იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გერმანიასთან მატჩამდე განაცხადა, რომ "სკუადრა აძურა" პირველ ნომრად თამაშს შეეცდება
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ გერმანიის ეროვნულ გუნდთან ევრო 2012-ის ნახევარფინალურ მატჩამდე განაცხადა, რომ "სკუადრა აძურა" პირველ ნომრად თამაშს შეეცდება.

"გერმანია ფავორიტია და ამ მოსაზრებას ვიზიარებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფინალში აუცილებლად იოახიმ ლიოვის გუნდი გავა.

ინგლისელებთან შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და ნებისმიერი თამაშის მოგება შეგვიძლია.

დაცვაში ჩაჯდომას არც გერმანელებთან ვაპირებთ, რადგან შეტევა კარგად დავცადეთ - დავრწმუნდით, რომ როდესაც სამ ათეულზე მეტჯერ დაარტყამ მეტოქის კარის მიმართულებით, გამარჯვება აუცილებლად შენ დაგრჩება.

მირჩევნია კონტრშეტევაზე გავუშვათ გოლი, ვიდრე თუნდაც 20 წუთი ყრუ დაცვაში ვიჯდეთ. მოკლედ, ვეცდებით, რომ მოედნის ცენტრი ავითვისოთ და პირველ ნომრად ვითამაშოთ.

ამბობენ, რომ თავდამსხმელები მოიკოჭლებენ? - ანტონიო კასანოს თითქმის მთელი სეზონი გაუცდა, ამ მოკლე დროში კი ოთხი მატჩი ჩაატარა და თავი ნამდვილად არ შეურცხვენია.

შესაძლოა, ცოტა გადაიღალა და ეს ამბავი მაწუხებს, მაგრამ მჯერა, რომ საუკეთესო კასანო ჯერ კიდევ არ გვინახავს.

რაც შეეხება მარიო ბალოტელის, ინგლისელებთან პაექრობაში დიდი სამუშაო გასწია, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში არ უმართლებდა.

როდესაც მარიო მოედანზეა, ორი მცველი მუდმივად მიწებებული ჰყავს. ეს ჩვენთვის უკვე დიდი პლუსია და თუ გოლების გატანას მოუხშირებს, მოედანზე ყოფნას 100%-ით გაამართლებს. მე მჯერა როგორც ბალოტელის, ისე კასანოსი და დარწმუნებული ვარ, რომ თავიანთ სიტყვას კიდევ იტყვიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა