ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"კოკა-კოლა" და ფენოვანი - წარბმოღუშულ ბავშვთა ფეხბურთი საქართველოში

"კოკა-კოლა" და ფენოვანი - წარბმოღუშულ ბავშვთა ფეხბურთი საქართველოში

ბავშვმა ფეხბურთზე უფასოდ უნდა იაროს - ან უმაღლესი ლიგის კლუბის აკადემიაში, ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ საფეხბურთო სკოლაში
გვირაბი და ნაზუქები, თიხის ნაკეთობები და საპურმარილე დაწესებულებები, დამღლელი გზა და ზონზროხა სატვირთო მანქანები - რიკოთის უღელტეხილზე სანახავი სხვაც არის - გორმახების ძირში გაშლილი მოედნები, სადაც ბურთს ბავშვები დასდევენ.

ერთ-ერთი რიკოთული მოგზაურობის დროს გულმა ვერ გაგვიძლო და მანქანა გავაჩერეთ. ფოტოგრაფმა კამერა მოიმარჯვა და რაკურსებით გადაიღო იქაური ყმაწვილების ფეხბურთი ოღროჩოღრო, ბალახშემხმარ სარბიელზე. ის ბიჭები ბურთს ჟინიანად ათამაშებდნენ და ეს არ იყო მხოლოდ თამაში, ეს იყო დაცლა უარყოფითი ემოციებისგან. ბავშვები რაღაცნაირები, ცოტათი წარბმოღუშულები ჩანდნენ.

პერიფერიებში ცხოვრებაცა და ფეხბურთიც უფრო დუხჭირია, ვიდრე დედაქალაქში. კი ამბობენ, ფეხბურთი ღარიბების სპორტიაო, მაგრამ ეს სიღარიბეც არ უნდა იყოს კარგი რამე - პატარა ჯვარცმა ზოგჯერ აბოროტებს ადამიანს, ზოგჯერ კი ძალიან მიზანდასახულად აქცევს. წარმატებაც აქედან მოდის, მიზანდასახულობისგან, ოღონდაც დაბრკოლება ხანდახან იმდენია, თავდადება რომ ვერ მოერევა.

პერიფერიებში საფეხბურთო სკოლები თითქმის არ არის, ხოლო სადაც არის, იქ ისეთი სიტუაციაა, გული შეგიღონდებათ. არის გამონათებებიც, გულიანად მომუშავე მწვრთნელები, რომლებსაც არ ეზარებათ სოფელ-სოფელ სიარული, მაგრამ ბავშვთა მწვრთნელი პროფესიაა და ჯამაგირსაც ითხოვს.

თბილისის უბნებში ბევრია მერიის მიერ გაკეთებული ხელოვნურსაფარიანი მოედანი და ბევრჯერ მინახავს მოედნის ღობეზე აკრული აბრა ამა თუ იმ კლუბის სახელწოდებით. ასეთ დროს კლუბის სახელი ძალიან ტრივიალურია, კარგად არის გათვლილი მშობელზეც და ბავშვზეც. ასეთ საფეხბურთო სკოლაში ბავშვის მიყვანა 10-20 ლარით უფრო იაფია, ვიდრე იმ სკოლაში, რომელსაც თავისი მოედნები, დამფუძნებლები და დირექტორები ჰყავს.

დალაგებულ-დავარცხნილ სკოლებში გეტყვიან, რომ ნიჭიერ ბავშვებს ფულს არ ახდევინებენ, ანუ ბავშვები ორ კასტად ჰყავთ დაყოფილები - ვისგანაც არაფერი გამოვა, მან ფული უნდა გადაიხადოს, ხოლო ვისაც რამე პერსპექტივა აქვს, იმას იქით ვუპატრონებთო.

ბავშვების ასეთნაირად გამორჩევა ჩვენებური, ქართული წესია და ზოგ სკოლას ეამაყება, რომ საქმე ასე აქვს აწყობილი. ცხადია, დიფერენციაციას ფინანსური სარჩული აქვს. ბავშვი სკოლიდან პროფესიულ კლუბში უნდა გადავიდეს და თუ ნიჭიერია, ამას მხოლოდ საკომპენსაციო თანხის გადახდა არ ეყოფა, ის უკვე ისეთი ფეხბურთელია, სატრანსფერო ფასი რომ ადევს.

საქართველო ფეხბურთელების ექსპორტიორი ქვეყანა უნდა იყოსო, ასე ამბობენ და სწორი მიმართულებაც ეგ არის, ოღონდაც საქართველო ჯერაც დაჩაგრული ქვეყანაა და ჩვენი ნიჭიერი ბავშვიც დაჩაგრულია - სრულწლოვნებამდე ევროპულ კლუბში ვერ გადავა და თუ გადავა, მხოლოდ თაღლითური გზით - ფიქტიური სტუდენტი უნდა გახდეს, ან კიდევ რამე ყალბი საბუთი უნდა გაახერხოს, ევროპაში ცხოვრებისა და ფეხბურთის თამაშის უფლება რომ ჰქონდეს.

თაღლითობა კი კარგ ქვეყნებში ძნელად მოსახერხებელი საქმეა. ეს აქ არის ადვილი, ახალგაზრდა ფეხბურთელს ასაკი რომ გადაუკეთო და მდიდარ რუსულ კლუბს უფრო ახალგაზრდად შეასაღო. იქ კი ცოტა სხვანაირად არის საქმე.

ამ დავიდარაბას ჩვენი ნიჭიერი ბავშვისთვის კარგი არაფერი მოაქვს: თუ საქართველოში დარჩა, დაოსტატების ფაზაც აქ უნდა გაიაროს; თუ უცხოეთში მაინც წავა, ბავშვობიდან თაღლითობას შეეჩვევა.

მოიყვანე ბავშვი ჩვენთან და მერე მას მერაბ ჟორდანიას "ვიტესში" გავუშვებთ; მოიყვანე ბავშვი ჩვენთან და თქვენ, მშობლებს ხელფასს დაგინიშნავთ; მოიყვანეთ ბავშვი ჩვენთან და ხვალ მას დორტმუნდის "ბორუსიაში" გავუშვებთ; მოიყვანეთ ბავშვი ჩვენთან და ხვალ ის რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში მოხვდება, რადგან იმ ნაკრების მწვრთნელი ჩვენიანია...

ნიჭიერი ბავშვის მშობელს ასეთი და კიდევ სხვანაირი შემოთავაზებები არ აკლია. არის სხვა წინადადებაც, როცა ქართულ საფეხბურთო კლუბს სურს მოზარდის აყვანა, მაგრამ მშობელზე უფრო ის შემოთავაზებები მოქმედებს, გულს უცბად რომ აუფორიაქებს...

თბილისი ბავშვთა ფეხბურთშიც თავკომბალა გახდა, პერიფერიებში საფეხბურთო ინტერნატი თუ აკადემია ჯერ არ არის, "ზესტაფონი" და "ტორპედო" ლიხს იქით მოწინავე კლუბები კი არიან, მაგრამ ახლაღა იწყებენ ზრუნვას ბავშვთა ფეხბურთისთვის.

პატარა ქალაქებსა და სოფლებში შესაძლოა, ფეხბურთი უფრო უყვართ კიდეც, ვიდრე დედაქალაქში, თუნდაც იმიტომ, რომ წარმატების მისაღწევად ეს ლამის ერთადერთი გზა არის. არც თბილისში ულხინთ დუხჭირი ოჯახების ბავშვებს. ფეხბურთის თამაშს კარგი კვება და კარგი დასვენება სჭირდება, ეს კი იაფი არ ჯდება.

ევროპაში ღარიბი ემიგრანტების შვილებსაც კი არა აქვთ კარგი კვების პრობლემა. ჩვენთან კი ყველაფერი ისეა აწყობილი, რომ თუ რამეს იშოვი, თავიც ამით უნდა გაიტანო. ფენოვანი და "კოკა-კოლა" მოზარდის ყოველდღიური საკვები რომ არის, ის ალბათ გენეტიკურად უნდა იყოს ძალიან ძლიერი, ფეხბურთელობა რომ მოახერხოს.

რივალდოს ბიოგრაფია თუ წაგიკითხავთ, გეცოდინებათ, რომ არასათანადო კვების გამო მას ჯეელობაში აბსცესი განუვითარდა. ის კი ბევრისთვის უცნობია, რა მწვრთნელებთან ჰქონდა მას საქმე ბავშვობაში.

საკუთარი თვალით მინახავს, როგორ ლანძღავს ქართველი მწვრთნელი მოზარდს თამაშის დროს; როგორ დაუტოვებია მოედანი გალანძღულ, თვალებაცრემლებულ ბავშვს. ასეთ მწვრთნელს სკოლის დირექტორი ისევ აჩერებს სამსახურში, ბევრ მშობელს კი ჰგონია, რომ ასეთი მწვრთნელია კარგია, რადგან ის მკაცრი, მომთხოვნი და დაუნდობელია.

დასანანია, ასეთ დღეში რომ ვართ, რადგან საქმის გამოსწორება შეუძლებელი სულაც არ არის. ბავშვმა ფეხბურთზე უფასოდ უნდა იაროს, ან უმაღლესი ლიგის კლუბის აკადემიაში, ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ საფეხბურთო სკოლაში - ასე მუშაობენ ევროპაში და ვფიქრობ, ამაზე უკეთესს ჯერ ვერაფერს მოვიგონებთ.

ხომ კარგად გამოჩნდა, რომ ეროვნული ნაკრების ძვირიან მწვრთნელებში მოსროლილი მილიონები ფუჭი გამოდგა და რომ დოვლათს სხვა მიმართულება უნდა გამოუჩნდეს. ფულის სწორად ხარჯვა კი მოიტანს იმას, რომ პერიფერიელი ბავშვები წარბმოღუშულად აღარ ითამაშებენ ფეხბურთს, რომ მათაც ექნებათ ნორმალური მოედანი და მათაც ეყოლებათ კარგი მწვრთნელი.

ფულის სწორად ხარჯვით გაქრებიან ის მწვრთნელები, ბავშვებს უტიფრად რომ ექცევიან. ფულის სწორად ხარჯვით მშობლები დაინახავენ, თუ რა არის უკეთესი მათი შვილებისთვის. ფულის სწორად ხარჯვით ვინძლო ევროკავშირშიც კი შეგვიშვან და მერე ნახეთ, რამდენ ნიჭიერ ქართველს გაეხსნება გზა...

ფეხბურთს კი ისევ ღარიბები ითამაშებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• aklemi

აგი დომენტიეა აფერისტი და ძამა სხვას რას ერჩით?

• დედა

დიდი მადლობა, ბატონო დავით, ასეთი შესანიშნავი სტატიისთვის. მიმაჩნია, რომ უნდა გაიმართოს ღია დისკუსია აქ დასმულ ყველ თითოეულ პრობლემაზე. ყველაფერი, რაც აქ წერია აბსოლუტურ რეალობას შეესაბამება.

• jorj

კარგი სტატიაა გმადლობა ავტორს სტატიისთვის.დისკუსია უნდა იყოს ყოველ დგე და იკნებ ავტორ დაეწერა სხვადასხვა კვეყნებში როგორ ხდება ბავშთა ფეხბურთის განვითარება მაგალითად გერმანიაში ან სხვა კვეყანაში. ველოდები შემდეგ სტატიას ამ პრობლემაზე.

• dudu

გეთანხმებით თითქმის ყველაფერში, ოღონდ, ნუ აიჩემეთ, რო ფეხბურთს მხოლოდ ღარიბები თამაშობენ. ამის საპირისპირო მილიონი მაგალითი არსებობს საქართველოშიც, ბრაზილიაშიც და არგენტინაშიც. ასი წლის წინ აიჩემეს და იმეორებს ამ კლიშეს, ვისაც არ ეზარება. რეგიონებში რო ბავშვისთვის ფეხბურთი წარმატებისკენ გზაა, ეგეც სტერეოტიპული ადა კლიშეებით აზროვნების ნიმუშია. კი ბატონო, ეგრე ხშირად ხდება საფეხბურთო ქვეყნებში, მაგრამ საქართველოში ფეხბურთელობა რა წარმატებაა, არ გამაცინოთ! ისე, ბევრი სწორი და მართალი რამე წერია და არ მიწყინოთ, რაღაცეებმა რო ცოტა გამაღიზიანა.

• nuca

ბატონო დავით, მიმაჩნია, რომ ბავშვთა ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე დისკუსია უნდა გაგრძელდეს იმიტომ,რომ ქართული საფეხბურთო სკოლის წარმატებები წაადგება ქართულ სახელმწიფოსაც. ოს ფეხბურთელებს დღეს რუსულ ძლიერ გუნდებში ეამაყებათ თამაში, მაგრამ უწინ ასეთი გუნდი დინამო იყო.პოლიტიკურ ელეტასაც გაცნობიერებული უნდა ქონდეს, რომ ევროპაში ქვეყნის ცნობადობის გაზრდას ყველაზე მეტად ფეხბურთი უწყობს ხელს, რადგან ყველაზე მეტი გულშემატკივარი ყავს. სიენენის რეკლამეში კი არა, ბავშვთა ფეხბურთში უნდა იხარჯებოდეს მეტი ფული სახელმწიფოს მხრიდან. სუხიშვილებით და რუსტაველის თეატრით რა თქმა უნდა უნდა ვიამაყოთ, მაგრამ 80-იან წლებში ევროპის პატარა საბჭოთა რესპუბლიკით ფართო აუდიტორიის დაინტერესება დინამოს წარმატებებმა განაპირობა. ამიტომ დინამოს ის თაობა ნამდვილი ქართველი მეომრები იყვნენ. ახალგაზრდებიც ამ სულისკვეთებით უნდა იზრდებოდნენ. თითოეული მატჩი მათთვის დიდგორის ტოლფასი უნდა იყოს! ძუნძულით, თავგანწირივის გარეშე რომ ებრძოლათ ქართველებს, ამდენ მომხდურს რა შეაჩერებდა.ძალიან ბევრი დარგის სპეციალისტი უნდა დაჯდეს და მოიფიქროს ქართული ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა, ამასთან ისეთი გულშემატკივარის როგორიცაა დათო ტურაშვილი და სხვები, აზრიც უნდა იქნას გათვალისწინებული.

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა