წუხელ, იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა: „იუვენტუსმა“ „პალერმოს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. შესაძლოა, ამას ბევრი არ ელოდა, მაგრამ შედეგი აბსოლუტურად ლოგიკურია

წუხელ, იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა: „იუვენტუსმა“ „პალერმოს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. შესაძლოა, ამას ბევრი არ ელოდა, მაგრამ შედეგი აბსოლუტურად ლოგიკურია იქიდან გამომდინარე, რაც ტურინის „ოლიმპიკოზე“ ხდებოდა. „სიცილიელებმა“ „ბებერ ქალბატონს“ სწრაფი გოლი გაუტანეს, რის შემდეგაც ლუიჯი დელ ნერის გუნდი მხოლოდ მოჩვენებით უპირატესობას ფლობდა. „პალერმო“ მთელი მატჩის განმავლობაში გაცილებით აზრიანად თამაშობდა და მეორე ტაიმში ის ორი გოლიც დაიმსახურა, ილიჩიჩმა და ბოვომ რომ გაიტანეს. ტურინელთაგან პრესტიჟის გოლი (თუ შეიძლება, რომ პრესტიჟზე ვისაუბროთ), ვინჩენცო იაკვინტამ შეაგდო. ორი ტურის შემდეგ, „იუვე“ მე-15 ადგილზეა და თუ სასწრაფოდ არ გამოსწორდა, დელ ნერის გათავისუფლების საკითხი აუცილებლად დღის წესრიგში დადგება...

იტალია. სერია A. IV ტური

იუვენტუსი-პალერმო 1:3

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - მოტა, ბონუჩი, კიელინი, გრიგერა - კრასიჩი, ფელიპე მელო, მარკიზიო, პეპე (46. იაკვინტა) - დელ პიერო (61. აკვილანი), კვალიარელა (46. ამაური).

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ - კასანი, მუნოსი, ბოვო, ბალძარეტი - ბაჩინოვიჩი (78. რიგონი), მილიაჩო, ნოჩერინო - პასტორე (90. დარმაინი), ილიჩიჩი - პინილა (68. ერნანდესი).

გოლები: 0:1 პასტორე (2), 0:2 ილიჩიჩი (62), 0:3 ბოვო (85), 1:3 იაკვინტა (87)

გაფრთხილება: 1-4

მაყურებელი: 23 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინტერი 4 3 1 0 8-2 10

2. კიევო 4 3 0 1 8-4 9

3. ბრეშა 4 3 0 1 6-5 9

4. კატანია 4 2 1 1 6-4 7

5. ლაციო 4 2 1 1 6-5 7

6. ჩეზენა 4 2 1 1 3-2 7

7. კალიარი 4 1 3 0 5-1 6

8. მილანი 4 1 2 1 6-4 5

9. სამპდორია 4 1 2 1 6-5 5

10. პარმა 4 1 2 1 5-4 5

11. ბოლონია 4 1 2 1 5-6 5

12. ჯენოა 4 1 2 1 4-5 5

13. ნაპოლი 4 1 2 1 6-7 5

14. ბარი 4 1 2 1 3-6 5

15. იუვენტუსი 4 1 1 2 8-7 4

16. პალერმო 4 1 1 2 6-6 4

17. ლეჩე 4 1 1 2 2-6 4

18. ფიორენტინა 4 0 2 2 3-5 2

19. რომა 4 0 2 2 4-9 2

20. უდინეზე 4 0 0 4 2-9 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა