როგორ ემზადება და რა განწყობით ხვდება ლონდონის ოლიმპიადას ახალგაზრდა ფალავანი

სოსო ჯაბიძე

დაიბადა: 1987 წლის 14 აგვისტოს ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში.

ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი (2010), საქართველოს რამდენიმეგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული.

მწვრთნელები: ვაჟა კრავეიშვილი, ბეგი დარჩია.

ჰობი: ავტომანქანები.

ოლიმპიადის დებიუტანტი

სოსო ჯაბიძემ სადებიუტო ტურნირზე გამოიჩინა თავი - 2010 წელს ბაქოში პირველად იჭიდავა ევროპის ჩემპიონატზე და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, თუმცა მას შემდეგ საკმაოდ ხანგრძლივი ჩავარდნა დაეწყო.

ბერძენ-რომაელთა ნაკრების წევრთა უმრავლესობის მსგავსად, გაზაფხულზე ბელგრადში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მასაც "მეორე სუნთქვა" გაეხსნა და აშკარად მოუმატა, რაც ჩინეთში ლიცენზიის მოპოვებით დაგვირგვინდა.

ჭიდაობა მშობლიურ ბაღდათში დაიწყო, სადაც თავდაპირველად გოგი და თემურ ვაშაყმაძეები ავარჯიშებდნენ. მოგვიანებით კი დაოსტატება დედაქალაქში გააგრძელა. რა მოხდა მის ცხოვრებაში პირველი წარმატების მერე და რამ გამოიწვია ის ჩავარდნა, როგორ ემზადება და რა განწყობით ხვდება ლონდონის ოლიმპიადას, ამაზე თამაშების დებიუტანტი ფალავანი თვითონ მოგვითხრობს.

- ჭიდაობაზე 9 წლის ასაკში მამამ მიმიყვანა, რომელიც ფეხბურთელი იყო, თუმცა ჭიდაობა ძალიან უყვარდა - გვითხრა სოსო ჯაბიძემ. - მას ბიძაშვილი ჰყავდა მოჭიდავე, კახა ჯაბიძე, რომელიც ჯერ საქართველოს სახელით ახალგაზრდებში გახდა ევროპის მედალოსანი, მერე კი უკრაინის სახელით გამოდიოდა.

ეტყობა, მისი გავლენაც იყო, ჭიდაობაზე რომ მიმიყვანა, მაგრამ მეც მომწონდა, ბავშვობაში სხვა სერიოზული გატაცება არ მქონია. არც ვარჯიში მეზარებოდა და დღემდე ასე ვარ - თუ ტრავმა არ მაქვს, დღეს არ ვაცდენ.

2001 წლიდან თბილისში ვვარჯიშობ.

- ნაკრებში სადებიუტო ტურნირშივე მოიპოვეთ წარმატება - დღემდე ერთადერთი ჯილდო მთავარ გუნდში, მაგრამ მას მერე ჩავარდნა დაგეწყოთ. ეს რისი ბრალია?

- მაშინ ბაქოში რუსთა ოლიმპიურ ჩემპიონ ასლანბეკ ხუშტოვთან წავაგე, მაგრამ მერე დამამშვიდებელში ორი წრე გავიარე და ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე.

სამწუხაროდ, იმის შემდეგ ტრავმები დამეწყო და ის ჩავარდნაც ამან გამოიწვია - შარშან მხრის და ფეხის კუნთი, ორივე ერთად გამიწყდა და მთელი 5 თვე, სექტემბრიდან იანვრამდე, არ მივარჯიშია. წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო ფორმაში ვიყავი, მაგრამ ისევ რუსთან - რუსტამ ტოტროვთან წავაგე დამატებითში, რაც ჩემი ბრალია.

მესამე პერიოდში შევცდი, როცა ჩოქბჯენში ჩემი არჩევისას დაცვაში ჩადგომა ვარჩიე. არადა, პირველ პერიოდში ჩემს მისვლაზე 10 წამში დავატრიალე ორქულიანზე.

მესამეშიც მე რომ მივსულიყავი და დაცვა არ ამერჩია, ვფიქრობ, დავატრიალებდი, მაგრამ ახლაც არ ვიცი, რატომ ავირჩიე ასე.

შეიძლება, ცოტა ზედმეტად თავდაჯერებულიც ვიყავი და მჯეროდა, რომ დავიცავდი თავს. საერთოდ, იმ ჩემპიონატს შევხვდი ზედმეტად დარწმუნებული.

მჯეროდა, რომ ჩემპიონი გავხდებოდი, რადგან კარგად ვიყავი მომზადებული. ამისი იმდენად მჯეროდა, რომ წილისყრა არც მინახავს, ვინ მერგო მეტოქედ და როგორ ბადეში მოვხვდი.

ნომერში გურამ ფერსელიძესთან ერთად ვიყავი და იმასაც ვუთხარი, არ მაინტერესებს, ჩემპიონი ვხდები-მეთქი. პირველი შეხვედრაც რომ მოვიგე, ისე ვიყავი, თითქოს არც მეჭიდავა. მასაჟიც არ გამიკეთებია.

ტოტროვთანაც რეალური იყო მოგება - პირველი პერიოდი 2:0 მოვიგე, მეორეში იმან აიღო 2-ქულიანი, მაგრამ ერთი ქულა სწრაფადვე გავუქვითე. მეტის გასაკეთებლად კი დრო აღარ მეყო, ვერ მოვასწარი შეტევა. ხოლო დამატებითში ჩემივე შეცდომით დავმარცხდი.

ზონის გარეთაც შემეძლო გაყვანა, მაგრამ რატომღაც გავჩერდი. თუ რატომ, ახლა გვიანია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ სამომავლოდ გაკვეთილად გამომადგება, დიდი სიმწარე განვიცადე.

- ალბათ, ამის შემდეგ სალიცენზიო ტურნირისთვის ფსიქოლოგიურად მომზადება ორმაგად ძნელი იქნებოდა...

- აქ რომ ჩამოვედი, ფსიქოლოგიურად გატეხილი ვიყავი, მაგრამ დარჩია სულ მაიმედებდა, ლიცენზიას აუცილებლად აიღებ, ოღონდ ცოტა მოუმატეო. მაგრამ მწვრთნელები ისე მომიდგნენ და ისე განმაწყვეს, ერთ კვირაში განვაახლე ვარჯიში.

წაგებით ბევრი წამიგია, მაგრამ მაშინ მართლა კარგად ვიყავი მზად და გული იმიტომ დამწყდა ისე ძალიან. თან, ტოტროვი მერე გერმანელ ოლივერ ჰესლერთან დამარცხდა, იმან კი ბრინჯაოსთვის შეხვედრა უკრაინელ სერგეი რუტენკოსთან წააგო.

არადა, ევროპამდე ორი თვით ადრე რუტენკოს 5:0; 7:0 მოვუგე. არც დავღლილვარ, ისე ვაჯობე. ამიტომ უფრო დამწყდა გული, თუმცა ჩინეთში სალიცენზიო ტურნირზე მაინც უნდა მეჭიდავა.

იქ აზერბაიჯანელთა სახელით მოასპარეზე შალვა გადაბაძესთან წავაგე, თუმცა, მსაჯთა დახმარებით. მერე კი სანუგეშოში ჩავერთე და საგზურისთვის გამართული უშუალო ორთაბრძოლა 2009 წლის უნგრელ მსოფლიოს ჩემპიონ ბალასც კისის მოვუგე.

- ბოლო ხანებში ფიზიკურად მოუმატეთ. ეტყობა, მწვრთნელები საგანგებოდ გავარჯიშებენ, თუმცა მათი მოსწავლეები ამ კომპონენტში ყოველთვის გამოირჩეოდნენ...

- საგანგებოდ არ ვვარჯიშობ. უბრალოდ, ფიზიკურად ბავშვობიდანვე დიდი ვიყავი, ცოტა მსუქანიც კი, ხოლო დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მოვუმატე.

- თუმცა ლეიბზე მხოლოდ ფიზიკური ძალის იმედად ვერ იქნებით...

- ილეთებზეც ბევრს ვმუშაობთ და გვაქვს რამდენიმე ფანდი, რომლებზეც საგანგებოდ ვემზადებით.

- საოლიმპიადოდაც?

- ოლიმპიადამდე ახალს და აქამდე უცნობს ვერ გამოვიგონებთ, მაგრამ არის ნაცნობი 2-3 ილეთი, რომლებსაც საგანგებოდ ვამუშავებთ - წელში შესვლა, წამოქაჩვით ტრიალი, კისრული. იმედია, ოლიმპიადაზეც გამოგვივა.

- ვარჯიში ცოტა გვიან დაიწყეთ. ხართ სადღეისო მოთხოვნების შესაბამის ფორმაში?

- ტრავმების გამო ვარჯიში მართლაც შედარებით გვიან, ორი კვირის წინათ დავიწყე, მაგრამ უკვე ვიტვირთები ლეიბზე. ცხადია, ფორმაში ჯერ არ ვარ, თუმცა მწვრთნელები მაიმედებენ, რომ საოლიმპიადოდ პიკზე ვიქნები. იმედია, გერმანული ტურნირიც ძალიან დამეხმარება. საერთოდ, სპორტსმენი შეჯიბრებებით შედის ფორმაში, რასაც, ვიმედოვნებ, შევინარჩუნებ და მორიგი შეკრების ბოლოს უკვე მივუახლოვდები ოპტიმალურ ფორმას.

- ამბობენ, ოლიმპიადა გამორჩეული ტურნირიაო და თქვენ როგორი განწყობით ხვდებით?

- ოლიმპიადაზე ყველას ოცნება ოქროს მოპოვებაა, მათ შორის - ჩემიც, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობ.

ყველაფერს გავაკეთებ ამის ასახდენად, თუ ღმერთმაც ინება. ყოველ შემთხვევაში, მე მაქსიმუმს გავაკეთებ საამისოდ.

- ძირითად კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?

- ბელარუს ტომოფეი დზიაჩენკოს, რუს რუსტემ ტოტროვს და სომეხ ევროპის მოქმედ ჩემპიონ არტურ ალექსანიანს. ცხადია, სხვებიც ძლიერები არიან, მაგრამ დანარჩენთაგან მაინც ამ ტრიოს გამოვარჩევ.

ფსიქოლოგიურად გატეხილი ვიყავი, მაგრამ დარჩია სულ მაიმედებდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიცენზიანტი. გია მაჭავარიანი - ლონდონში ოლიმპიური მედლისთვის

ლიცენზიანტი. ვლადიმერ გეგეშიძე - თავისუფლიდან - ბერძნულ-რომაულამდე

ლიცენზიანტი - ირაკლი თურმანიძე

ოთარ თუშიშვილი: კარიერას ლონდონში დავასრულებ

ნინო სალუქვაძე - მიზანში ამოღებული ლეგენდა

tako
სოსო წარმატებები... გულით გისურვებ ოქროს მედლით დაბრუნებულიყავი და კვარცხლბეკის უმაგლესი საფეხური დაგეპყროს;-)
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის