ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს არ აღელვებს, ევრო 2012-ის ფინალში გერმანიას დაუპირისპირდება, თუ იტალიას
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ პორტუგალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ევრო 2012-ის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ესპანეთის ნაკრებმა შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 0:0 დაასრულა, პენალტების სერიაში კი 4:2 გაიმარჯვა.

"ვფიქრობ, რომ ჩვენ სულ მცირედით უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე პორტუგალიამ. მთელი 90 წუთის განმავლობაში აბსოლუტურად თანაბარი თამაში იყო, მაგრამ დამატებით დროში ჩვენ უკეთ გამოვიყურებოდით.

ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემმა გუნდმა მაშინ იძალა, როდესაც ეს აუცილებელი იყო.

ძალიან რთული თამაში იყო - ბევრი დარტყმითა და ორთაბრძოლით. მიხარია, რომ ჩემს ფეხბურთელებს თავი ღირსეულად ეჭირათ.

პორტუგალიელები სახიფათო მომენტებს მრავლად ვერ ქმნიდნენ, თუმცა ყოველთვის არსებობდა საფრთხე კრიშტიანო რონალდოსგან.

ყველა ფეხბურთელმა, რომელმაც პენალტი შეასრულა, ამის სურვილი თავად გამოთქვა. ფაბრეგასმა მთხოვა, მეხუთე დარტყმის შესრულების უფლება მიმეცა და არც მე შევწინააღმდეგებივარ.

პანენკას სტილში რამოსის დარტყმა? გოლკიპერმა დროზე ადრე დაიწყო ერთ მხარეს მოძრაობა და სერხიოს არჩევანი გაუმართლებელი ნამდვილად არ იყო.

ესპანეთის ნაკრების თამაში არ იყო სანახაობრივი? ვფიქრობ, დღეს თავს კარგად ვიცავდით. ოთხი მცველი, ორი საყრდენი...

ვის შევხვდებით ფინალში? ჩემთვის სულერთია. ჩვენ ფინალში ვართ და ველით კვირას გასამართ შეხვედრას საუკეთესო განწყობით", - განუცხადა დელ ბოსკემ AS-ს.

ასევე იხილეთ:

პორტუგალია-ესპანეთი 0:0 (პენ. 2:4) - იკერ კასილიასმა ხელთათმანი ისროლა [+VIDEO]

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა