29 ივნისს ქართველი მოკრივეები ბულგარელებს - ზდრავკო პოპოვსა (63) და ივაილო ივანოვს (70) დაუპირისპირდებიან
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გრძელდება ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს 10 წარმომადგენელი ჩაება.

უკვე გაუწყეთ, რომ 48 კილოში შოთა ვაჩაძემ პირველი წრის შეხვედრა მოიგო, მაგრამ მეორეში რუს სულეიმან ბატოვთან დამარცხდა და შეჯიბრებას ჩამოშორდა.

პირველივე პაექრობების შემდეგ მისი ბედი გაიზიარეს ბადრი წიფურიამ (46), ლაშა გურულმა (50), აჩიკო ტურავამ (57), თეიმურაზ ჩხეიძემ (60) და ბექა დანელიამ. 52 კილოში გიორგი ცისკარიშვილმა ჯერ ალბანელ ზენელის სძლია - 11:6, მერე ფრედ (8:8) დაამთავრა ორთაბრძოლა ინგლისელ მაკგრეილთან, მაგრამ მსაჯებმა უპირატესობა ჩვენებურს მიანიჭეს.

მეოთხედფინალში ცისკარიშვილი ერთი ქულით დამარცხდა (5:6) სომეხ ერიკ პეტროსიანთან და მანაც მაყურებლებში გადაინაცვლა, როგორც 75 კილოში შოთა ხაბურძანიამ (პირველ წრეში მან ფრანგი ეზედინ ბენ ნასერი დაჯაბნა, რომელსაც მაგომედ მაგომედოვმა (რუსეთი) აჯობა). სამაგიეროდ, გაგვახარეს ნუკრი ადამიამ (63) და რატი ტლაშაძემ (70). ჩვენმა ბიჭებმა ნახევარფინალში გააღწიეს და, სულ მცირე, ბრინჯაოს მედლები დაიბევეს: ადამიამ ერიკ ჟერმაკი (პოლონეთი, 14:11) და ოგუსკან ოზთურქი (თურქეთი, 13:11) დაამარცხა, ტლაშაძემ ანდრეი არადოას (რუმინეთი, 17:9) და ადამ ტოდის (უნგრეთი, 13:8) სძლია.

29 ივნისს ქართველი მოკრივეები ბულგარელებს - ზდრავკო პოპოვსა (63) და ივაილო ივანოვს (70) დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა