თამაშის ბოლომდე ჩამთავრება მოუწია. ამან კიდევ უფრო გაართულა მისი მდგომარეობა და ექიმთა პირველადი დასკვნით, მინიმუმ ერთი თვით მოუწევს ლაზარეთში გადანაცვლება. არადა, ამ სეზონში სეზარი ალბათ ერთადერთი ნათელი წერტილი იყო "ჯალორისის" შემადგენლობაში. თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, სეზარის არყოფნაში "რომას" კარს რუმინელი მეკარე ბოგდან ლობონტი დაიცავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა