საქართველოს ჩემპიონატის ლიდერმა, ქუთაისის "აიამ" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. ქუთათურებმა ამჯერად ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე თბილისის "აკადემიასთან" წააგეს - 11:18...

საქართველოს ჩემპიონატის ლიდერმა, ქუთაისის "აიამ" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. ქუთათურებმა ამჯერად ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე თბილისის "აკადემიასთან" წააგეს - 11:18.

აკადემიელებმა ამ მატჩში შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს. დაცვაში თავდადებით, რაც მთავარია, ტაქტიკურად გამართულად ირჯებოდნენ და პირველ ტაიმში მეტოქეს მხოლოდ სამი ქულის აღების საშუალება მისცეს.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისელი მორაგბეები ბევრ შეცდომას უშვებდნენ, რაც აკადემიელებმა მაქსიმალურად გამოიყენეს. ისევე, როგორც წინა ტურის მატჩში "არმაზთან", ქუთათურები ამჯერადაც ხშირად არღვევდნენ წესს. "აკადემიას" შერკინების კვაჭმა ბექა მეკოკიშვილმა "აიას" კარში შვიდი საჯარიმო დაარტყა და ექვსი გაიტანა. ამათგა სამი საკმაოდ შორიდან, თითქმის ცენტრიდან.

პირველი ტაიმი "აკადემიამ" 9:3 მოიგო. ანგარიში "აიას" მგეზავმა გაგა სინაურიძემ საჯარიმოთი მე-10 წუთზე გახსნა, რაზეც მეკოკიშვილმა ტაიმის ბოლომდე სამით უპასუხა.

მეორე ნახევარში "ტაისონამ", როგორც უკვე ვთქვით, კიდევ სამჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. თამაშის დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე "აიამ" ლელოს გატანა შეძლო. ქუთაისელთა საკმაოდ ლამაზი, მრავალფაზიანი შეტევა "აკადემიამ" საკუთარი ლელოს მისადგომებთან წესის დარღვევით შეაჩერა. "აიამ" საჯარიმო იქვე გაითამაშა, მორკინალთა პირველ დარტყმას მალევე მეორეც მოჰყვა და მესამეხაზელმა გელა შალამბერიძემ ჩათვლის მოედანში შეაღწია. შეცვლაზე შესულმა ლევან შარვაშიძემ ვერ გარდასახა - 11:18.

ვითარება უკიდურესად დაიძაბა. "აიას" მატჩის გადარჩენისთვის მცირე დრო ჰქონდა. "აკადემია" არ შედრკა და ლიდერის დამარცხებით სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოისწორა.

აია-აკადემია 11:18

აია (15-9) ხამაშურიძე (შარვაშიძე 60), გოგლიჩიძე, ი.ჩხიკვაძე, აშვეთია, აბრამიძე, სინაურიძე (გოშაძე 72), როხვაძე (გოგია 30). (1-8) ლომიძე (ტ.ჩხიკვაძე 65), სხულუხია (მატკავა 70), გურეშიძე (ერისთავი 72), იობიძე, მეტრეველი, რევიშვილი, გ.შალამბერიძე, თხელიძე.

ლ: გ.შალამბერიძე. 2ს: სინაურიძე.

სინბინი: ტ.ჩხიკვაძე

აკადემია (15-9) ი.დავითაშვილი, მარგიანი, წასიძე, მოლოდინაშვილი, კიზირია, ელიზბარაშვილი, ქოპილაშვილი. (1-8) ფირცხალაიშვილი (ზაქაშვილი 59), მეკოკიშვილი, ღამბაშიძე, ნებულიშვილი, გელაძე, ნიბლაძე, ნ.ჩხიკვაძე (ჩაჩუა 50), მჭედლიძე (ბერძული 70).

მსაჯი: თ.ჩერგოლეიშვილი

X ტური

ბათუმი XV -არმაზი 27:13, ვისოლი\ყოჩები-ხარები 32:16

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლელო 10 8 0 2 +154 16

2. აია 10 7 0 3 +55 14

3. ყოჩები 10 6 1 3 +59 13

4. ლოკომოტივი 10 6 0 4 +59 12

5. არმაზი 10 4 0 6 -92 8

6. აკადემია 10 3 1 6 -27 7

7. ხარები 10 3 0 7 -128 6

8. ბათუმი XV 10 2 0 8 -83 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა