ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს ნაკრების ახალი წევრი კორი ფიშერია

საქართველოს ნაკრების ახალი წევრი კორი ფიშერია

დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ შევიტყვეთ საქართველოს ნაკრების ახალი ნატურალიზებული კალათბურთელის ვინაობა
დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ შევიტყვეთ საქართველოს ნაკრების ახალი ნატურალიზებული კალათბურთელის ვინაობა, რომელიც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა გაგვაცნო:

"სანაკრებოდ ამერიკელი მოთამაშის ძიება შრომატევადი სამუშაო იყო. სწორედ ამიტომ გაიწელა ეს საქმე ივნისის ბოლომდე.

თავიდან 9 კალათბურთელთან ვეწეოდით მოლაპარაკებას, რომელთაგან ნახევართან შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ.

ასეთთა შორის იყო დორონ პერკინსი. საბოლოოდ მწვრთნელთა შტაბმა, იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, კორი ფიშერი გადაწყვიტა. მას ქართული პასპორტი მალე გადაეცემა".

პრესკონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ჟურნალისტების შეკითხვებს მუქი შრიფტით შემოგთავაზებთ.

- აზერბაიჯანმა მადრიდის რეალელი ჯეის ქეროლი დაიმატა. ჩვენ რატომ ვერ ვახერხებთ ასეთი მაღალი დონის უცხოელების ჩამოყვანას?

- აზერბაიჯანისა და საქართველოს ნაკრებებს შორის დიდი სხვაობაა. ჩვენ გაცილებით უკეთესი ადგილობრივები გვყავს. ნატურალიზაციისთვის კი ყოველთვის ისეთს ვეძებთ, რომელსაც გუნდთან შეწყობის პრობლემა არ ექნება, გააკეთებს იმას, რაც ნაკრებს სჭირდება.

ჩვენ ამ ეტაპზე გამთამაშებელი გვინდა, რომლის ძიებაც დიდ პრობლემასთან იყო დაკავშირებული. პერკინსის გარდა, მოლაპარაკებები გვქონდა აარონ ჯექსონთან, მაგრამ არც ეს ვარიანტი გამოვიდა.

საქართველოს ნაკრებში თამაში უცხოელებს, უმთავრესად, იმიტომ სურთ, რომ ქართული პასპორტი მიიღონ, რაც საკლუბო საქმეში გამოადგებათ. თუმცა ზოგიერთი მოთამაშე კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მოლაპარაკებებზეც უარს აცხადებს და პასპორტიც აღარ სჭირდება...

- ძლიერ ლეგიონერს სტიმულად შესაძლოა სათანადო ანაზღაურებაც უნდა...

- საქართველოს ნაკრებში კალათბურთელი ხელფასს არ იღებს. ჩვენთან მხოლოდ პრემიებია. ამიტომ, თუ უცხოელს გადავუხდით, ქართველებს რა ვუთხრათ?

ფედერაციის პრეზიდენტის შემდეგ იგორ კოკოშკოვის ასისტენტმა დავით უსტიაშვილმა ილაპარაკა:

"კორი ფიშერი კარგი კალათბურთელია, თურქეთის ძლიერ ლიგაში საშუალოდ 17.2 ქულას აგროვებდა.

ვფიქრობ, იგი ჩვენს ნაკრებს სათანადოდ გამოადგება".

მწვრთნელი გაახალგაზრდავების პროცესსაც შეეხო:

- 2004 წლიდან ნაკრებში თაობათა ცვლა მოხდა და შედეგიც გამოიღო - ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

გუნდს გაახალგაზრდავება ახლაც სჭირდება, რაც დღეიდან უნდა დავიწყოთ, რათა ნაკრებს სათანადო ცვლა გაეზარდოს. ნიკა ცქიტიშვილმა, ვლადიმერ ბოისამ და ლაშა გამყრელიძემ საქართველოს ნაკრების წინსვლაში დიდი წვლილი შეიტანეს. ამჯერად მათ გარეშე ჩავატარებთ შესარჩევ მატჩებს.

- ნიკა ცქიტიშვილს კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა და ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, რომ იგი ეროვნულ გუნდში არ უნდა იყოს...

- ხვალინდელ დღეზე ვფიქრობთ. ახალგაზრდებს დღეს უნდა მივცეთ თავის გამოჩენის შანსი, რათა შემდეგში სრულფასოვნად ჩაენაცვლონ...

წლეულს მძიმე ფორვარდის პოზიციაზე სერიოზული კონკურენციაა: ვიქტორ სანიკიძემ მთელი სეზონი ამ ამპლუაში გაატარა; ასევე სწრაფად პროგრესირებს თორნიკე შენგელია; იტალიის ჩემპიონატში შეცვლებზე თამაშში კარგად ერთვებოდა ნიკა მეტრეველი. ცქიტიშვილს, სავარაუდოდ, არასაკმარისი სათამაშო დრო ექნებოდა...

კოტე ტუღუშმა დასძინა:

- ამ საღამოს თორნიკე შენგელიას დრაფტი ელის. იგი ნიჭიერი კალათბურთელია და გვინდა, უფრო მეტი ვათამაშოთ.

ეროვნულ გუნდში რეორგანიზაცია გახდა საჭირო. გვინდა, ახალგაზრდა კალათბურთელებს თავის გამოჩენის შანსი მივცეთ, რაც მათთვის დამატებითი სტიმული იქნება.

- ლაშა გამყრელიძის არგამოძახების მიზეზიც გუნდის გაახალგაზრდავებაა?

დავით უსტიაშვილი:

- ჩამოვიყვანეთ უცხოელი, რომელიც გამთამაშებლის პოზიციას დაიკავებს, მას გიორგი ცინცაძე შეცვლის. ლაშა გამყრელიძე კი მესამე გამთამაშებელი უნდა ყოფილიყო...

- ზაზა ფაჩულიას თუ ელაპარაკეთ? ტრავმა ჯერ ვერ მოიშუშა?

ბესიკ ლიპარტელიანი:

- ზაზას წუხელაც ვესაუბრე. იგი შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის და, ვფიქრობ, ექიმები ვარჯიშის დაწყების უფლებას დართავენ. ზაზა ნაკრებს ცოტა მოგვიანებით შეუერთდება.

- ბესიკ ლეჟავა მართლაც კარგი კალათბურთელია. შარშანაც იმსახურებდა ნაკრებში გამოძახებას, თუმცა დისკვალიფიკაცია ჰქონდა. სასჯელის ვადა გაუვიდა?

- დისკვალიფიკაციას ვადა შემოდგომით გასდის. თუმცა იგი მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატზე ვრცელდებოდა. ასე რომ, ლეჟავას საქართველოს ნაკრებში თამაში შეუძლია.

რეფორმა... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრები არასწორად იწყებს!

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ

"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი

"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა