28 ივნისს უიმბლდონზე მეორე წრე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ორგანიზატორებს მეორე დღისთვის რამდენიმე მატჩის გადადება მაინც მოუწიათ
28 ივნისს უიმბლდონზე მეორე წრე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ორგანიზატორებს მეორე დღისთვის რამდენიმე მატჩის გადადება მაინც მოუწიათ.

მეორე წრეშივე სერიოზული მეტოქე ერგო ადგილობრივი პუბლიკის იმედს ენდი მიურეის - ივო კარლოვიჩის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, რაც გუშინ დამტკიცდა.

ხორვატმა ბრეიკით დაიწყო მატჩი, თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა იყო შეხვედრაში, როცა ივომ მეტოქის მოწოდების აღება შეძლო. ენდიმ პირველივე სეტში ორი საპასუხო ბრეიკი გააკეთა და პარტია 7:5 მოიგო.

მეორეში ბრეიკი არ ყოფილა - კარლოვიჩმა გაასწორა მოწოდება და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც 7:5 გაიმარჯვა.

მაგრამ ამის შემდეგ ბრიტანელმა საბოლოოდ მოიპოვა ინიციატივა. ისევ ორი ბრეიკის წყალობით მან მოიგო მესამე სეტი, მეოთხეში კი ტაი-ბრეიკიც თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მამაკაცთა ტურნირის მესამე წრეში ერთი სუპერწყვილი მივიღეთ. ესპანელი დავიდ ფერერი ამერიკელ ენდი როდიკს შეხვდება. მართალია, ამ სეზონში არადამაჯერებელი თამაშის გამო როდიკი კლასიფიკაციაში 30-ე პოზიციამდე დაქვეითდა, მაგრამ უიმბლდონს კარგ ფორმაში შეხვდა.

ამაზე მეტყველებს გასულ კვირას ისტბურნის ტურნირზე გამარჯვება და უიმბლდონზე დამაჯერებლად გავლილი ორი წრე. გუშინ ამერიკელმა სამ სეტში მოუგო გერმანელ ბიორნ ფაუს. ენდიმ მხოლოდ ერთხელ წააგო საკუთარი მოწოდება, 13 ეისი ჩააწოდა და ბადესთან 25 ქულა მოიპოვა.

ცუდი დღე ჰქონდა ორ განთესილ ჩოგბურთელს. მე-13 ნომერმა ჟილ სიმონმა ხუთი ბრეიკი გააკეთებინა ბელგიელ ქსავიე მალისეს და სამ სეტში წააგო - 4:6, 4:6, 6:7(5). იგივე ანგარიში დაფიქსირდა ნაკლებად ცნობილი ფრანგის, ბენუა პერისა და უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვის მატჩში.

23 წლის პერმა 11 ეისი ჩააწოდა და ოთხჯერ აიღო უკრაინელის მოწოდება, რისი წყალობითაც, კარიერაში პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მესამე წრეში.

კეი ნიშიკორი გახდა პირველი იაპონელი ბოლო 17 წლის განმავლობაში, ვინც უიმბლდონის მესამე წრეში გავიდა. ამისთვის მას საკმაოდ იოლი მატჩის ჩატარება მოუწია ფრანგ ფლორან სერასთან. მეტოქეები არცთუ ისე დამაჯერებლად თამაშობდნენ საკუთარ მოწოდებაზე - ნიშიკორიმ რვა ბრეიკი გააკეთა, სერამ - სამი. იაპონელმა 45 "ვინერსის" წყალობით მიაღწია საბოლოო უპირატესობას.

28 ივნისს ცუდად არც მეორე იაპონელი - გო სოედა გამოიყურებოდა. მან მოახერხა არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან ერთი სეტის აღება (6:1), მაგრამ მატჩის დანარჩენ მომენტებში სამხრეთამერიკელის კლასში უპირატესობა აშკარა იყო და ხუან მარტინმა ოთხ სეტში მოიგო. საინტერესოა, რომ მესამე წრეში დელ პოტრო და ნიშიკორი ერთმანეთში ითამაშებენ.

ქალებს შორის ფავორიტთაგან ყველაზე მეტად მარია შარაპოვას გაუჭირდა. 2004 წლის ჩემპიონი ბულგარელ ცვეტანა პირონკოვას ეთამაშებოდა, რომელიც ყოველთვის კარგად გამოდიოდა უიმბლდონზე, აქ ბევრი ძლიერი მოთამაშე ჰყავს დამარცხებული, 2010 წელს ნახევარფინალში იყო და შარშან მეოთხედფინალში ითამაშა.

პირონკოვამ კინაღამ მორიგი სენსაცია მოახდინა. გუშინწინ დაწყებულ შეხვედრაში ბულგარელი ვალდებული იყო, მოეგო პირველი სეტი, როცა 5:2 დაწინაურდა, მაგრამ მარიამ შემოაბრუნა თამაში და პირველი პარტია ტაი-ბრეიკზე მოიგო.

მეორე სეტში რუსმა ბრეიკი გააკეთა და 3:1 დაწინაურდა, როცა შეხვედრა სიბნელის გამო მეორე დღისთვის გადაიდო. შარაპოვას ისევ გაუჭირდა თამაშში შესვლა, რითაც ბულგარელმა კარგად ისარგებლა და შეძლო ანგარიშის გათანაბრება. შემდეგ კი იყო მეორე ტაი-ბრეიკი და აქ უკვე პირონკოვას გაუმართლა.

როგორც აღმოჩნდა, ბრძოლა სწორედ აქ დასრულდა. ისევე, როგორც წინა დღეს, მარია ამჯერადაც გვიან შევიდა თამაშში და მესამე სეტში გაანადგურა მეტოქე - 6:0.

საინტერესოა ერთი სტატისტიკური მონაცემი, რომელიც შარაპოვას უკავშირდება - წელს მას ცხრაჯერ მოუწია მესამე სეტის ჩატარება და ცხრაჯერ თავის სასარგებლოდ დაასრულა გადამწყვეტი პარტია.

ბრწყინვალე ფორმის დემონსტრირებას ახდენს უიმბლდონის ოთხგზის ჩემპიონი სერენა უილიამსი.

ამერიკელმა ფანტასტიკურად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე უნგრელ მელინდა ჩინკის წინააღმდეგ. თამაში მან სამი ეისით გახსნა, სულ კი 10 ასეთი მოწოდება დაუგროვდა.

გარდა ამისა, 44 მოწოდებიდან უილიამსმა 37 ქულა აიღო, მათ შორის, პირველ მოწოდებაზე 28-იდან 27 ქულა. შესაბამისად, სერენას მეტოქეს არცერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია, თავად უილიამსმა კი ოთხი ბრეიკის ხარჯზე - 6:1, 6:4 მოიგო.

კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო ვიქტორია აზარენკას თამაში. შარშანდელმა ნახევარფინალისტმა 51 წუთში გაანადგურა შვეიცარიელი რომინა ოპრანდი.

ბელარუსმა მხოლოდ ექვსი ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღო და თითქმის ასპროცენტიანი მაჩვენებელი დააფიქსირა - ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. გარდა ამისა, მოწინააღმდეგის ოთხივე ბრეიკ-პოინტი მოიგერია - 6:2, 6:0.

აზარენკა მეშვიდედ თამაშობს უიმბლდონზე და მეექვსედ გავიდა მესამე წრეში. სხვათა შორის, ეს ჩოგბურთელები აქამდე ერთხელ შეხვდნენ - 2007 წელს გრუნტისსაფარიან კორტზე და მაშინ შვეიცარიელმა 6:1, 6:1 მოიგო.

ერთი სეტის მშრალი ანგარიშით მოგება უიმბლდონის მოქმედმა ჩემპიონმა პეტრა კვიტოვამაც შეძლო. ჩეხი ბრიტანელ ელენა ბალტაჩას ხვდებოდა.

პირველ სეტში გასეირნებას მეორე პარტიაში 3:0 დაწინაურება მოჰყვა, მაგრამ აქ მასპინძელმა გაიბრძოლა, მატჩში ერთადერთი ბრეიკი გააკეთა და დაეწია მეტოქეს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ჩეხმა კონცენტრაცია შეძლო და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა საქმე.

ქალებს შორის ტურნირს არც ამჯერად ჩაუვლია სენსაციის გარეშე. 2007 წლის უიმბლდონის ფინალისტმა, რეიტინგის მეცხრე ნომერმა მარიან ბარტოლიმ 129-ე ჩოგანთან, ხორვატ მირიანა ლუჩიჩისთან 4:6, 3:6 წააგო.

ფრანგმა მხოლოდ ერთი ბრეიკი გააკეთა და სამჯერ დათმო საკუთარი მოწოდება. 30 წლის ლუჩიჩიმ მოწოდებაზე ბრწყინვალედ ითამაშა - მის ანგარიშზე 9 ეისი მოდის.

II წრე

კაცები

რადეკ შტეპანეკი (ჩეხ, 28)-ბენჯამინ ბეკერი (გერ) 6:2, 7:6(4), 6:3; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 17)-გრეგა ჟემლია (სლოვენ) 7:6(4), 7:6(4), 3:6, 6:3; ქსავიე მალისე (ბელ)-ჟილ სიმონი (საფ, 13) 6:4, 6:4, 7:6(5); ალეხანდრო ფალა (კოლ)-ნიკოლა მაუ (საფ) 6:4, 6:3, 4:6, 4:6, 7:5; დავიდ ფერერი (ესპ, 7)-კენი დე შეპერი (საფ) 7:6(1), 6:2, 6:4; ენდი როდიკი (აშშ, 30)-ბიორნ ფაუ (გერ) 6:3, 7:6(1), 6:3; კეი ნიშიკორი (იაპ, 19)-ფლორან სერა (საფ) 6:3, 7:5, 6:2; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 9)-გი სოედა (იაპ) 6:2, 6:3, 1:6, 6:4; მარინ ჩილიჩი (ხორ, 16)-ლუკაშ კუბოტი (პოლ) 7:6(4), 6:2, 6:1; მილოშ რაონიჩი (კან, 21)-სემ კუერი (აშშ) 7:6(3), 6:7(7), 3:3 შეწყდა; მარკოს ბაღდატისი (კვიპ)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 7:5, 4:1 უარი; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ივო კარლოვიჩი (ხორ) 7:5, 6:7(5), 6:2, 7:6(4); ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 5)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ) 6:7(3), 6:4, 6:1, 6:3; ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ)-იურგენ მელცერი (ავსტრია) 6:4, 6:7(4), 3:6, 6:3, 6:4; დავიდ გოფენი (ბელ)-იესე ლევინი (აშშ) 4:6, 6:4, 6:1, 6:3; მერდი ფიში (აშშ, 10)-ჯეიმს უორდი (ბრიტ) 6:3, 5:7, 6:4, 6:7(3), 6:3; ბრაიან ბეიკერი (აშშ)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:0, 6:2, 6:4; ბენუა პერი (საფ)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 22) 7:6(2), 6:4, 6:4; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 27)-მალეკ ჟაზირი (ტუნ) 6:1, 7:6(2), 6:1; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ლუკაშ როსოლი (ჩეხ) 7:6(9), 4:6, 4:6, 6:2 შეწყდა;

ქალები

მარია შარაპოვა (რუს, 1)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 7:6(3), 6:7(3), 6:0; კრისტინა მაკჰეილი (აშშ, 28)-მატილდ იოჰანსონი (საფ) 7:5, 7:5; ანჟელიკ კერბერი (გერ, 8)-ეკატერინა მაკაროვა (რუს) 7:5, 6:3; ნადია პეტროვა (რუს, 20)-ტიმეა ბაბოში (უნგ) 6:4, 6:7(3), 9:7; სერენა უილიამსი (აშშ, 6)-მელინდა ჩინკი (უნგ) 6:1, 6:4; ჟიე ჟენგი (ჩინ, 25)-ალექსანდრა ვოზნიაკი (კან) 6:4, 6:2; იაროსლავა შვედოვა (ყაზ)-კიკი ბერტენსი (ჰოლ) 6:4, 6:4; სარა ერანი (იტა, 10)-ენ კეოტავონგი (ბრიტ) 6:1, 6:1; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 2:6, 6:1, 6:2; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 24)-კრისტინა პლიშკოვა (ჩეხ) 6:4, 6:4; ვარვარა ლეპჩენკო (აშშ)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 31) 7:6(4), 6:4; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4)-ელენა ბალტაჩა (ბრიტ) 6:0, 6:4; ტამირა პაჩეკი (ავსტრია)-ალიზ კორნე (საფ) 6:2, 6:1; იანინა ვიკმაიერი (ბელ)-გალინა ვოსკობოევა (ყაზ) 4:6, 6:3, 8:6; რობერტ ვინჩი (იტა, 21)-მარინა ერაკოვიჩი (ზელ) 6:4, 6:3; მირიანა ლუჩიჩი (ხორ)-მარიონ ბარტოლი (საფ, 9) 6:4, 6:3; ანა ივანოვიჩი (სერ, 14)-კატერინა ბონდარენკო (უკრ) 6:3, 7:6(3); იულია გორგესი (გერ, 22)-ანასტასია იაკიმოვა (ბლრ) 7:6(3), 6:2; ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ, 26)-იანა ჩეპელოვა (სლოვაკ) 7:6(7), 6:7(5) შეწყდა; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2)-რომინა ოპრანდი (შვეიც) 6:2, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა