უეფას პრეზიდენტი ინგლის-უკრაინის მატჩში გოლამდე არდაფიქსირებულ თამაშგარეზე საუბრობს
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მოწინააღმდეგეა. აი, რას ამბობს ფრანგი ფუნქციონერი:

- მე არ ვარ ფიფას პრეზიდენტი და არ ვიცი, გავხდები თუ არა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოდესმე, თუმცა, ვფიქრობ, რომ ფიფა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ისტორიულ შეცდომას უშვებენ, როცა ტესტებს უტარებენ ტექნოლოგიებს იმის დასადგენად, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი.

ვიმეორებ, ეს გამოუსწორებელი შეცდომა იქნება. ჩემი აზრით, ახალი ტექნოლოგიები პრობლემა იქნება.

უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგის მატჩებში ჩვენს არბიტრებს არცერთი შეცდომა არ მოსვლიათ საკამათო გოლთან დაკავშირებით.

არადა, 12 ასეთი სადავო შემთხვევა იყო. მსაჯებმა ყველა შემთხვევაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

ევროპის ჩემპიონატზე ბევრი პენალტი და ჯარიმა, თუ უკრაინელთა "გოლს" არ ჩავთვლით, არბიტრებმა დაინახეს.

სწორედ იმიტომ ვარ ვიდეოგამეორებების მოწინააღმდეგე, რომ უკრაინელთა შეტევა, რომელსაც არჩათვლილი ბურთი მოჰყვა, თამაშგარედან დაიწყო.

თქვენ გოლის დასაფიქსირებლად ტექნოლოგიის დანერგვა გინდათ. კი, მაგრამ რას გადაწყვეტთ, თუკი გოლამდე თამაშის წესის დარღვევა იყო?

ეს ნიშნავს, რომ ეპიზოდი ცოტა უფრო ადრე უნდა შეჩერებულიყო. ამიტომაც არ ვეთანხმები ამ იდეას. მოდი, ისევ ხალხს მივენდოთ. ამ შემთხვევაში პოზიციის შეცვლას არ ვაპირებ, რადგან ლაპარაკია არა ერთი კონკრეტული ტექნიკური საკითხის გადაჭრაზე, არამედ ზოგადად, ფეხბურთში ტექნოლოგიების დანერგვაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა