"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა "გარდიანთან" ინტერვიუში ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი გააკრიტიკა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა რიო ფერდინანდმა "გარდიანთან" ინტერვიუში ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გუნდის წარუმატებლობის მიზეზი ევროპის ჩემპიონატზე მისი მეტისმეტი კონსერვატიულობა გახდა. აი, რა თქვა ფერდინანდმა:

- თუკი ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა ფეხბურთელები მიგყავს, მაშინ ისინი უნდა ათამაშო და ასე მიიღო პასუხი შეკითხვაზე, რა შეუძლიათ მათ. მომწონს ოქსლეიდ-ჩემბერლენის თამაში და ძალიან მინდოდა, მინდორზე მას უფრო დიდი დრო გაეტარებინა.

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ თამაშებს ის უმეტესად სათადარიგოთა სკამიდან უყურებდა. ალექსი ზუსტად ისეთ სიტუაციაში ჩავარდა, როგორშიც უოლკოტი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ფილ ჯონსი ერთ-ერთი ის უნივერსალური ფეხბურთელია, ვისაც იოლად შეუძლია თამაშში ჩართვა.

როცა ბურთის დაცვიდან რაც შეიძლება სწრაფად ამოტანასა და მასთან ერთად 40 იარდის გავლას ცდილობ, სწორედ ფილ ჯონსი გჭირდება.

და სად იყო ის? ფილის ნაცვლად მოედანზე ჯორდან ჰენდერსონი გამოვიდა. ლივერპულელის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ის სულ სხვა ტიპის ფეხბურთელია.

ჰენდერსონის მოედანზე გამოსვლის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ძალიან კონსერვატიულად ვცდილობდით თამაშის აწყობას.

ამ შეცვლით მეტოქეს ვუთხარით, რომ უფრო მეტად თავის დაცვა გვაინტერესებდა, ვიდრე ის, რომ მისთვის პრობლემები იქით შეგვექმნა.

დიდი სურვილი მქონდა, მენახა ოქსლეიდ-ჩემბერლენი, უოლკოტი და ადამ ჯონსონი როგორ აიძულებდნენ მეტოქეებს დაცვაში თამაშს. მინდოდა, დენი უელბეკს ბურთი ისევე ხშირად მიეღო, როგორც ეს "მანჩესტერ იუნაიტედში" ხდება, მაგრამ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა