28 ივნისს მე-4 ტურის პარტიები გაიმართება
თბილისის ჭადრაკის სასახლე 20-წლამდელ მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობას მასპინძლობს.

ორი ტურის შემდეგ გოგონებში მხოლოდ სამი მათგანი იყო დარჩენილი უდანაკარგოდ. 27 ივნისს მე-3 ტურში ლიდერებმა დაზავება არჩიეს: ყაიმზე შეთანხმდნენ ანა შამათავა - ანა კუჭავა, ნანი უნაფქოშვილი - ნატო იმნაძე.

დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: მარიამ ჭოლაძე - ლიკა კობეშავიძე 1:0, დეა გოგიშვილი - ადა კაკუტია 1:0, ნინო გუმბერიძე - მარიამ ჯავახიშვილი 1:0, მაია მუმლაძე - თეა ჭოლაძე 0,5:0,5.

სამი ტურის შემდეგ: შამათავა, კუჭავა, უნაფქოშვილი - 2,5-2,5, გოგიშვილი, მ. ჭოლაძე - 2-2, იმნაძე - 1,5, კობეშავიძე, ჯავახიშვილი, კაკუტია - 1-1, თ. ჭოლაძე, მუმლაძე - 0,5-0,5 ქულა.

ორ-ორქულიან ვაჟთაგან ზურაბ ჯავახაძემ და გიორგი ნიკოლაშვილმა იყოჩაღეს, რომლებმაც თეთრი ფიგურებით შალვა ნადირაშვილი და დიმიტრი კვარაცხელია დაამარცხეს და 3-3 ქულით გათამაშების ცხრილს ჩაუდგნენ სათავეში.

ნიკოლოზ ქუმსიაშვილი და ლევან ბრეგაძე ყაიმზე შეთანხმდნენ. სატურნირო მდგომარეობა გამოასწორა ირაკლი ბერაძემ, რომელმაც სეხნიას - ირაკლი ჯანიაშვილს გააჩერებინა საათი.

წარმატებით ითამაშეს ვაჟთა ტურნირში მოასპარეზე დებმა ხომერიკებმა: ქეთევანმა ლუკა ლიჩელი დაამარცხა, ნინომ აბდულ მამედოვს აჯობა. ახლა ორივეს 2-2 ქულა აქვს. ნიკოლაშვილისა და ჯავახაძის გარდა, დებს ბრეგაძე, ბერაძე და ქუმსიაშვილი უსწრებენ, რომლებსაც 2,5-2,5 ქულა აქვთ.

28 ივნისს მე-4 ტურის პარტიები გაიმართება.

20-წლამდელების საქართველო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა