ტაჰირ სულეიმანოვი გაზეთ "ლელოს" მეშვეობით ქართულ საფეხბურთო სამყაროს თხოვნით მიმართავს
ჩემპიონთა ლიგის წილისყრამ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" ბაქოს "ნეფთჩს" დაუწყვილა.

ეს იყო და დაიწყო: აზერბაიჯანული პრესა ამტკიცებს, ბაქოს "ნეფთჩი" ფავორიტია და გაუმართლაო.

ცეცხლზე ნავთი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბუიუქაღა გაჯიევმა დაასხა. მისი სიხარული გასაგებია, "ნეფთჩი" ხომ ზაგრების "დინამოსა" და ბელგრადის "პარტიზანს" ასცდა. ეს ორი კლუბი კი სახელითა და ავტორიტეტით "ზესტაფონზე" შთამბეჭდავად გამოიყურება.

მაგრამ სიხარულის გამოხატვაშიც ზომიერებაა საჭირო. გაჯიევს კი ზედმეტი მოუვიდა და ადრინდელი წყენაც ვერ დამალა: მისი გაწვრთნილი "ბაქი" 2006 წელს ჩემპიონთა ლიგაში კახა ცხადაძის ბოლნისის "სიონთან" დამარცხდა.

თბილისში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ ცუდი რამ მოხდა - გაჯიევმა ჯერ ცხადაძის ასისტენტ ბადრი კვარაცხელიას აგინა, შემდეგ ბოლნისელთა მთავარ მწვრთნელს და ცხადია, ისეთი ადეკვატური პასუხი მიიღო, წყენას დღემდე ვერ ივიწყებს.

ამას ქართული მხარისა და მედიის შესაბამისი რეაქცია მოჰყვა და როგორც ჩანს, ბაქოს "ნეფთჩის" ხელმძღვანელობა საფუძვლიანად შეშფოთდა, რადგან ასეთი ისტერია მატჩების არანორმალურ გარემოში ჩატარების წინაპირობა არის.

ჩვენდა გასაოცრად, 27 ივნისს ბაქოური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ტაჰირ სულეიმანოვი თავად დაგვიკავშირდა და კომენტარის გაკეთება ითხოვა:

"ქართულ მედიაში კომენტარებს გავეცანით და ორი აზრი არ არის, ორივე მხრიდან დაუფიქრებელი განცხადებების გამო არაჯანსაღი ვითარება შეიქმნა. ასე გაგრძელება კი ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძმურ ურთიერთობებს არ წაადგება.

თხოვნა მექნება: თუ ჩვენი მხრიდან დაუფიქრებელი კომენტარი გაკეთდა, კლუბსა და აზერბაიჯანელ ხალხს ნუ მიაწერთ. იგივეს ვთხოვ ქართულ მხარესაც.

ჯერ ერთი, ეს ფეხბურთია და არა - ომი; და მეორეც: ჩვენ მართლაც ძმური ერები ვართ და არაფერი იმად არ გვიღირს, რომ ეს ურთიერთობები დავივიწყოთ. ჩვენ ერთმანეთს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ვგულშემატკივრობდით. "ნეფთჩისა" და "დინამოს" მატჩები ყოველთვის უშეღავათო ბრძოლებში ტარდებოდა, მაგრამ მეგობრობისთვის არასოდეს გვიღალატია.

აზერბაიჯანში მრავალი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. თქვენი სპეციალისტები ჩვენს კლუბებს ავარჯიშებენ და ხალხის უდიდესი პატივისცემით სარგებლობენ.

დაე, "ზესტაფონი"-"ნეფთჩის" შეხვედრაშიც უძლიერესმა გაიმარჯვოს. საქართველოს ჩემპიონს ისეთ მაღალ დონეზე მივიღებთ, როგორც ჩვენს ძმობას შეშვენის და ყველა საორგანიზაციო საკითხს მოვუგვარებთ. დარწმუნებული ვარ, ზესტაფონშიც ასევე იქნება.

ვიღაცას აშკარად სურს, რომ ეს ურთიერთობები არიოს და მოშალოს; და არა მხოლოდ კლუბები, ჩვენი ხალხებიც ერთმანეთს წაჰკიდოს, მაგრამ ტრადიციულ ურთიერთობებს არ ვუღალატებთ.

მეტოქისა და ქართველი ხალხის მიმართ კიდევ ერთხელ მსურს ბაქოს "ნეფთჩისა" და აზერბაიჯანელების პატივისცემა დავადასტურო.

მოკითხვას ვუთვლი "ზესტაფონს", მის პრეზიდენტს, გუნდის გულშემატკივრებსა და ქართველ ხალხს. ჩვენი შეხვედრები არა მტრობის, არამედ მეგობრობის მაგალითი გახდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nukri
რაც არ უნდა იყოს ადამიანმა ელემენტარული ზრდილობა გამოიჩინა რაც ბევრ სხვას ავიწყდება ხოლმე და არ არის საჭირო ჩასაფრებულის პოზიციიდნა ქექვა ყველაფრის "სინამდვილეში სულ სხვა რამეს ფიქრობდაო.."
marina
აბა ქართველებს კი არ ეყოფათ ჭკუა, რომ დაძაბულობა გაანეიტრალონ. კიდევ კარგი იქეთ მხარეს მაინც გამოჩნდა ერთი გონიერი მაინც.
odala
ბრტყელ-ბრტყელი ბაზარია ეს და მეტი არაფერი. თუ ფიქრობ რომ შენმა მწვრთნელმა მიქარა, თქვი პირდაპირ, თუ არა და გაჩუმდი საერთოდ. სპორტია და ასეთი გაცვლა-გამოცვლა მოსულა. არ არის აუცილებელი მოედანზე გასულ მეტოქეებს ერთმანეთი უყვარდეთ. მეტოქეები არიან ბოლო-ბოლო.
hahaha
მადლობა აზერბაიჯანულ მხარეს იმისთვის, რასაც დღემდე აკეთებდა.. დვალის თამადობით გუნდში მოტივაცია აშკარად გაიზარდა
hahaha
როგორც იქნა საღად მოაზროვნე კაციც გამოჩნდა...
ძია
ყოჩაღ, სულეიმანოვ!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა