ოლიმპიადებზე ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის ამსახველ ფოტოებთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილია მუზეუმში დაცული სხვადასხვა ექსპონატი
ოლიმპიური თამაშების წარმოშობის ისტორიული ექსკურსით იწყება ქუთაისის სამხატვრო გალერეაში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადისადმი მიძღვნილი გამოფენა "ათენიდან - ლონდონამდე", რომელიც ქუთაისის სპორტული მუზეუმის ხელმძღვანელის, ცნობილი მკვლევარის, ზურაბ ჯავახაძის თაოსნობით მოეწყო.

ოლიმპიადებზე ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის ამსახველ ფოტოებთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილია მუზეუმში დაცული სხვადასხვა ექსპონატი.

აქვეა გამოფენილი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქვეყნების მონეტების კოლექცია. ცალკე კუთხე აქვს დათმობილი თემას "სპორტი და პოლიტიკა", სადაც ყურადღებას მსოფლიოს ორი დიდი დიქტატორის, სტალინისა და ჰიტლერის ფოტოებიც იპყრობს.

ზურაბ ჯავახაძემ გალერიის კედლებზე მათი მოხვედრა საინტერესო ისტორიას დაუკავშირა: "1936 წლის ბერლინის XI ოლიმპიადაზე ორგანიზატორებმა, ჰიტლერის მითითებით, ყველაფერი იღონეს, რომ დიდი სპორტული ფორუმი არიული რასის ფიზიკური სრულყოფილების დემონსტრირებად ექციათ.

გერმანელებმა ყველას აჯობეს არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, მაგრამ ბერლინის თამაშების გმირად შავკანიანი ამერიკელი სპორტსმენი ჯესი ოუნსი იქცა, რომელმაც მძლეოსნობაში 4 ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.

ჰიტლერის გაცოფებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ყოველი მედლის მიღების შემდეგ ზანგ სპორტსმენს გამარჯვებას ულოცავდა. წონასწორობადაკარგული ფიურერი სამჯერ მილოცვის შემდეგ სასწრაფოდ გაშორდა ოლიმპიურ ჩემპიონს.

რაც შეეხება სტალინს, მან 1948 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე სსრკ-ის ნაკრების გამოსვლაზე შემდეგი მიზეზით თქვა უარი: ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნის სახელი დავიმკვიდრეთ, ოლიმპიადაზე მარცხი კი ჩვენს ავტორიტეტს შელახავს. ამიტომ კარგად მოემზადეთ და მომდევნო ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზეთო"...

ზურაბ ჯავახაძის თქმით, ამ გამოფენის უპირველესი მიზანი ოლიმპიური თამაშების ისტორიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა. "გამოფენას ბევრი დამთვალიერებელი სტუმრობს, მათ შორის, უცხოელებიც" - აღნიშნა ზურაბ ჯავახაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა