ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ დონეცკის "შახტართან" საკონტროლო მატჩმა მის გუნდს დიდი სამსახური გაუწია
"ქართულ გუნდებს ყაზახებთან თამაშის გამოცდილება გვაქვს და მათ შორის, "აქტობესთანაც".

სამწუხაროდ, ეს გამოცდილება ჩვენთვის მისაღები არ არის, რადგან შარშანწინ "ოლიმპი" დამარცხდა. ამიტომ ყველანაირად შევეცდებით, ეს სტატისტიკა ჩვენს სასარგებლოდ შევცვალოთ.

რაც შეეხება უშუალოდ გუნდს, ჯერჯერობით მასზე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მოვიპოვებთ და მის გამოყენებას შევეცდები", - თქვა "ტორპედოს" პრესსამსახურთან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ.

25 ივნისს ქუთაისის "ტორპედო" ავსტრიაში დონეცკის "შახტართან" ამხანაგურ მატჩში 1:2 დამარცხდა. უკრაინელებს ტორპედოელები მოეწონათ.

ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი კი ამბობს, რომ მის ფეხბურთელებს გამარჯვების რწმენა აკლიათ:

"მოთამაშეებმა უნდა დაიჯერონ, რომ თამაში ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შეიძლება. ასეთი რანგის სპარინგები, უპირველესად, სწორედ ამას ემსახურება - უნდა დარწმუნდნენ, რომ არანაკლები ფეხბურთელები არიან.

მაგრამ ყველაფრის თავი და თავი ფსიქოლოგიური მომზადებაა. მიმაჩნია, რომ ამ კუთხით "შახტართან" შეხვედრამ კარგი სამსახური გაგვიწია.

მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით, მიმაჩნია, რომ მაინც ბევრი დადებითი მხარე გამოვაჩინეთ. რომ არა შეცდომები, შეიძლებოდა, მატჩი სხვა შედეგითაც დასრულებულიყო. ორივე გოლი სწორედ შეცდომების გამო გავუშვით.

ასეთი სპარინგების დადებითი მხარე ისიც არის, რომ ფეხბურთელებმა ნახეს, ევროპული დონის კლუბები სულ სხვა სისწრაფით თამაშობენ და ამ ტემპთან შეჩვევა მოგვიწევს", - ამბობს გეგუჩაძე.

"ტორპედო" ავსტრიაში ბოლო საკონტროლო მატჩს გერმანიის მესამე ბუნდესლიგელ "კარლსრუესთან" 28 ივნისს გამართავს, 29-ში კი გუნდი საქართველოში დაბრუნდება.

გია გეგუჩაძე - ყველაფერი ფსიქოლოგიური მომზადებით იწყება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გია გეგუჩაძე: ქუთაისის "ტორპედოს" მომზადებით კმაყოფილი ვარ

ქუთაისის "ტორპედომ" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელებისგან ქება დაიმსახურა

ქუთაისის "ტორპედომ" დონეცკის "შახტართან" თავი არ შეირცხვინა

ქუთაისის "ტორპედო" ევროპალიგაზე ყაზახურ "აქტობეს" შეხვდა

ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი ქუთაისის "ტორპედო" რუმინულ "სტიაუას" დაუზავდა

ქუთაისის "ტორპედომ" ავსტრიული შეკრება წაგებით დაიწყო

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა