ჩვენი ქვეყნის ორ ნაკრებთან ერთად ტურნირში ბელარუსები და პოლონელებიც ჩაებმებიან
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" 29 ივნისს, 16.00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება წყალბურთელთა საერთაშორისო ტურნირი - "თბილისის თასი", რომელშიც, როგორც გაუწყეთ, ჩვენი ქვეყნის ორ ნაკრებთან ერთად ბელარუსები და პოლონელებიც ჩაებმებიან. წინა ორ წელიწადს მთავარი პრიზი მასპინძლებმა მოიპოვეს.

პირველი ნაკრები, ცხადია, თასის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. გუშინ მწვრთნელებმა - ზვიად დავითიანმა და მირიან ასათიანმა გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელეს: ზურაბ ჭუმბურიძე, გალაქტიონ ლაითაძე, მარკო იელაჩა, მარკო ელეზი, ბექა კაპანაძე, გიორგი ხვედელიანი, რევაზ ჩომახიძე, ანდრია ბითაძე, ალექსანდრე ყაზახიშვილი, რევაზ იმნაიშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, მარინო ფრანიჩევიჩი, ალექსანდრე ნამორაძე, ბექა ქენქაძე, გიორგი გაბადაძე, გურამ კოტარია, ლუკა კახეთელიძე, ალექსანდრე რუსიშვილი და დამირ ცრეპულია.

როგორც ვხედავთ, ნაკრებში 4 ნატურალიზებული წყალბურთელია, რომლებიც ევროპის უძლიერეს კლუბებში თამაშობენ. მე-2 ნაკრები, უმთავრესად, ახალგაზრდული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.

საგულისხმოა, რომ ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება, რომელიც შემოდგომით გაიმართება.

ჯგუფში ჩვენებს მომდევნო ეტაპის ორი საგზურისთვის თურქები და ბელარუსები გაუწევენ მეტოქეობას. ამდენად, სლავების ხილვა "თბილისის თასზე" იმადაც ღირს, რომ მათი შესაძლებლობები შევაფასოთ.

29 ივნისს, 17.00 საათზე ბელარუსები და პოლონელები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, 18.30 საათზე კი საქართველოს პირველი და მეორე ნაკრებები ითამაშებენ.

ოლიმპიკში - თბილისის თასზე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zurabi
წყალბურთი ძალიან მაგარი სპორტია, ბევრი გაკეთდა ამ ბოლო წლებში, ახალი გუნდები შეიქმნა, პატარებიც მომრავლდა კლუბებში, მაგრამ ცოტა ძვირი სპორტია და ბევრს არა აქვს შესაძლებლობა აუზის საფასური გადაიხადოს. ამიტომ, რაღა გზები უნდა გამოინახოს, მაგალითად, მერიამ დააფინანსოს ერთი-ორი გუნდი პატარების, შეიძლება რომელიმე სახელმწიფო უწყებამ ან, სულაც სსიპ-მა დააფინანსოს კიდევ რომელიმე კლუბი და ა.შ ანუ, მეტი ფინანსებია მოსაზიდი თორემ, იმ ქვეყანაში სადაც მშვენიერაძეები, ჩიქვანია, გოგოლაძე და ბოლოსდაბოლოს ჩომახიძე და კიდევ უამრავი ცნობილი წყალბურთელი გაიზარდა სირცხვილია კარგი გუნდი რომ არ გყვავდეს.
zurabi
იმედია ორივე ნაკრები წარმატებით იასპარაზებს, აბა ,თქვენ იცით ბიჭებო!
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა